რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ადიგენი · ადიგენი, სოფელი წახანი

რეესტრის კოდი#1748
მოსწავლე13
მასწავლებელი13
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მირანდა ტაბატაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ადიგენი, სოფელი ქიქინეთი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
5
თავისუფალი ადგილი
4
სსსმ ლიმიტი
1
სსსმ თავისუფალი ადგილი
1

ადიგენი, სოფ. წახანი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
20
თავისუფალი ადგილი
20
სსსმ ლიმიტი
2
სსსმ თავისუფალი ადგილი
2
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

ჩვენი სკოლის მისიაა მოამზადოს მოსწავლეები მომავალი წარმატებული ცხოვრებისათვის, აღზარდოს წიგნიერი და კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი პიროვნება. რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.რისთვისაც სკოლა უზრუნველყოფს: სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს; მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას; უსაფრთხო, ძალადობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისაგან თავისუფალ და წამახალისებელ გარემოს; სკოლის აღჭურვას სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით; ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას და სკოლის კომპიუტერიზაციას; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა თითოეული მოსწავლე აღიჭურვოს ისეთი უნარ-ჩვევებით, რომლებსაც გააზრებული ექნებათ, ადამიანის როლი საზოგადოებასა და ბუნებაში , სწორი პროფესიული ორიენტაციით შეძლებენ ცხოვრებისეული გზის გაკვლევას და დამკვიდრებას. მოსწავლეები იქნებიან ტოლერანტები მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრების შემდეგ ეტაპზე , მარტივად მოახერხებენ სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებასა და სხვათა მხარდაჭერას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას , ორიენტირებულია შედეგებზე და ხელს უწყობს იმგვარი სასწავლო გარემოს შექმნას , სადაც პატივს ცემენ შემდეგ ღირებულებებს : სამართლიანობა, გამჭვირვალობა,ურთიერთპატივისცემა,განსხვავებული კულტურისადმი პატივისცემა.

დოკუმენტები

მისია, ხედვა, ღირებულებები.pdf17/04/2024 12:43:41 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით და საბაზო საფეხურზე, ეროვნულ სასწავლო გეგმის შესაბამისად .სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორის მ/შ. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობა ემარება საქართველოს კანონს"ზოგადი განათლების შესახებ" ,საჯარო სკოლის წესდებას,განათლების ეროვნულ მიზნებს,ეროვნულ სასწავლო გეგმას,სკოლის შინაგანაწესს.

დოკუმენტები

სტრუქტურა.pdf17/04/2024 12:05:49 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

2023-2024 სასწავლო წლის სოფელ წახანის საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2023-2024 საჯარო.doc17/04/2024 09:48:25 · 0.18 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

ეტალონთან თანამშრომლობა , მოსწავლეები აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას ტესტირებაში. სხვადასხვა ოლიმპიადაში.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

1. სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლის 2023-2024 წლის სასკოლო სასწავლო გეგმა 2. სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლის საზოგადოებრივი წესის დაცვა.

დოკუმენტები

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.pdf17/04/2024 12:56:53 · 0.45 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2023-2024 საჯარო.pdf17/04/2024 12:56:54 · 0.37 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სოფელ წახანის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა შეესაბამება მიმდინარე სასწავლო პროცესს. სასწავლო პროცესისათვის სკოლა ნაწილობრივ აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, კერძოდ გვაქვს გარკვეული რაოდენობის საკლასო ოთახები აღჭურვილია ასაკისთვის შესაბამისი მერხებით, დაფებით. ყველა ოთახი შეესაბამება განათლების სტანდარტებს. სკოლას არ ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები. სკოლას აქვს გარე სველი წერტილები. სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობა შეუძლია მოსწავლეებს, სკოლაში დასაქმებულ ყველა პერსონალს. სკოლაში ინფრასტრუქტურა და საერთო სარგებლობის სივრცეები ხელმისაწვდომია, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. პედაგოგები სამასწავლებლოს იყენებენ საკუთარი იდეების, ინიციატივების წარმოდგენისა და რეალიზაციისათვის. სკოლას აქვს გარე სპორტული მოედანი, სადაც უზრუნველყოფილია მოსწავლეთა მხრიდან სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საშუალება. ვგეგმავთ და ვმართავთ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებსა და თამაშებს. სასწავლო პროცესში მასწავლებლები ხელმძღვანელობენ ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის საფუძველზე შედგენილი კურიკულუმებით და იყენებენ სხვადასხვა სახის რესურსებს. კერძოდ, სასკოლო სასწავლო სახელმძღვანელოს, დამხმარე ლიტერატურას, კომპიუტერული ტექნიკას და ინტერნეტით მოძიებულ მასალას. დაწყებით კლასში ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს აქვს ,,ბუკები“. სკოლაში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა ხელს გვიწყობს ადმინისტრაციას ინფორმაციის მიღებისა და სწრაფად რეაგირების შესაძლებლობას. კერძოდ, თანამედროვე ტექნოლოგიები გვეხმარება დავამყაროთ კავშირი სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლთან. საჭიროების შემთხვევაში კონტაქტს ვამყარებთ მშობლებთან ელ.ფოსტის, მესენჯერის, თიმსის მეშვეობით. ადმინისტრაციას ტექნოლოგიების საშუალებით შეუძლია გააკონტროლოს, შეამოწმოს მოსწავლეთა მიღწევები, გაცდენა-დაგვიანება. ასევე ამოწმებს ინდივიდუალურად ყველა მასწავლებლის საქმიანობას. ბუღალტერის და საქმის წარმოების მუშაობა დამოკიდებულია მთლიანად ტექნოლოგიებზე. მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, ეტალონში. აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიებს ინფორმაციის მოძიებისათვის, კონკრეტული პროდუქტების შექმნისათვის და პრეზენტაციებისათვის.

დოკუმენტები

ინფრასტრუქტურა.docx16/04/2024 12:06:11 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე