ადიგენი, სოფელი უდე
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 45
- თავისუფალი ადგილი
- 33
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
სამცხე-ჯავახეთი · ადიგენი · ადიგენი, სოფელი უდე
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1საჯარო სკოლა ზრუნავს ეროვნული ინტერესების და ტრადიციების დამცველი,კრიტიკულად მოაზროვნე ,შემოქმედი, კომუნიკაბელური ,ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე,რაც ხელს უწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი ,კულტურული ,მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას. მისია დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ,ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა. განუვითაროს კულტურული ფასეულობების,ოჯახის ,საზოგადოების ,სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. იზრუნოს ისეთი გარემოს შექმნაზე,სადაც მიღებული ცოდნა და ღირებულებები დროის შესაბამისი იქნება. შეძლოს ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება. იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე,იყოს კონკურენტუნარიანი ხედვა სკოლა 2030 წლისთვის დაიმკვიდრებს ადგილს არა ,მარტო რეგიონის , არამედ საქართველოს სკოლებს შორის, როგორც ფორმალური ,ისე არაფორმალური განათლების კუთხით. მოსწავლეები გაიაზრებენ საკუთარ პასუხიმგებლობას ქვეყნის ინტერესების,ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ გააცნობიერებენ საკუთარ უფლებებს-მოვალეობებს ოჯახის,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. მოსწავლეები მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევების გამოყენებით ,შეძლებენ არჩევანის გაკეთება მომავალი განათლების მიღებასა და შრომით საქმიანობაში,დაიმკვიდრებენ საკუთარ ადგილს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ღირებულებები სასკოლო საზოგადოება აღიარებს და პატივს სცემს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და სკოლისთვის პრიორიტეტულად გამოყოფს შემდეგ პოსტულატებს: უსაფრთხოება სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს ,სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს. პასუხიმგებლობა სკოლის ყველა სუბიექტი -მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი- იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხიმგებელია თავის ქმედებებზე. სამართლიანობა სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პატრიოტიზმი სკოლა აღიარებს ქვეყნის მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების დაცვას,ეროვნული ღირებულებების ,კულტურის,ტრადიციების პატივისცემას და შენარჩუნებას. ტოლერანტობა სკოლა აღიარებს თანასწორუფლებიანობას ადამიანის უფლებათა დეკლარაციის საფუძველზე . თანამშრომლობა სკოლის ყველა სუბიექტი -მოსწავლე, მასწავლებელი ,მშობელი -იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებაზე. ურთიერთპატივისცემა სკოლა აღიარებს ეთიკის კოდექსს და საქმიანობას წარმართავს სასკოლო საზოგადოების ურთიერთპატივისცემის პრინციპით.
სსიპ იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 საჯარო სკოლის სტრუქქტურაში შედის: 1. დირექტორი. 2. დირექტორის მოადგილე სასწავლო აღზრდელობით დარგში. 3.ბუღალტერი. 4. საქმისმწარმოებელი. 5. ბიბლოეთაკარი. 6. მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი. 5.ექიმი. 6. დისციპლინური კომიტეტი. 7. მოსწავლეთა თვითმართველობა. 8.სამეურვეო საბჭო. 9. პედაგოგიური საბჭო. 10. კათედრა. 11. მრჩეველთა საბჭო. 12. მანდატური
სკოლას შემუშავებული აქვს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი,ადამიანური რესურსების მართვის პოლოტიკა,პერსონალურ მონაცემტა დაცვის მექანიზმი,საქმისწარმოების ერთიანი წესი, კურუკულუმის შემუშავების მეთოდოლოგია, სკოლის მისია,ხედვა,ღირებულებისა და სტატეგიული დაგეგმის მეთოდოლოგია,მოსწავლის ჩარიცხვის,საფეხურის დაძლევისა , მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.
შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.სკოლა უზრუნველყოფს შინაგანაწესის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისათვის.. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილება - 5 კალენდარული დღის ვადაში.
სკოლა სრულად რეაბილიტირებულია,ადაპტირებული,სკოლას აქვს სპორტული დარბაზი,ღია სპორტული მოედანი,ბიბლიოთეკა,რესურს ოთახი,საბუნებისმეტყველო,ფიზიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორიები,ექიმის კაბინეტი,მანდატურის ოთახი,სამივე სართულზე გვაქვს სველი წერტილები,ლიფტი,პანდუსი
სკოლას აქვს დამტკიცებული საშტათო განრიგი,კორექტირებული გეგმა ,ბიუჯეტის გეგმა.