ადიგენი, სოფ. ზარზმა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 20
- თავისუფალი ადგილი
- 16
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
სამცხე-ჯავახეთი · ადიგენი · ადიგენი, სოფელი ზარზმა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია ზარზმის საჯარო სკოლის მისიაა ვუზრუნველყოთ ყოველი მოსწავლის ინტელექტუალური, მორალური და ფიზიკური განვითარება, შევქმნათ უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო, სადაც მოსწავლე შეიძენს ცოდნას, განივითარებს კრიტიკულ აზროვნებას, პასუხისმგებლობის გრძნობას, პატივისცემას და მოქალაქეობრივ ცნობიერებას. სკოლა ესწრაფვის აღზარდოს განათლებული, გულწრფელი და აქტიური მოქალაქე, რომელიც ღირსეულად შეუდგება ქვეყნის განვითარებას. ხედვა ზარზმის საჯარო სკოლა ხედავს საკუთარ თავს როგორც თანამედროვე, ინოვაციურ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა გამოავლინოს საკუთარი უნარები, განვითარდეს ინდივიდუალურად და მოემზადოს ცხოვრებისეული წარმატებისთვის. ჩვენი მიზანია ვიყოთ ისეთი სკოლა, სადაც სწავლა სასიამოვნო პროცესია, მასწავლებელი – მოტივატორი და შთამაგონებელი, ხოლო მოსწავლე – აქტიური შემოქმედი და ლიდერი. ღირებულებები: 1. შეუპოვრობა 2. პროფესიონალიზმი; 3. გუნდურობა; 4. სამართლიანობა; 5. ტოლერანტობა; 6. გამჭვირვალობა.
დირექტორი, დირექტორის მოადგილე (დამრიგებლები, კათედრები), ბუღალტერი, ბიბლიოთეკარი, საქმისმწარმოებელი, სპეც. მასწავლებელი, ტექნიკური პერსონალი. მრჩეველთა საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა.
სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და მიმართულია უზრუნველყოს ყოველი მოსწავლის ინტელექტუალური, მორალური და ფიზიკური განვითარება, შექმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო, სადაც მოსწავლე შეიძენს ცოდნას, განივითარებს კრიტიკულ აზროვნებას, პასუხისმგებლობის გრძნობას, პატივისცემას და მოქალაქეობრივ ცნობიერებას. სკოლა ესწრაფვის აღზარდოს განათლებული, გულწრფელი და აქტიური მოქალაქე, რომელიც ღირსეულად შეუდგება ქვეყნის განვითარებას. ზარზმის საჯარო სკოლა ხედავს საკუთარ თავს როგორც თანამედროვე, ინოვაციურ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა გამოავლინოს საკუთარი უნარები, განვითარდეს ინდივიდუალურად და მოემზადოს ცხოვრებისეული წარმატებისთვის. ჩვენი მიზანია ვიყოთ ისეთი სკოლა, სადაც სწავლა სასიამოვნო პროცესია, მასწავლებელი – მოტივატორი და შთამაგონებელი, ხოლო მოსწავლე – აქტიური შემოქმედი და ლიდერი. ამდენად სკოლის ღირებულებაა: 1. შეუპოვრობა 2. პროფესიონალიზმი; 3. გუნდურობა; 4. სამართლიანობა; 5. ტოლერანტობა; 6. გამჭვირვალობა.
ზარზმის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
სკოლის ბიბლიოთეკა, გარე სპორტული მოედანი, კომპიუტერული ლაბორატორია, სააქტო დარბაზი, დირექცია, მეორე სართულის ფოიე, სპორტდარბაზი, სამასწავლებლო.
სკოლის ბიუჯეტი, კორექტირებული ბიუჯეტი