დაბა ადიგენი,სოფელი პატარა ზანავი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 2
- თავისუფალი ადგილი
- 2
- სსსმ ლიმიტი
- 1
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
სამცხე-ჯავახეთი · ადიგენი · ადიგენი, სოფელი ზანავი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის საჯარო სკოლის მისიაა: დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, კულტურულ ფასეულობათა და ასევე სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მას მომავალი განვითარების გზის არჩევაში ( გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში). ხარისხიანი განათლების მეშვეობით, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღზარდოს უკეთესი მომავალი თაობა. რისთვისაც სკოლა უზრუნველყოფს: სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს; მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას; უსაფრთხო, ძალადობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისაგან თავისუფალ და წამახალისებელ გარემოს; განათლების სრულ მისაწვდომობას და ერთნაირ მოლოდინს ყველა მოსწავლისათვის, მშობელთა აქტიურ ჩართულობას სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში; სკოლის აღჭურვას სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით; ხედვა სასკოლო საზოგადოების კონსტრუქციული თანამშრომლობითა და პასუხისმგებლობის განაწილების გზით ხელი შეუწყოს თითოეული მოზარდის წარმატებას. აღჭურვოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და სოციალურად სწორი ორიენტაციით. სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ განვითარებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით … სკოლა ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში. სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. ღირებულებები სკოლის განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • პროფესიონალიზმი, • საქმის სიყვარული და ერთგულება; • პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • მიუკერძოებლობა; • ერთგულება; • ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • გუნდურად მუშაობა. • უსაფრთხოება