ადიგენი, სოფ. ბოლაჯური
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ადიგენი · ადიგენი, სოფელი ბოლაჯური
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მომავლის ხედვა სსიპ ბოლაჯურის საჯარო სკოლა მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური პიროვნების ჩამოყალიბებაზე, რომელიც იქნება შრომის ბაზრის მოთხოვნების რელევანტური კომპეტენციებითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური . სკოლის ხედვაა პროფესიული სწავლების მიმართულებით, გახდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში წარმატებული დაწესებულება, სადაც ისწავლიან მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა თემში მცხოვრები სტუდენტები, რომელსაც შესთავაზებს ხარისხიან პროფილურ განათლებას და ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლას და უზრუნველყოფს შრომის ბაზარს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრებით ადგილობრივ კერძო და საჯარო ორგანიზაციებში. მისია სკოლის მისიაა ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების სწავლისა და კვლევისათვის აუცილებელი გარემოსა და პირობების შექმნა, მოსწავლეების 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვა .სკოლა მოსწავლეებს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უვითარებს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს, უყალიბებს სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, თემის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებასა და საკუთარი როლის განსაზღვრაში, სკოლის მისიაა კვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს წარმატება და დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული, შრომისმოყავრეობა და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქმისადმი კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა, აღიარება და დაფასება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა, ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს განათლების სფეროში და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ხელს ვუწყობთ არაფორმალური განათლების გაძლიერებას; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე და ვიყენებთ სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებს ; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესებს და ვზრუნავთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნისათვის; • ჩვენ ვახალისებთ ინიციატივებს და ხელს ვუწყობთ მის განხორციელებას; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია უწყვეტი პროფესიული წინსვლა, ცოდნის მიღება და გაზიარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად, გვაქვს თანამშრომლობითი პრაქტიკა და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვახდენთ გაწეული ხარჯისა და მიღებული სარგებელის ანალიზს.
სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის 7-წლიანი სტრატეგიული გეგმა პრეამბულა სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა სკოლის მისიიდან, ხედვიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სკოლის განვითარებისათვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მიდგომა და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და გათვლილია შვიდწლიან პერიოდზე. მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, მიზნების მიღწევის გზები. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა იგეგმება პერიოდულად. გეგმა შედგება შემდეგი ინფორმაციისგან: • სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია; • მისია; • ხედვა; • ღირებულებები; • სტრატეგიული მიზნები,ამოცანები, მოსალოდნელი შედეგები, ვადები, პასუხისმგებელი პირები მისიის ხედვის შექმნისა და სტრატეგიული დაგეგემვის მეთოდოლოგია სტრატეგიული გეგმა გათვლილი და გაწერილია 7 წლიან პერიოდზე. მისი გადახედვა ხდება საჭიროებისამებრ. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში სკოლა იცავს ძირითად სამოქმედო პრინციპებს, კერძოდ: • გუნდური მუშაობა • თანამონაწილეობა • გამჭვირვალობა სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი. იგი უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებაზე და სხვა. სტრატეგიული გეგმა ეფუძნება უწყვეტი განვითარების ციკლს: მიზნის განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება, მონიტორინგი. მისია, ხედვა , ღირებულებები მომავლის ხედვა სსიპ ბოლაჯურის საჯარო სკოლა მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ. ითანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. მისია სკოლის მისიაა ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების სწავლისა და კვლევისათვის აუცილებელი გარემოსა და პირობების შექმნა, მოსწავლეების 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვა .სკოლა მოსწავლეებს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უვითარებს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს, უყალიბებს სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, თემის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებასა და საკუთარი როლის განსაზღვრაში. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს წარმატება და დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული, შრომისმოყავრეობა და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქმისადმი კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა, აღიარება და დაფასება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა, ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს განათლების სფეროში და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ხელს ვუწყობთ არაფორმალური განათლების გაძლიერებას; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე და ვიყენებთ სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებს ; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესებს და ვზრუნავთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნისათვის; • ჩვენ ვახალისებთ ინიციატივებს და ხელს ვუწყობთ მის განხორციელებას; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია უწყვეტი პროფესიული წინსვლა, ცოდნის მიღება და გაზიარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად, გვაქვს თანამშრომლობითი პრაქტიკა და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვახდენთ გაწეული ხარჯისა და მიღებული სარგებელის ანალიზს. სკოლის თვითშეფასება - SWOT - ანალიზი S-ძლიერი მხარეები ინფრასტრუქტურა; თემში არსებული სიტუციის შესახებ მაღალი ცნობადობა; არაფორმალური განათლების არსებობა W-სუსტი მხარეები სასკოლო წრეებისა და კლუბების სიმწირე; სააქტო დარბაზის არარსებობა; კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი ხარისხი; W-სუსტი მხარეები O -შესაძლებლობები სხვადასხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობა; გრანტების მოძიება; პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების დანერგვა მოსწავლეთა გადინება; კონკურენტული გარემო; ადამიანური რესურსის დეფიციტი T-საფრთხე/რისკი სკოლის განვითარების შვიდწლიანი გეგმის ძირითადი სტრატეგიული მიზნები სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლებისა და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა სკოლა აქტიურად გეგმავს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების და თანამედროვე სწავლების სტრატეგიების/მიდგომების გამოყენებას. აღნიშნული მიზნით უზრუნველყოფილი იქნება მატერიალური რესურსები, რომელიც მუდმივად განახლდება. ასევე, სასწავლო პროგრამებში იგეგმება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება. გარდა ამისა, სკოლის მიერ გადამზადებული მასწავლებლები შეძლებენ აქტიურად გამოიყენონ ის მეთოდები და ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებშ
სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოლაჯურის საჯარო სკოლა მზადაა მიიღოს ახალი გამოწვევები, შექმნას თანამედროვე სტანდარტების კონკურენტუნარიანი სკოლა და ორიენტაცია აიღოს გრძელვადიან მიზნებზე, როგორიცაა მატერიალური ბაზის გაუმჯობესება, კერძოდ, უახლესი ტექნოლოგიით უზრუნველყოფა შესაბამისი სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის და ა.შ. 2025-2026 სასწავლო წლიდან სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლაში დაინერგება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამა ადმინისტრაციული სერვისები, ჩვენი მიზანია ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მსურველს მივცეთ ეფექტური და ხარისხზე ორიენტირებული პროფესიული განათლება. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული სასწავლო გეგმის, სასკოლო სასწავლო გეგმისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, რომელიც შეესაბამება სკოლის მისიას და ეფუძნება მისი მიზნების რეალიზაციას. სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს ადეკვატური შეფასებისა და სამომავლო პერსპექტივების ეფექტური ჩამოყალიბების პროცესს. სამოქმედო გეგმასთან ერთად, ის ეხმარება სკოლის საგანმანათლებლო პროცესების ოპტიმიზაციას და მოიცავს მისი ფუნქციონირების ყველა ასპექტს. სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზანია სკოლის ინსტიტუციის განვითარება, რომელიც ფოკუსირებულია განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაზე, სწავლისა და სწავლების უწყვეტი განათლების დამკვიდრებასა და მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშეწყობაზე. ამ სახის გეგმამ უნდა შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები როგორც საქართველოში სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად. სტრატეგიული განვითარების გეგმა, ასევე, მოიცავს მასწავლებლების პროფესიულ ზრდას, რომლებიც დაფუძნებულია ფუნდამენტურ ღირებულებებზე და თანამედროვე მოთხოვნებზე. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა ასახავს სკოლის საქმიანობის ძირითად მახასიათებლებს და სავალდებულოა გასათვალისწინებლად სკოლის ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის.
2024-2025 სასწავლო წლის ანგარიში