რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №171 საჯარო სკოლა

თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ქალაქი თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა N17

რეესტრის კოდი#175
მოსწავლე678
მასწავლებელი59
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ქეთევან ქსოვრელი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
26/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
26/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, ვაკე-საბურთალო, რამაზ ჩხიკვაძის ქ N 17

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
100
თავისუფალი ადგილი
49
სსსმ ლიმიტი
11
სსსმ თავისუფალი ადგილი
10
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები3 დამატებითი მასალა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ-ქალაქ თბილისის N171 საჯარო სკოლის მისიაა სკოლის სამი მთავარი ფიგურის - მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობით მივაღწიოთ აღმზრდელობითი პროცესის მთავარ ღირებულებას - თავისუფალი ადამიანის აღზრდას თავისუფალ გარემოში, ინტელექტუალური, მოაზროვნე, კრეატიული და ლოგიკური აზროვნების მქონე კანონმორჩილი, ჰარმონიულად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე, ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ტოლერანტი, საზოგადოებრივად აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე მოსწავლეები მოვამზადოთ მომავალი გამოწვევებისათვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ-ქალაქ თბილისის N171 საჯარო სკოლის ხედვაა მომდევნო სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობით შექმნას უსაფრთხო, ეფექტური, ინკლუზიური სასწავლო და სამუშაო გარემო. უნდა გაძლიერდეს არაფომალური განათლების როლი სკოლაში, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესის პროგრესისათვის, ის გაამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს და აამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას. სკოლის ხედვა დაეფუძნება პრინციპს, რომ იყოს მუდმივ განათლებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. სკოლის ხედვით უნდა მოხდეს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს, როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად. მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის. სკოლამ მუდმივად უნდა იზრუნოს მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაზე. უნდა ხდებოდეს მოსწავლეთა ნებისმიერი მონდომებისა და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები ინკლუზიური გარემო - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი, ემპათიური დამოკიდებულებაა, ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია სწავლისა და განათლების ერთნაირი პირობები და თანამონაწილეობა მთლიან სასკოლო საქმიანობაში. მრავალფეროვნება - ჩვენ ვიცით და ვიაზრებთ სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებასა და გაკვეთილების დაგეგმვის, სწავლების და შეფასებისას ვითვალისწინებთ ამას. გამჭირვალობა და საჯაროობა - ჩვენ გვაქვს ღია მმართველობა, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სკოლის საქმიანობაში. კოლეგიალობა - ჩვენ მუდმივად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის. ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთქმედება - ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის მთელი არსებობა წარმოადგენს სწავლების მუდმივ პროცესს, რომლის შედეგადაც მიიღწევა ცნებების, ცოდნა-უნარების ათვისება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება. ამისათვის უმნიშვნელოვანესი ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ინტეგრაცია, რადგანაც ორივე წარმოადგენს ცხოვრების მანძილზე სწავლების შემადგენელ ნაწილს.

დოკუმენტები

2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა 171 საჯარო სკოლა.docx10/10/2023 15:48:55 · 0.11 MB
მისია, ხედვა, ღირებულებები.docx18/10/2023 12:30:16 · 0.01 MB
შინაგანაწესი 2025-2026 წელი (1).pdf14/05/2026 10:38:49 · 10 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.pdf17/10/2023 19:38:44 · 0.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ - ქალაქ თბილისის N171 საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წელი პრეამბულა სამოქმედო პროგრამა წარმოადგენს გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად დაგეგმილი მოქმედებების გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სკოლის საქმიანობა ეფუძნება საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებულ პრინციპებსა და მიდგომებს, რომელსაც საკუთარი დაწესებულების საქმიანობის ძირითად ფუნდამენტად მიიჩნევს. სკოლას მიაჩნია, რომ დაწესებულების თანმიმდევრული განვითარებისათვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მიდგომა და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. წინამდებარე გეგმა შექმნილია იმისათვის, რომ სკოლამ შეძლოს მის მიერ დასახული მიზნის გამჭვირვალედ და ჯეროვნად განხორციელება. მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, სამოქმედო კურსი, მიზნების მიღწევის გზები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და მისი შედეგები. სკოლის წარმატება და განვითარება მნიშვნელოვანწილად მასწავლებლის პროფესიულ ოსტატობას ეფუძნება. მათ მაღალი პროფესიონალიზმი, დიდი პასუხისმგებლობა, ძალისხმევა და ენთუზიაზმი ესაჭიროებათ იმისთვის, რომ უპასუხონ თანამედროვე მოთხოვნებს. მუდმივი სწრაფვა განვითარებისაკენ, ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე, მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიებისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება, საკუთარი გამოცდილებისა და უნარების მობილიზება არის საკვანძო საკითხები სკოლის მიერ წარმატების მისაღწევად. სკოლა დარწმუნებულია, რომ მისი სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს პერიოდულად და მის სახეცვალებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს სკოლის ყველა დაინტერესებულმა პირმა. სკოლის მისია სსიპ-ქალაქ თბილისის N171 საჯარო სკოლის მისიაა სკოლის სამი მთავარი ფიგურის - მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობით მივაღწიოთ აღმზრდელობითი პროცესის მთავარ ღირებულებას - თავისუფალი ადამიანის აღზრდას თავისუფალ გარემოში, ინტელექტუალური, მოაზროვნე, კრეატიული და ლოგიკური აზროვნების მქონე კანონმორჩილი, ჰარმონიულად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე, ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ტოლერანტი, საზოგადოებრივად აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე მოსწავლეები მოვამზადოთ მომავალი გამოწვევებისათვის. სსიპ-ქალაქ თბილისის N171 საჯარო სკოლის ხედვაა მომდევნო 7 წლის განმავლობაში მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობით შექმნას უსაფრთხო, ეფექტური, ინკლუზიური სასწავლო და სამუშაო გარემო. უნდა გაძლიერდეს არაფომალური განათლების როლი სკოლაში, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესის პროგრესისათვის, ის გაამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს და აამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას. სკოლის ხედვა დაეფუძნება პრინციპს, რომ იყოს მუდმივ განათლებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. სკოლის ხედვით უნდა მოხდეს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს, როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად. მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის. სკოლამ მუდმივად უნდა იზრუნოს მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაზე. უნდა ხდებოდეს მოსწავლეთა ნებისმიერი მონდომებისა და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება. სკოლის ღირებულებები ინკლუზიური გარემო - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი, ემპათიური დამოკიდებულებაა, ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია სწავლისა და განათლების ერთნაირი პირობები და თანამონაწილეობა მთლიან სასკოლო საქმიანობაში. მრავალფეროვნება - ჩვენ ვიცით და ვიაზრებთ სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებასა და გაკვეთილების დაგეგმვის, სწავლების და შეფასებისას ვითვალისწინებთ ამას. გამჭირვალობა და საჯაროობა - ჩვენ გვაქვს ღია მმართველობა, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სკოლის საქმიანობაში. კოლეგიალობა - ჩვენ მუდმივად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის. ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთქმედება - ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის მთელი არსებობა წარმოადგენს სწავლების მუდმივ პროცესს, რომლის შედეგადაც მიიღწევა ცნებების, ცოდნა-უნარების ათვისება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება. ამისათვის უმნიშვნელოვანესი ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ინტეგრაცია, რადგანაც ორივე წარმოადგენს ცხოვრების მანძილზე სწავლების

