რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი ტოლოში

რეესტრის კოდი#1785
მოსწავლე50
მასწავლებელი20
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მადონა ივანიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
27/10/2025
ავტორიზაციის დასრულება
27/10/2034
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ასპინძა, სოფელი ტოლში

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
24
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები5 დამატებითი მასალა

მისია: ჩვენი სკოლის მისიაა თითოეული მოსწავლის უნიკალურობის აღიარება და მხარდაჭერა ინდივიდუალურად მორგებული, ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს საშუალებით. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მოსწავლეთა სრულფასოვან პიროვნულ, აკადემიურ და სოციალურ განვითარებას. მცირე სასკოლო საზოგადოება საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებს შევუქმნათ უსაფრთხო, მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობებზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ვუზრუნველყოფთ მათში მაღალი სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც გამოიხატება პატრიოტიზმში, საკუთარი ენის, ისტორიისა და კულტურის პატივისცემაში. ასევე, ვუვითარებთ იმ ღირებულებებს, როგორიცაა ტოლერანტობა, პროგრესული აზროვნება და გლობალური მოქალაქეობა. ეს ყველაფერი მათ დაეხმარება ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებლად მოაზროვნე, მაძიებელ, ინფორმირებულ, პასუხისმგებლიან და უწყვეტი განვითარების უნარის მქონე ადამიანებად. ხედვა:2030 წლისთვის სსიპ ასპინძის მუნიციპალიიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლა იქნება სოციო-კულტურული ცენტრი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და სამოქალაქო საქმიანობით. ის ღია იქნება საზოგადოებისათვის და ხელს შეუწყობს თემის განვითარებას. სკოლა უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის უნიკალურობის გათვალისწინებით მათ თვითრეალიზებასა და წარმატებულ ინტეგრაციას ნებისმიერ გარემოში. სასწავლო პროცესში აქტიურად დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები. მოსწავლეები მიიღებენ განათლებას, რომელიც შეესაბამება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს : კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, შემოქმედებითი და ციფრული უნარები. სკოლა იმუშავებს მშობლებთან და თემთან მჭიდრო თანამშრომლობით, იხელმძღვანელებს თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლეთა ემოციურ და სულიერ ზრდას, აგრეთვე ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. სკოლის მიზანია — თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს თავი მნიშვნელოვნად, დაინახოს საკუთარი პოტენციალი და განავითაროს ის საზოგადოებისთვის სასარგებლოდ. ღირებულებები: პატივისცემა, სამართლიანობა-- გარემოს გათვალისწინება და დაფასება; სხვისი უფლებების აღიარება; ეთიკა და ზნეობა; მორჩილება--დაიცვას წესები და კანონები კარგი ურთიერთობების და თანაარსებობის შესანარჩუნებლად; პასუხისმგებლობა,თანამშრომლობა-- ვალდებულებებისა და მოვალეობის შესრულება, როგორც სოციალური, ისე აკადემიური და მორალური; პუნქტუალურობა--ვალდებულება დადგენილ ან დაგეგმის დროში; ტოლერანტობა-- გარშემო მყოფი ადამიანების იდეების, აზრების, ქცევის და შეღავათების მიღება.

