ასპინძა, სოფელი დამალა
- სექტორი
- სომხური
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 12
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი დამალა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ-ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლის მისია: სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლის (შემდგომში – სკოლა) მისიაა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სულიერი ფასეულობები, აღზარდოს განათლებული, თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე, იქნება ტოლერანტული და კონკურენტუნარიანი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა იყოს კონკურენტუნარიანი და ღირებულებებზე დაფუძნებული სკოლა, რომელიც მოზარდს მოამზადებს მუდმივად განვითარებად სამყაროში ორიენტაციისთვის, იქნება ფოკუსირებული განათლების ხარისხზე, უწყვეტ განვითარებაზე, ინოვიციური მიდგომების დანერგვასა, ინკლუზიური გარემოს შექმნაზე. სკოლის მიზანია მოსწავლეებს ჩაუნერგოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობა, დემოკრატიული ღირებულებები და ერთგულება ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. ხედვა ასევე ეფუძნება მოსწავლეებში ტოლერანტული ბუნების ჩამოყალიბებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები • გუნდური მუშაობა - მართველი რგოლისა და დაქვემდებარებული პირების კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა, დაწესებულებაში საერთო ძალისხმევით ჩამოყალიბებული ორგანიზაციული კულტურა; • დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება - დემოკრატიული პრინციპების გაგების/გააზრების ხელშეწყობა, სამოქალაქო ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა საზოგადოების საქმიანობაში; • განვითარებაზე ორიენტირებულობა - მოსწავლეებს მიეწოდება სრულყოფილი განათლება, რომელიც მოიცავს აკადემიურ ცოდნას, კრიტიკული აზროვნების უნარებს და პრაქტიკულ შესაძლებლობებს, ასევე სწავლება დაფუძნებულია თანამედროვე მიდგომებზე; • ტოლერანტობა - მრავალფეროვნების პატივისცემის, მიღებისა და დაფასების ხელშეწყობა, ინკლუზიური და ჰარმონიული სასკოლო საზოგადოების ფორმირება.
სსიპ-ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლის სტრუქტურა 1. სამეურვეო საბჭო 2. დირექცია 3 დირექტორი 4. დირექტორის მოადგილე 5. ბუღალტერი 6. პედაგოგიური საბჭი 7. კათედრები 8. მოსწავლეთა თვითმმართველობა 9. საქმისწარმოებელი 10.მატერიალუ ტექნიკურ უზრუნველყოფის კოორდინატორი 11.ბიბლიოთეკარი 12. დისციპლინური კომიტეტი 13. მრჩეველთა საბჭო 14. ექიმი 15.სპეციალური მასწავლებლები 16. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 17.ბილინგური სწავლების სპეციალისტები
სასკოლო სასწავლო გეგმა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
მოკლე ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი თინათინ ლეკიშვილი მობ: 591503141 ელ.ფოსტა: Tinatin.lekishvili@tpdc.ge