თბილისი, ვაკე-საბურთალო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას №61 მეორე კვარტალი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 100
- თავისუფალი ადგილი
- 67
- სსსმ ლიმიტი
- 11
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 6
თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზირი №61
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ქალაქ თბილისის N151 საჯარო სკოლის მისია , ხედვა და ღირებულებებია: აღზარდოს თავისუფალი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. ჩაუნერგოს სიყვარული და კეთილგანწყობა გარშემომყოფთა მიმართ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი. საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება, მისცეს მოსწავლეებს საფუძვლიანი ცოდნა, განუვითაროს დამოუკიდებლად მუშაობის, ორგანიზებულობის, გადაწყვეტილების მიღების, ლოგიკური, კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნებისა და თანამედროვე სამყაროში ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. ხედვა იყოს მდგრადი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება. პასუხობდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად. ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე, წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სსიპ ქალაქ თბილისის N151 საჯარო სკოლა 2030 წლისთვის იქნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე , სადაც იქნება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი და მისი მუშაობა დაეფუძნება მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და ნიჭის მაქსიმალურ გამოვლენასა და განვითარებას. ღირებულებები • თანაბარი შესაძლებლობები; • ჯანსაღი კონკურენცია; • კონსტრუქციული კომუნიკაცია; • სამართლიანობა; • პროფესიონალიზმი; • გუნდურობა ; • ურთიერთთანამშრომლობა; • ურთიერთპატივისცემა; • ინოვაციური მიდგომები, ინიციატივების მხარდაჭერა; • პროფესიული ზრდა.