ასპინძა, სოფელი ივერია
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი ივერია
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკო;ლა ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას. სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განვითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. სკოლის ძირითადი ღირებულებებია: სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის პოზიტიური, განმავითარებელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა. რაც უზრუნველყოფს თითოეულის ჩვენგანისთვის წარმატების თანაბარ შანსს. სკოლის მიზანი: იყოს ხარისხზე ორიენტირებული, ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაყრდნობილი სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულება, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს მისცემს საფუძვლიან ზოგად განათლებას, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უნარს, გახდის კონკურენტუნარიანს, აუმაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას, აღზრდის თითოეულ მათგანს ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად.
სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები მოცემულია სკოლის შინაგანაწესში
სსიპ-ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის 2023-2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის 8 დეკემბერს, სხდომაზე.