თბილისი, ვაკე-საბურთალო, თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ №57
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 100
- თავისუფალი ადგილი
- 42
- სსსმ ლიმიტი
- 11
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 9
თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, ზ. ფალიაშვილის ქ. №57
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების პრაქტიკაში დანერგვით, არაფორმალური განათლების გაძლიერებით, მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვით, ინფრასტრუქტურის განვითარებით და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნით სკოლა ხელს შეუწყობს პოზიტიურ, ზრუნვასა და ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს ფორმირებას. სკოლის ხედვაა: სსიპ ქალაქ თბილისის N165 საჯარო სკოლა 2032 სასწავლო წლისთვის თბილისის მასშტაბით იქნება მაღალი ნდობის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ფორმალური და არაფორმალური განათლების ძლიერი სისტემით დაეხმარება მოსწავლეებს მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობიერებასა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბებაში. ღირებულებები: · გუნდურობა; · სანდოობა; · პროფესიონალიზმი; · უფლებების დაცვა; · თანასწორობა. · განვითარებაზე ორიენტირება
სსიპ ქალაქ თბილისის N165 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) მისიის, ხედვის, ღირებულებების შემუშავებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს მმართველობითი პროცესის - მისიის, ხედვის, ღირებულებების შემუშავების, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დაგეგმვის ძირითად ეტაპებსა და პროცესში ჩართულ მხარეებს. წესი, ასევე, განსაზღვრავს აღნიშნული დოკუმენტების განხილვის, დამტკიცების, მათში ცვლილებების შეტანის და გაზიარების მექანიზმებს, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და სამოქმედო გეგმის წლიური ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წესში აღწერილია პრინციპები, მეთოდები და პროცედურები, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება სკოლისათვის გრძელვადიანი - სტრატეგიული განვითარების და მოკლევადიანი - ერთწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება.
სკოლა საგანმანათლებლო პროცესს ახორციელებს სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე: ა) დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; ბ) საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; გ) საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ენა არის - ქართული ენა, თითოეული საფეხურის დაძლევა წარმოადგენს მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველს. საბაზო საფეხურის დაძლევის შედეგად, მოსწავლე უფლებამოსილია მიიღოს საბაზო საფეხურის დასრულების შესაბამისი ატესტატი და სწავლა გააგრძელოს, როგორც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, ისე პროფწსიული განათლების შესაბამის ნებადართულ პროგრამაზე. საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად, მოსწავლეზე გაიცემა სრული ზოგადი განათლების მოწმობა - ატესტატი და უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ისე პროფწსიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში / პროგრამებზე. სკოლოაში ქცევის ზოგადი წესები მოცემულია სკოლის შინაგანაწესში. სკოლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და აქტივობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სკოლის სოციალურ ქსელში. სკოლაში საიჯარო ურთიერთობის ფარგლებში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: ქართული ხალხური ცეკვის წრე, ხელბურთის წრე, ევროარტი (ჭადრაკის წრე , ხელვნების წრე, თეატრალური წრე).