ასპინძა, სოფელი აწყვიტი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ასპინძა · ასპინძა, სოფელი აწყვიტი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის მისია: ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლა ,მზად არის,დაეხმაროს მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ გლობალურად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად, რომლებიც შექმნიან უფრო უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროს; ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავონ დასწავლის უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად თუ სხვებთან ერთად შეძლონ ცოდნის შეძენა და გაღრმავება; განუვითაროს მოსწავლეებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რაც დაეხმარება მათ ნებისმიერი გამოწვევის დაძლევაში; მოსწავლეებმა განივითარონ ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რათა მოახერხონ თავდაჯერებულად და კრეატიულად თვითგამოხატვა სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ გარემოში. ხედვა: სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზაციას, უკეთესად წარმოჩენას,დამკვიდრებას, ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში .ამისათვის სკოლა მზადაა შეუქმნას მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებისათვის საჭირო პირობები და შესაძლებლობა მისცენ მათ წარმოაჩინონ საკუთარი უნიკალური ინდივიდუალიზმი. ღირებულებები: სკოლის მისიიდან და ხედვიდან გამომდინარე სკოლამ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ღირებულებებით: ორიენტაცია მუდმივ განვითარებაზე , პატიოსნება და სამართლიანობა , სხვისი აზრის პატივისცემა და ერთგულება , კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა , თანამშრომლობა და გუნდური მუშობა , ტოლერანტობა და პატრიოტიზმი;
სსიპ -ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით და საბაზო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საჯარო სკოლის წესდებას, განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის შინაგანაწესს და სხვა სამართლებრივ აქტებს. იმისთვის რომ სკოლამ უზრუნველყოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სწავლება, აუცილებელია კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათი შენარჩუნება, ზრუნვა მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, რაც ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც ის უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. სკოლა მონაწილეობს ტრენინგებში,გეგმავს საინტერესო აქტივობებს, შეხვედრებს, სადაც მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის, ასევე, თანამედროვე სწავლების სტრატეგიების ურთიერთგაზიარება. არაფორმალური განათლების გაძლიერების მიზნით სკოლაში ყოველ წლიურად იგეგმება პრიორიტეტულ თემებზე სასკოლო პროექტი და აქტივობები,რაც ხელს შეუწყობს არამარტო მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში,არამედ მშობელთა ჩართულობას, ასევე თანამშრომლობას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სკოლასი ფუნქციონირებს განვითარების მიმართულებით სხვადასხვა კლუბები. სკოლა აქტიურად გეგმავს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების და თანამედროვე სწავლების სტრატეგიების/მიდგომების გამოყენებას. სასწავლო პროგრამებში იგეგმება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება. სისტემატურად განახლდებს მატერიალური რესურსები, ციფრული და საინფორმაციო ფონდი. გარდა ამისა, სკოლის მიერ გადამზადებული მასწავლებლები შეძლებენ აქტიურად გამოიყენონ ის მეთოდები და ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითობის, რეალურ ცხოვრებაში პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და სხვა აუცილებელი უნარების განვითარებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლის ამოცანაა მომდევნო 7 წლის განმავლობაში წარმატებულად დანერგოს სწავლების თანამედროვე მეთოდები; მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყოს მოსწავლეებში რესურსების გამოყენებას და თავად შექმნან ახალი რესურსი.
სსიპ - -ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის ( შემდგომში - სკოლა) 2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სკოლის განვითარებისათვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მისია და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და გათვლილია შვიდწლიან პერიოდზე. მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, მიზნების მიღწევის გზები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და მისი შედეგები. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა იგეგმება პერიოდულად. გეგმა შედგება შემდეგი ინფორმაციისგან: o სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია; o მისია; o ხედვა; o ღირებულებები; o SWOT ანალიზი: o მენეჯმენტი და სტრუქტურა o სტრატეგიული მიზნები, პრიორიტეტები; o სტრატეგიული გეგმის შესრულების კალენდარი
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სკოლა თანამშრომლობს სხავადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორს, მასწავლებელს, სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს. მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ნივთები. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკოლას ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: თინათინ ლეკიშვილი ტელ: 591 50 31 41 ელ.ფოსტა: tinatin.lekishvili@tpdc.ge