ქ.სენაკი, რუსთაველის ქ. №68
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 9
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · სენაკი · ქ.სენაკი, რუსთაველის ქ. №68
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ქალაქ სენაკის N7 საჯარო სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებიდან გამომდინარე და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით. სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, ხელი შეუწყოს მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შეძინოს თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ჩაუნერგოს ოჯახის , საზოგადოების სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობა და პატივისცემა. მიღებული ცოდნით თავიანთ წვლილს შეიტანენ სახელმწიფოს განვითარების საქმეში. ხედვა -სსიპ ქ. სენაკის N 7 საჯარო სკოლის მიზანია გახდეს ძლიერი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემაზე, სამართლიანობასა და ტოლერანტობის პრინციპებზე. სკოლა გააერთიანებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და ზოგადსაკაცობრიო, ტრადიციულ ღირებულებებსა და თანამედროვეობას, ხელს შეუწყობს კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდას. მათ ექნებათ კომპეტენციები, რომელიც უზრუნველყოფს აქტიურ ჩართვას საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების საქმეში. ღირებულებები: 1. პატივისცემა-ეროვნული ტრადიციებისა და კულტურის პატივისცემა, როგორც განათლების მნიშვნელოვანი საფუძველი. 2. პასუხისმგებლობა-სწავლისა და ქცევის მიმართ პასუხისმგებლობა. 3. თანამშრომლობა-გუნდურობისა და ურთიერთდახმარების, კულტურის გაძლიერება სასკოლო საზოგადოებაში. 4. ინოვაციურობა-თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გამოყენება სწავლისა და სწავლების პროცესში. 5. სამართლიანობა-თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის. 6. საზოგადოებრივი ჩართულობა-სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების აქტიური თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად. 7. უსაფრთხოება-სკოლაში არის შექმნილი გარემო, სადაც მოსწავლეები უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ თავს. 8. ტოლერანტობა-განსხვავებული აზრის მოსმენა და მიმღბლობა. 9. პროფესიონალიზმი და მუდმივი განვითარება-სკოლა ორიენტირებული არის მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
სსიპ სენაკის N7 საჯარო სკოლის სტრუქტურა შედგება : დირექცია; ადმინისტრაცია; სამეურვეო საბჭოს; დისციპინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭოსგან; მოსწავლეთა თვითმართვლობა. დირექციას წარმოადგენს: • დირექტორი • დირექტორის მოადგილე • ბუღალტერი ადმინისტრაციას წამოდგენს საშტატო და შტატგარეშე შემავალი რგოლები. საშტატო რგოლი: საქმისმწარმოებელი საინფორმაციო მენეჯერი ბიბლიოთეკარი მატერიალური ტექ. პირი შტატგარეშე რგოლი: დამლაგებელი; დარაჯი; ცეცხლფარეში; (სეზონურად) სამეურვეო საბჭოს წარმოადგენს: სამეურვეო საბჭოს წევრები დისციპლინური კომიტეტი ა) არასაშტატოში შემავალი რგოლები არიან: დამლაგებელი;უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; ექთანი;მუშა;სპეც.მასწავლებლის ასისტენტი;დარაჯი. ბ) საშტატოში წარმოდგენილი არიან: საქმის მწარმოებელი და ბიბლიოთეკარი.
სსიპ ქალაქ სენაკის N 7 საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2023-2030 წწ) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების, კონკურენტებისა და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია 2023-2030 წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია. სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადის პარალელურად, მოცემულია შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს დასახული მიზნების წარმატებით ან წარუმატებლად განხორციელებას.