დოკუმენტები

სასკოლო სასწავლო გეგმა (კონცეპტუალური ნაწილი) 2024-2025.doc10/06/2025 15:37:36 · 5.31 MB
საშუალო საფეხურის კურიკულუმი.doc25/12/2025 12:53:19 · 4.71 MB
საბაზო საფეხურის კურიკულუმი.doc25/12/2025 12:53:19 · 6.26 MB
დაწყებითი საფეხურის კურიკულუმი.doc25/12/2025 12:53:19 · 6.79 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა (კონცეპტუალური ნაწილი) 2025-2026.doc25/12/2025 12:53:20 · 7.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ -ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით და საბაზო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საჯარო სკოლის წესდებას, განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის შინაგანაწესს და სხვა სამართლებრივ აქტებს. იმისთვის რომ სკოლამ უზრუნველყოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სწავლება, აუცილებელია კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათი შენარჩუნება, ზრუნვა მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, რაც ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც ის უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. სკოლა მონაწილეობს ტრენინგებში,გეგმავს საინტერესო აქტივობებს, შეხვედრებს, სადაც მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის, ასევე, თანამედროვე სწავლების სტრატეგიების ურთიერთგაზიარება. არაფორმალური განათლების გაძლიერების მიზნით სკოლაში ყოველ წლიურად იგეგმება პრიორიტეტულ თემებზე სასკოლო პროექტი და აქტივობები,რაც ხელს შეუწყობს არამარტო მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში,არამედ მშობელთა ჩართულობას, ასევე თანამშრომლობას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სკოლასი ფუნქციონირებს განვითარების მიმართულებით სხვადასხვა კლუბები. სკოლა აქტიურად გეგმავს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების და თანამედროვე სწავლების სტრატეგიების/მიდგომების გამოყენებას. სასწავლო პროგრამებში იგეგმება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება. სისტემატურად განახლდებს მატერიალური რესურსები, ციფრული და საინფორმაციო ფონდი. გარდა ამისა, სკოლის მიერ გადამზადებული მასწავლებლები შეძლებენ აქტიურად გამოიყენონ ის მეთოდები და ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითობის, რეალურ ცხოვრებაში პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და სხვა აუცილებელი უნარების განვითარებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლის ამოცანაა მომდევნო 7 წლის განმავლობაში წარმატებულად დანერგოს სწავლების თანამედროვე მეთოდები; მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყოს მოსწავლეებში რესურსების გამოყენებას და თავად შექმნან ახალი რესურსი.

დოკუმენტები

ორგანიგრამა.docx04/06/2025 13:13:27 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ - -ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის ( შემდგომში - სკოლა) 2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სკოლის განვითარებისათვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მისია და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და გათვლილია შვიდწლიან პერიოდზე. მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, მიზნების მიღწევის გზები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და მისი შედეგები. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა იგეგმება პერიოდულად. გეგმა შედგება შემდეგი ინფორმაციისგან: o სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია; o მისია; o ხედვა; o ღირებულებები; o SWOT ანალიზი: o მენეჯმენტი და სტრუქტურა o სტრატეგიული მიზნები, პრიორიტეტები; o სტრატეგიული გეგმის შესრულების კალენდარი

დოკუმენტები

სტრატეგიული სამოქმედო გეგმა.docx04/06/2025 13:15:34 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

2023-2024 წლის სამოქმედო გეგმა.docx28/12/2023 10:52:51 · 0.03 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 წ.წ. (1).docx04/06/2025 13:16:46 · 0.04 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2025-2026 სასწავლო წელი (2).pdf25/12/2025 12:51:11 · 0.64 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

სკოლა თანამშრომლობს სხავადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები4 დამატებითი მასალა

მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორს, მასწავლებელს, სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს. მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ნივთები. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკოლას ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: თინათინ ლეკიშვილი ტელ: 591 50 31 41 ელ.ფოსტა: tinatin.lekishvili@tpdc.ge

დოკუმენტები

შინაგანაწესი.docx15/05/2025 10:01:24 · 0.05 MB
პერსონალუმონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ ინფორმაცია.docx15/05/2025 11:43:30 · 0.01 MB
განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი.pdf04/06/2025 17:44:28 · 3.31 MB
შინაგანაწესი 2025.pdf25/12/2025 13:02:31 · 0.68 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

პრემიერმინისტრის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 1 ნოემბრიდან სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახალი 2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლა შეძლებს რეაბილიტირებულ შენობაში განახორციელოს სასწავლო პროცესი.

ფინანსები1 დამატებითი მასალა

სკოლა დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

დოკუმენტები

ბიუჯეტი 2025.pdf04/06/2025 17:49:31 · 1.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე