ასპინძა, სოფელი თოკი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 10
- თავისუფალი ადგილი
- 9
- სსსმ ლიმიტი
- 1
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, რუსთაველის ქ. №3
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი, პატრიოტი და ტოლერანტი, გენდერული სტერეოტიპებისაგან თავისუფალი მოქალაქე. სკოლის სტრატეგიული ხედვა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას. სკოლის ღირებულებები უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; გენდერულად დაბალანსებული პროფესიული განათლების განხორციელების პირობები, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.
სსიპ-დაბა ასპინძის საჯარო სკოლის სტრუქტურა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1.სკოლა უზრნველყოფს იერარქიული სტრუქტურისა და თითოეული თანამშრომლის მიერ შესასრულებელი ფუნქციების მკაფიობას. ამ მიზნით, შემუშავებულია სამუშაო აღწერილობა. დაწესებულებაში არსებული თითოეული პოზიციისათვის. 2. სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი ეფუძნება პოზიციის სიღრმისეულ ანალიზს, მასში ჩანს თუ რა წვლილი შეაქვს ამ პოზიციას დაწესებულების წინაშე არსებული მიზნების მიღწევაში. სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი არეგულირებს თანამშრომელთა მოქმედების არეალს. ფუნქციურ დატვირთვას და ანგარიშ ვალდებულებას და მოიცავს შემდეგ საკვანძო ინფორმაციას: ა. თანამდებობის პოზიციის დასახელება. ბ. შესასრულებელი დავალებები.(ფუნქციები და პასუხისმგებლობები) გ. სამუშაოს პირობები. დ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 3. სამუშაო აღწერილობის დოკუმენტი ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისათვის, მათთვის ნათელია შესასრულებელი ამოცანები და როლები დაწესებულების სტრატეგიული მიზნების შესრულების პროცესში. დირექტორის მოადგილის სამუშაო აღწერილობა: 1. მართოს სასწავლო პროცესი, განახორციელოს მონიტორინგი და ანალიზის საფუძველზე დაგეგმოს გაუმჯობესების მექანიზმები; 2.უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შესაბამისობა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან; 3.დაგეგმოს და კოორდინირება გაუწიოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად იმ სასწავლო პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია კონკრეტულ სასწავლო წელს; 4.უზრუნველყოს სწავლა-სწავლების ხელშემწყობი მექანიზმების სრულყოფა; 5.ხელი შეუწყოს პედაგოგთა პროფესიულ ზრდას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარება-თვითშეფასებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სქემის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში; 6.კოორდინირება გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადის შედგენაში; 7.შეადგინოს გაკვეთილების ცხრილი. პასუხისმგებელია ცხრილის მეთოდურად გამართულ მუშაობაზე; 8.ზედამხედველობა გაუწიოს პედაგოგთა მიერ კურუკულუმების შედგენას და მის განხორციელებას და პერიოდულად ანგარიში წარუდგინოს დირექტორს. 9.განახორციელოს ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგი; 10.სისტემატურად განახორციელოს მოსწავლეთა მიერ საგაკვეთილო პროცესის გაცდენების მონიტორინგი; 11.ორგანიზება გაუწიოს საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში მოსწავლეთა ჩართულობას, როგორც სკოლის შიგნით, ასევე სკოლის გარეთ; 12.საკუთარი უფლება-მოვალეობის ფარგლებში, გააკონტროლოს სპეციალური მასწავლებლის/სსსმ პირის ასისტენტის მუშაობა, ისგ ჯგუფის მუშაობა, კოორდინირება გაუწიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესს, მის შემდგომ განხორციელებასა და მონიტორინგს; 13.ხელი შეუწყოს სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართულობას; 14.სასწავლო წლის ბოლოს შეადგინოს ანგარიში თავისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე და წარუდგინოს პედაგოგიურ საბჭოსა და დირექტორს; 15.სასწავლო პროცესის მშვიდ გარემოში მიმდინარეობის მიზნით, იზრუნოს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე; 16. წარმართოს საქმიანობა ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იყოს მოსწავლეების კეთილდღეობისთვის; 17. ზედამხედველობა გაუწიოს სკოლაში დასაქმებულ პირთა მიერ საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებას; 18.დირექტორს წარუდგინოს წინადადებები სკოლის სასწავლო პროცესის სრულყოფის შესახებ; 19.კოორდინირება და მონიტორინგი გაუწიოს კათედრების ეფექტურ მუშაობას; 20.ხელმძღვანელობა გაუწიოს მასწავლებელთა და მოსწავლეთა მონაწილეობით მოწყობილ სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა მიზანია სწავლის დონის ამაღლება, სკოლის იმიჯისა და ავტორიტეტის ზრდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა აქტიური და დასვენების უზრუნველყოფა და სხვა; 21. წლის ბოლოს პედადგოგიურ საბჭოსა და დირექტორს ჩააბაროს ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; სკოლის ბუღალტერი: 1.