სსიპ სენაკის N7 საჯარო სკოლა წლიური სამოქმედო გეგმა მოიცავს: I. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ორგანიზაციას; II. პედაგოგიურ კათედრებთან მუშაობის ორგანიზაციას; III. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხელმძღვანელობას; IV. სწავლებისა და აღზრდის გაუმჯობესების ღონისძიებებს;
სსიპ ქალაქ სენაკის N 7 საჯარო სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სენაკის N 7 საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა მოიცავს ოთხ პუნქტს: 1. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია 2. პედაგოგიურ კათედრებთან მუშაობის ორგანიზაცია 3. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხელმძღვანელობა 4. სწავლებისა და აღზრდის გაუმჯობესების ღონისძიებები მეოთხე პუნქტში ჩაშლილია ცხრა საკითხი: 1. მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების ღონისძიებები 2. უცხო ენების სწავლების ღონისძიებები 3. ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ორგანიზაცია 4. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ღონისძიებები 5. მათემატიკის სწავლების ღონისძიებები 6. სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის სწავლების ღონისძიებები 7. სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობის ორგანიზაცია 8. სასწავლო-მატერიალური ბაზის განმტკიცების ღონისძიებები 9. სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობის ორგანიზაცია
სკოლას აქვს თითოეული მოსწავლის საჭიროების სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობი მექანიზმი; კერძოდ, სკოლას მომართავენ მოსწავლის მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები რომლებიც ადგილზე ეცნობიან შესაბამის გარემოს, რესურსებსა და მომსახურებას რომელსაც სთავაზობს სკოლა. მომავალში სკოლა გეგმავს 2023 -2024 სასწავლო წლისათვის შეიმუშაოს სსსმ და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის ტრანზაქციის გეგმას. ბრძანებით განისაზღვრება ტრანზაქციის კოორდინატორი და მისი ფუნქციები. 2. სკოლა სწავლის დაწყების მომენტიდან ხელს უწყობს მოსწავლეთა ადაპტაციას სასწავლო გარემოსთან. კერძოდ, კლასის დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები , დირექციის წარმომდგენლები,ტექნიკური პერსონალი და სკოლის ექიმი ესაუბრებიან და აცნობენ მოსწავლეებს სკოლის გარემოს,სივრცეს, რესურსებს , სკოლის ბაზაზე არსებული ბიბლიოთეკისა და კომპიუტერული ლაბორატორიის სარგებლობის წესებს.საკლასო ოთახებში ხვდებათ თბილი და პოზიტიური გარემო,კეთილგანწყობილი პედაგოგები .პირველ კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებლებთან სწავლის დაწყებამდე და შემდეგაც აქტიური კომუნიკაცია აქვს კლასის დამრიგებელს, რომელიც აცნობს მათ სასკოლო სივრცესა და გარემოს, რათა ადაპტირების პროცესი მარტივად ჩაიაროს.სწავლის დაწყების პირველ დღეს საკლასო ოთახი ხვდება საზეიმოდ გაფორმებული, საკლასო მაგიდასთან თითოეულ მოსწავლე სხვდება სასკოლო სახელმძღვანელოები ,ბუკი და სამახსოვროთ სიმბოლური საჩუქარი. კლასის დამრიგებელი და სპეციალუური მასწავლებელი აწყობენ სსსმ მოსწავლის მშობლებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან შეხვედრას. აღსანიშნავია, რომ I-IV კლასის მოსწავლეების საკლასო ოთახები განთავსებულია სკოლის შენობის მეორე სართულზე, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია მოსწავლეთა ადაპტაციისა. სსსმ მოსწავლეებისათვის არის ადაპტირებული სკოლის პირველი სართული, თუმცა ამ დროისათვის ეტლითმოსარგებლე მოსწავლე არ გვყავს. სკოლა მომავალში გეგმავს ბრძანებით განსაზღვროს ტრანზიციის კოორდინატორი რომელიც იქნება მთავარი საკონტაქტო პირი მშობლებისათვის, დამრიგებლებისა და ადმინისტრაციისათვის; უზრუნველყოფს შეხვედრებს მშობლებთან. 3. მოსწავლე სკოლისგან იღებს სათანადო კონსულტაციასა და მხარდაჭერას აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად; კლასის დამრიგებლები და საგნის მასწავლებლები პირად შეხვედრებში,კერძო მიმოწერებში,სატელეფონო კომუნიკაციით მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს კოფიდენციალურობის დაცვით (ინდივიდუალური ინფორმირების მექანიზმით) აწვდის აკადემიური მიღწევების შესახებ. სკოლა სასწავლო წლის ბოლოს ყველა საგანში ახორციელებს წლიურ განმავითარებელ შეფასებას სტანდარტზე დაყრნობით. მასწავლებლები აკეთებენ შემაჯამებელი დავალების ანალიზს. მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დიფერენცირებულ სწავლებას და ეს პროცესი მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებისათვის შესანიშნავი მხარდაჭერაა. მოსწავლის მშობლის მხრიდან უკუკავშირის შემთხვევაში სკოლა ითვალისწინებს დახმარების ისეთ ფორმებს როგორიცაა დამატებითი მეცადინეობა, კონსულტაცია,მრავალფეროვანი რესურსების მიწოდება,ეს პროცესი იღებს მუდმივ და უწყვეტ ხასიათს. 4. სკოლა მოსწავლეს გონივრულ/კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უწევს ადმინისტრაციულ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით. სკოლა მუდმივად მხარს უჭერს მოსწავლეებს და აწვდის ინფორმაციას კანონდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზებისათვის. მაგალითად: მათ ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას ეროვნული სასწავლო ოლიპიადის ვადების, საგნების მაქსიმალური ქულების შეასხებ; წინმსწრები ექსტერნის, სემესტრული გამოცდის შესაძლებლობის შესახებ რომელიც გამოკრულია სკოლის საინფორმაციო დაფაზე. საჯარო და ხელმისაწვდომია ინფორმაცია პირველკლასელების მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; სკოლის დირექციისაგა, კლასის დამრიგებლებისგან მოსწავლემ და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა იციან რომ ნებისმიერი კლასის მოსწავლის მობილობა შეწყვეტილია 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, ასევე XII კლასის პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეზღუდება მობილობის უფლება, ასევე სკოლა აცნობს მობილობის დროს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ განსახორციელებელ აქტივობებს. რომელიც გამოკრულია თვალსაჩინო ადგილზე. სკოლას გაწერილი აქვს საქმისწარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად,ინფორმაციის გაცემის და გონივრული სერვისების გაწევის მაქსიმალური ვადები, რომელიც არ აღემატება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებს. სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში გამოყოფილია სივრცე მოსწავლეთათვის, რომელთაც სჭირდებათ კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობა; ასევე მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ სკოლის ტექნიკური საშუალებებით, როგორიცაა პრინტერი. 5. სკოლა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით უზრუნველყოფს დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისებასა და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას; სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები სხვადსხვა მიმართულებით. ეკო კლუბი „მწვანე გარემო“ , ინტელექტუალური კლუბი „რა? სად? როდის?“, სამოქალაქო კლუბი „ უკეთესი მერმისისათვის“, ლიტერატურული კლუბი „ ოდოჟღერი“, ფიზიკის წრე „ნორჩი ფიზიკოსები“,ისტორიის წრე „ ისტორიანნი და აზმანნი“. სკოლამ 2021-2022 სასწავლო წელს მოიპოვა გრანტი „აწარმოე ქართული“ სადაც მოსწავლეები მუშაობდნენ ტრადიციული მეთოდით თექის დამუშავებაზე . მოხდა მოსწავლეებიის შექმნილი ნამუშევრები გამოფენა მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზში. 6. მოსწავლეთა
1. სკოლა შიდა რეგულაციებით ახორციელებს მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვისა და გარანტიების უზრუნველყოფას. მოსწავლეებისათვის თანაბრადაა ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, ხელშეუხებელია მოსწავლეთა და პერსონალთა პირადი ცხოვრება. სკოლის შინაგანაწესი არის გარანტი მოსწავლის უფლებების დაცვის. სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარეობს არადისკრიმინაციულ გარემოში. სკოლაში ფუნქციონირებს დისციპლინური კომიტეტი, რომელიც მოსწავლეს/ კანონიერ წარმომადგენელს აძლევს საშუალებას გაასაჩივროს მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭოსთან არსებულ სააპელაციო კომიტეტში. სკოლა ხელმძღვანელობს მოსწავლის სტატუსის შეჩერების, ჩარიცხვის და აღდგენის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N04/მ ბრძანების შესაბამისად. მოსწავლის სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის წესები ასევე მოსწავლეთა მობილობის წესები და პირობები გამოკრულია სკოლაში თვალსაჩინო ადგილას, საინფორმაციო დაფაზე. კლასის დამრიგებლები აწვდიან მოსწავლეებს და მათ კანონიერ წამომადგენლებს ,ინფორმაციას ზეპირად აღნიშნულთან დაკავშირებით. სკოლას გაფორმებულია აქვს ხელშეკრულებები მოსწავლის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლება - მოვალეობები. 2. მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის სასკოლო რეგულაციები გამჭვირვალეა და გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებასთან. ამისათვის სკოლის შინაგანაწესი ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, გამოკრულია თვალსაჩინო ადგილას. სასწავლო წლის დასაწყისში დამტკიცებულ შინაგანაწესს კლასის დამრიგებლები აცნობენ მოსწავლეებსა და მშობლებს /კანონიერ წარმომადგენლებს. სკოლა აღნიშნულ პრაქტიკას გააგრძელებს, ასევე თითოეულ საკლასო ოთახში განთავსებულია მოსწავლეთა ქცევის კოდექსი. კლასის დამრიგებლები სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეთა ჩართულობით შეიმუშავებენ მოსწავლეთა ქცევის წესებს, რომელიც განთავსებულია საკლასო ოთახებში თვალსაჩინო მომავალში სასურველია რომ, მოსწავლეებმა უფრო მეტი გამჭვირვალობით მიიღონ ინფორმაცია კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებზე.. 3. მოსწავლესთან/მის კანონიერ წარმომადგენელთან გაფორმებულია კანონმდებლობის შესაბამისი გამჭვირვალე და მკაფიო ხელშეკრულება, რომელშიც წარმოდგენილია: ხელშეკრულების საგანი; ინფორმაცია სკოლის საქმიანობის შესახებ, მხარეთა უფლება- მოვალეობები; სასწავლო დრო, დასვენების დრო და უქმე დღეები; განსაზღვრულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი; დავის გადაწყვეტა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობა; მოცემული დამატებითი პირობები, მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები. ეს ხელშეკრულება ხელს უწყობს მხარეთა უფლება-მოვალეობებისა და პასუხიმგებლობის გააზრებასა და არეგულირებს ურთიერთობებს.
სკოლა უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სკოლის შენობა აგებულია 1969 წელს, მაგრამ 2018 წელს მოხდა სკოლისგარე ფასადის, სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია. სკოლაში არის ერთი სპორტული დარბაზი და გარე ხელოვნურსაფარიანი მოედანი. სკოლაში დაკომპლექტებულია 12 ფინანსური კლასი. სწავლა მიმდინარეობს კაბინეტური სისტემით. საკლასო ოთახები აღჭურვილია საჭირო რაოდენობის სასკოლო ინვენტარით. სკოლას აქვს 1 პროექტორი, 12 ვარგისი კომპიუტერი. სკოლაში არის ერთი კომპიუტერული ლაბორატორია. აგრეთვე ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორია, რომელიც საჭიროებს განახლებას.. სკოლას აქვს სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა, რომელის წიგნადი ფონდი შედგება შედგება ყველა საგნის სასწავლო წიგნის თითო ეგზემპლარისაგან , დამხმარე და მხატვრული ლიტერატურისაგან, ილუსტრირებული მასალებისაგან, ინგლისურენოვანი წიგნებისაგან, დამხმარე სახელმძღვანელოებისაგან და ა.შ. სკოლაში არის კეთილმოწყობილი რესურსოთახი და სააქტო დარბაზი. დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის; აღნიშნული სივრცეების სარგებლობის გრაფიკი სკოლას არ გააჩნია. მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე, სამუშაო საათების პერიოდში შესაძლებელია კომპიუტერული ლაბორატორიითა და სპორტდარბაზით სარგებლობა. სკოლას აქვს სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდი შედგება ყველა საგნის სასწავლო წიგნის თითო ეგზემპლარისაგან , დამხმარე და მხატვრული ლიტერატურისაგან, ილუსტრირებული მასალებისაგან, ინგლისურენოვანი წიგნებისაგან, დამხმარე სახელმძღვანელოებისაგან და ა.შ. სკოლაში არის კეთილმოწყობილი, ადაპტირებული რესურსოთახი, მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისი სივრცეა დერეფნებსა და ფოიეებში. სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის ადაპტირებულ სასკოლო გარემოს ყველა მოსწავლისთვის მათი უნარებისა და შესაძლებლობების მიუხედავად. სკოლაში არის ინდივიდური საჭიროების შესაბამისი სივრცეები. სკოლის პირველი სართული ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისათვის. აქვეა განთავსებული კეთილმოწყობილი რესურსოთახი. სკოლის შემოსასვლელი პანდუსიანია. ერთი საპირფარეშო არის ადაპტირებული. სკოლა კეთილმოწყობილი ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან, რათა მოსწავლეების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს იყოს მორგებული სკოლის ინფრასსტრუქტურული გარემო. სკოლაში ფუნქციონირებს გამართული ინფ.ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მაღალ დონეზე წარმართვას.
