ასპინძა, სოფელი სარო
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 24
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი სარო
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
საროს საჯარო სკოლის მისია და ხედვა 1. სკოლის მისია საროს საჯარო სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალ ხარისხს, ურთიერთთანამშრომლობის, ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნის გზით. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ნიჭის აღმოჩენას. ქმნის მათთვის უსაფრთხო გარემოს ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისა და გამოყენებისათვის. მზად არის მისცეს მოსწავლეებს საბაზო ცოდნა და უნარ-ჩვევები. სკოლა ხელს შეუწყობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, ასევე მოზარდს ღირებულებების, უნარების, დამოკიდებულების, ცოდნისა და კრიტიკული გააზრების კომპეტენციას შესძენს. 2. ხედვა სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლის მომავლის ხედვა დაფუძნებულია მოსწავლის ინტერესებზე, ურთიერთთანამშრომლობასა და ინოვაციებზე. სასკოლო საზოგადოება ვემსახურებით, რომ მოსწავლე, როგორც პიროვნება იყოს ბედნიერი, როგორც მოქალაქე იყოს ღირსეული და იყოს ლიდერი: მაძიებელი და შემქმნელი. სკოლა იზრუნებს ამ ხნის განვალობაში იყოს მყარ,ინოვაციურ და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად. 3. ღირებულებები სკოლას აქვს ღირებულებები და ეს არის: სიყვარული, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა, ერთგულება, პასუხისმგებლობის გრძნობა, პატრიოტიზმი და ტოლერანტობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლის მისიაა განახორციელოს დაწყებითი და საბაზო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამები, აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქე, მოაზროვნე, შემოქმედი, ფიზიკურად , სულიერად და გონებრივად ჯანსაღი, რომელიც პატიცს სცემს ქვეყნის ტრადიციებს, ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებს, კულტურულ მემკვიდრეობას. სკოლის მიზნებია: • ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა • მარალ აკადემიური მოსწრების , მყარი და დინამიური ცოდნის გამოვლენის უზრუნველყოფა, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება • თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზის მუდმივი სრულყოფა; • მოსწავლეთა გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო და სამართლებრივი აღზრდა დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება, განსხვავებული აზრის პატივისცემა; • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლის საერთო კულტურა სკოლა, საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით, ხელს უწყობს: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას; გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას; ზ) გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის; თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას; ი) სამეწარმეო უნარების განვითარებას და ინიციატივების წახალისებას. პრინციპები, რომლებსაც ეყრდნობა სასწავლო პროცესი მონაწილეობითი მართვა: სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე. გადაწყვეტილების მომზადების და მიღების პროცესში ჩართვის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელზეც აისახება ეს გადაწყვეტილება. ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა: სკოლის ყველა სუბიექტი –მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი–იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. ეფექტურობა: სკოლა ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. სკოლა იყენებს შეფასების და თვითშეფასების სისტემას და ორიენტირებულია შედეგზე. აფასებს პროფესიონალიზმს და ახალისებს კერძო ინიციატივას. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. სკოლის პერსონალისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება,გუნდურობა და კოლეგიალობა; უსაფრთხოება: სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს.
სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი თინათინ ლეკიშვილი მობ: 591503141 ელ.ფოსტა: Tinatin.lekishvili@tpdc.ge
სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა,ნაწილობრივ რეაბილიტირებულია.
23. ფინანსური რესურსები. სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლის ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილია სამოქმედო გეგმის განხორციელება; ფინანსური რესურსის ეფექტიან გამოყენებაზე ზრუნავს სკოლა, რათა სწორად და გამართულად მუშაობისთვის ბიუჯეტი სწორად დავგეგმოთ, ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას თავიდანვე განვსაზღვრავთ: სავარაუდო შემოსავლებს, მომდევნო წლის პრიორიტეტებს, სავარაუდო ხარჯებს საბიუჯეტო პოლიტიკას. სკოლის დირექცია ყოველი წლის ბოლოს ადგენს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც წარვუდგენთ სამეურვეო საბჭოს, სამეურვეო საბჭო განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში; ბიუჯეტში ცვლილებებს ახორცილებს სკოლის დირექტორი, სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე,უთანხმებს სამეურვეო საბჭოს, რომელიც ამტკიცებს ბიუჯეტში ცვლილებებს. სკოლაში ხდება ფინანსური პროცესების მონიტორინგი და დროული რეაგირება მოსალოდნელ ცვლილებებზე (დეფიციტზე), ასევე ხდება მიმდინარე შემოსავლებისა და გასავლების კონტროლი ინტენსიურად . ყოველი თვის ბოლოს სკოლაში ბუღალტერი აკეთებს შემოსავალ -გასავლის ანგარიშს, რომელსაც აღრიცხავს პარალელურად შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშსწორების წიგნში, ხოლო ყოველ 6 თვეში და წლის ბოლოს,ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს ვაბარებთ რესურსცენტრის გავლით სამინისტროს. ფინანსური ანგარიშის ფორმის შევსება ხდება ბუღალტრის მიერ და მასზე პასუხისმგებელი პირია დირექტორი.