შეასრულოს ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი მოვალეობები: 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება; 3. შეადგინოს სკოლის ბიუჯეტის პროექტი და დირექტორთან ერთად დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს; 4. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი ასახოს ბიუჯეტში; 5. მომავალი წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე; 6. გააკონტროლოს, აღრიცხოს და განახორციელოს ბუღალტრული გატარებები; 7. დროულად აითვისოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები; 8.დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში, გამოავლენოს და აღრიცხოს შედეგები, შეადგინოს შესაბამისი შედარების უწყისი; 9. კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში შეავსოს და წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დეკლარაციები; 10. საბანკო ოპერაციები აწარომოოს უნაღდო ანგარიშწორების წესით (ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით); 11. შეადგინოს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტები; 12. სახელმწიფო შესყიდვების სწორად განხორციელების მიზნით, შეასრულოს შესაბამისი მოქმედებები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge; 13. აწარმოოს ბუღალტრული დოკუმენტების დამუშავება და აღრიცხვა;
სსიპ - დაბა ასპინძის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2029 შესავალი სსიპ - დაბა ასპინძის საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2023-2029 წწ) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგილი გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია 2023-2029 წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადის პარალელურად, მოცემულია შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს დასახული მიზნების წარმატებით ან წარუმატებლად განხორციელებას. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას, სტრატეგიული განვითარების გეგმა სკოლის სამუშაო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტია. მისი შემუშავება განპირობებულია სტრატეგიული დაგეგმვის აუცილებლობითა და სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებით. სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა მნიშვნელოვანია სკოლის საერთო ღირებულებების, პრინციპებისა და მიზნების მისაღწევად. ის ხელს უწყობს პედაგოგიური და ადმინისტრაციული რესურსის გაერთიანებას და ერთიან შეთანხმებულ საქმიანობას. სტრატეგიული გეგმა ერთობლივი მუშაობის შედეგია. იგი მიმოიხილავს დაწესებულების გრძელვადიან ხედვას, დანიშნულებას, მუშაობის მთავარ პრინციპებს, მნიშვნელოვან მიზნებსა და ამოცანებს, ასევე მათი გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს. ის ხელს უწყობს ისეთი ღირებულებების დამკვიდრება-განვითარებას, როგორებიც არის: პროფესიონალიზმი, თანამშრომლობითი გარემოს შექმნა, გუნდური მუშაობა, სწავლის თანაბარი შესაძლებლობა, საჯაროობა, ინოვაცია. სტრატეგიული დოკუმენტი მუშავდება გუნდურად, აქტიური ჩართულობით, თანამშრომლობისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზის საფუძველზე, კვლევების/პროგნოზების, წინა წლების სამოქმედო გეგმების შეფასების, შედეგების, ანალიზის, ანგარიშებისა და დასკვნების გათვალისწინებით და სხვა აპრობირებული მეთოდოლოგიით. სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით, იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში აუცილებელ წევრებად განისაზღვრებიან სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების , მშობლებისა და თემის წარმომადგენლები. სკოლის მანდატის მიმოხილვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სსიპ-დაბა ასპინძის საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის სრული ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა. იგი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ახორციელებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დაფუძნდა. მანამდე არსებობდა, როგორც ასპინძის საშუალო სკოლა. არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ზოგადი განათლების შესახებ " საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და სკოლის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სკოლა: • ქმნის პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის; • ხელს უწყობს მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსწავლეთაა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობების გაცნობიერებას. • საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის
სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის ა(ა)იპ-პროფესიული უნარების სააგენტოსთან. სკოლამ მათთან თანამშრომლობით და ხელშეწყობით მოიპოვა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელება სამი წლის განმავლობაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი თინათინ ლეკიშვილი მობ: 591503141 ელ.ფოსტა: Tinatin.lekishvili@tpdc.ge
სსიპ-დაბა ასპინძის საჯარო სკოლის 2024-2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2024 წლის 10 დეკემბერს, სხდომაზე.