1.სკოლის ფინანსური რესურსის განკარგვა ხდება სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად. სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვა კი ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხებით ( ვაუჩერი, მასწავლებელთა სერტიფიცირების დანამატი, სსსმ მოსწავლეთა დაფინანსება და ა.შ. ) და ასევე ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობას იღებენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, ამიტომ ბიუჯეტში ნათლად უნდა აისახოს სკოლის ყველა რგოლის ინტერესები, შეხედულებები და პრიორიტეტები. მომდევნო წლის ბიუჯეტი იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს, კერძოდ 10 დეკემბერს. წლის განმავლობაში, საჭიროებიდან გამომდინარე,ხდება ბიუჯეტის კორექტირება. ბიუჯეტის კორექტირებას ახდენს დირექტორის უშუალო მითითებით ბუღალტერი და კორექტირებული ბიუჯეტის გატანა ხდება სამეურვეო საბჭოზე დასამტკიცებლად. 2023 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2022 წლის 29 დეკემბერს, სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. 2023 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2022 წლის 29 დეკემბერს ყოველი წლის დასაწყისში -15 იანვრამდე სკოლა საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს ფინანსური შედეგების ანგარიშგებას (წლიურ ბალანსს ) წლიური ანგარიშგების წარდგენამდე ხორციელდება -სკოლაში არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის ინვენტარიზაცია . ყოველი წლის ბოლოს დირექტორი გამოცემს ბრძანებას სკოლაში ინვენტარიზაციის ჩასატარებლად საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობის შესახებ, კომისიის მიერ ხდება ძირითადი და მცირეფასიანი ინვენტარის აღწერა ,რაც შემდგომ გადაეცემა ბუღალტერიას , ბუღალტრის მიერ ძირითად საშუალებებს ერიცხებათ ცვეთა, მიღებული შედეგები აისახება წლიურ ბალანსში. ბიბლიოთეკის ინვენტარიზაცია დაგეგმილია 2022 წლის ბოლოს. 2. სკოლას აქვს ფინანსური რესურსის მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის და ა.შ) ეფექტიანი სისტემა. სკოლაში ყოველი თვის დასაწყისში სკოლის დირექციის მიერ ხორციელდება წინა თვის შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი, რის შედეგად იგეგმება შემდგომი აქტივობები და სათანადო რეაგირება შეფასების შედეგებზე, რაც ხელს უწყობს ბიუჯეტის თანხების სწორ განკარგვას. სამეურვეო საბჭოს მთავარი ფუნქცია არის სკოლის ბიუჯეტის, შემოსავლების, ხარჯების კონტროლი. დირექტორი წარუდგენს სამეურვეო საბჭოს ფინანსურ ანგარიშგებას. სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურეობის შესყიდვა , რაც ხორციელდება სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებული შესყიდვის წესისა და წლიური გეგმის საფუძველზე. შესყიდვის გეგმის დამტკიცება ხდება წინა წლის ნოემბრის თვეში კერძოდ 20 ნოემბრამდე. დამტკიცებული გეგმა იტვირთება შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ePLAN-მოდულში. ცვლილების შეტანის შემთხვევაში ხდება გეგმის კორექტირება, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი. საქონლის შესყიდვას აქვს წინასწარი პროცედურები, რასაც ზედმიწევნით იცავს სკოლა. ვახორციელებთ ბაზრის კვლევას (ინვოისებით, ტელეფონით და ა.შ) შესყიდვის წესის შესაბამისად. ვდებთ ხელშეკრულებას შემსყიდველ ორგანიზაციასთან, ორივე მხრიდან ელექტრონულად დამოწმებული ხელმოწერით, შესყიდვის განხორციელების შემდეგ ვაფორმებთ მიღება ჩაბარების აქტს , და ამ ყველაფერს ვტვირთავთ შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში CMR-მოდულში. სკოლის ბუღალტერიაში ინახება შესყიდული მასალის დოკუმენტები (მიღება- ჩაბარებები, ანგარიშფაქტურები ან ზედნადებები. )