დოკუმენტები

2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა 171 საჯარო სკოლა.docx10/10/2023 15:53:20 · 0.11 MB
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წ.წ..pdf19/12/2023 15:53:57 · 0.42 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026 ( 2).doc22/12/2025 10:16:17 · 5.37 MB
საბაზო საფეხურის კურიკულუმი 2025-2026.1.doc14/05/2026 11:14:36 · 7 MB
დაწყებითი საფეხურის კურიკულუმი2025-2026.1.doc14/05/2026 11:14:38 · 7 MB
საშუალო საფეხურის კურიკულუმი 2025-2026.doc14/05/2026 11:33:07 · 5 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის შედეგი 171 სკოლა. 2023-2024წ.docx21/11/2025 14:23:48 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 წ.171 საჯარო სკოლა.docx10/10/2023 15:47:57 · 0.08 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025.docx19/11/2025 10:28:59 · 0.08 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.docx19/11/2025 10:28:59 · 0.08 MB
საბაზო საფეხურის კურიკულუმი 2025-2026.1.doc14/05/2026 11:14:47 · 7 MB
დაწყებითი საფეხურის კურიკულუმი2025-2026.1.doc14/05/2026 11:14:47 · 7 MB
საშუალო საფეხურის კურიკულუმი 2025-2026.doc14/05/2026 11:33:33 · 5 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

ანგარიში.pdf19/11/2025 11:04:14 · 2.35 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის შედეგი 171 სკოლა. 2023-2024წ.docx21/11/2025 14:23:19 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

სკოლა საგანმანათლებლო პროცესს ახორციელებს სამ საგანმანათლებლო პრიოგრამაზე: ა) დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; ბ) საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; გ) საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ენა არის - ქართული ენა, თითოეული საფეხურის დაძლევა წარმოადგენს მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველს. საბაზო საფეხურის დაძლევის შედეგად, მოსწავლე უფლებამოსილია მიიღოს საბაზო საფეხურის დასრულების შესაბამისი ატესტატი და სწავლა გააგრძელოს, როგორც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, ისე პროფწსიული განათლების შესაბამის ნებადართულ პროგრამაზე. საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად, მოსწავლეზე გაიცემა სრული ზოგადი განათლების მოწმობა - ატესტატი და უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ისე პროფწსიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში / პროგრამებზე. სკოლოაში ქცევის ზოგადი წესები მოცემულია სკოლის შინაგანაწესში. სკოლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და აქტივობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სკოლის სოციალურ ქსელში. სკოლაში საიჯარო ურთიერთობის ფარგლებში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: ფრენბურთის, კალათბურთის, ქართული ცეკვის წრეები.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

საჩივრების განხილვის პროცედურები.pdf19/11/2025 10:34:24 · 2.71 MB
მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმი.pdf19/11/2025 10:34:24 · 0.86 MB
შინაგანაწესი 2025-2026 წელი (1).pdf14/05/2026 10:38:23 · 10 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სკოლას დამტკიცებული აქვს ბიუჯეტი, რომელშიც ასახულია სავარაუდო შემოსავლები და ხარჯები. სკოლის ბიუჯეტი იძლევა საშუალებას განხორციელდეს ერთწლიანი სამოქმედო გეგმით სასწავლო წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები.