სენაკი, სოფ. კოტიანეთი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 24
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · სენაკი · სენაკი, სოფელი კოტიანეთი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლა ქმნის უსაფრთხო, პოზიტიურ და ინკლუზიურ სასწავლო გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური პოტენციალის განვითარებას, მყარ საგანმანათლებლო საფუძველს მომდევნო საფეხურებისთვის და მოსწავლეთა მზადყოფნას ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის ხედვა - სკოლა ისწრაფვის იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, ღია და პასუხისმგებლიანი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, თანამედროვე და პრაქტიკულ მიდგომებს და თანასწორი ხელმისაწვდომობის პრინციპს. სკოლა ხედავს საკუთარ თავს როგორც უსაფრთხო და მხარდამჭერ სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას და პასუხისმგებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: თანასწორობა და ინკლუზიურობა-განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისთვის; პასუხისმგებლობა-პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება საკუთარი თავის, ჯგუფისა და საზოგადოების წინაშე; თანამშრომლობა და გუნდურობა-ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება; უწყვეტი სწავლა-სწავლისადმი მოტივაციის, ცნობისმოყვარეობისა და თვითგანვითარების ხელშეწყობა. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია სწავლისა და განათლების ერთნაირი პირობები და თანამონაწილეობა მთლიან სასკოლო საქმიანობაში. ჩვენ გვაქვს ღია მმართველობა, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სკოლის საქმიანობაში. ეს მიდგომები და ღირებულებები უზრუნველყოფს მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეების სრულფასოვან განვითარებას, სასწავლო პროცესში ჩართვას და თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული გარემოს შექმნას. სკოლის მიზანი : სკოლის მიზნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სწავლა-სწავლების ამოცანებს და მოიცავს: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების უზრუნველყოფას ინდივიდუალური საჭიროებების, ინტერესებისა და განვითარების ტემპის გათვალისწინებით;ს სიღრმისეული და ფუნქციური ცოდნის განვითარებას ცოდნის ეტაპობრივი კონსტრუირების გზით; შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას; სოციალური, ემოციური, კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარების გაძლიერებას; მოსწავლეთა მომზადებას მომდევნო საგანმანათლებლო საფეხურებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის.
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის სტრუქტურა შედგება : დირექცია; ადმინისტრაცია; სამეურვეო საბჭოსგან; დისციპინური კომიტეტისგან; პედაგოგიური საბჭოსგან; დირექციას წარმოადგენს სკოლის დირექტორი და ბუღალტერი. ადმინისტრაცია არის წამოდგენილი საშტატო და არასაშტატო პირებით; ა) არასაშტატოში შემავალი რგოლები არიან: დამლაგებელი; უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; ექთანი; სპეც.მასწავლებლი; დარაჯი. ბ) საშტატოში წარმოდგენილი არიან: საქმის მწარმოებელი.
სკოლის შესახებ ინფორმაცია სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლა, რომელიც მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში, დაარსდა ვლადიმერ (ლადი) იესეს ძე გაგუას ინიციატივით. მისი უდიდესი სურვილი იყო, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო და სოფლის მოსახლეობას ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ საკუთარ შვილებს ადგილზე მიეღოთ ხარისხიანი განათლება. 1901 წელს მისი მეურვეობით და ხარჯით სოფელ კოტიანეთში აშენდა სასკოლო შენობა და გაიხსნა სახალხო სკოლა, სკოლა ვლადიმერმა თავისი დის ანას დახმარებით საკუთარ ეზოში ააშენა. 1901 წელს გაზეთ ,,ივერიაში“ (#204) გამოქვეყნებული წერილი იტყობინება, სოფელ კოტიანეთში სენაკის მაზრაში დაარსებული სკოლის შესახებ: ,,აქ 1901 წლის 1 სექტემბერს 30 მოსწავლემ პირველად სოფლის არსებობის ისტორიაში შეაღო სამკლასიანი სამრეკლო სკოლის კარები, გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლებელთა საბჭომ დაგვიანებულად ცნო 1901-1902 სასწავლო წელს სკოლის გახსნა, შემდგომ წელს სასკოლო ინვენტარი დაიწუნა და მხოლოდ 1904 წელს შეიტანა კოტიანეთის სკოლა ბიუჯეტში. ოთხი წლის მანძილზე სკოლა მუშაობდა ვლადიმერ გაგუას ხარჯზე და მასწავლებელსაც ხელფასი ვლადიმერ გაგუას ოჯახიდან ეძლეოდა, ასევე უსასყიდლოდ ცხოვროდა პედაგოგი ლუიზა ჩიტაია ოთხი წლის მანძილზე ბატონი ლადის ოჯახში. ვლადიმერ გაგუა იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი და სხვადასხვა წლებში იყო ამ განყოფილების გამგეობის წევრი, თავმჯდომარის ამხანაგი და თავმჯდომარე. სკოლაში სწავლა მიმდინარეობს დაწყებით საფეხურზე, კოტიანეთის სკოლის დაარსება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სოფლისთვის. ის არა მხოლოდ განათლების კერა გახდა, არამედ სოფლის კულტურული და ინტელექტუალური ცენტრიც, რომელიც დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას და ადგილობრივ საზოგადოებას ემსახურება.
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი შეთანხმებულია, რომ მოსწავლისთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლებაც, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს საკუთარი ინტერესების უკეთ წარმოჩენაში. არაფორმალური განათლება მოსწავლეში ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა: • შემოქმედებითობა • კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა; • კომუნიკაცია და თანამშრომლობა. საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები; • მედიაწიგნიერება; • ციფრული წიგნიერება. • მოქნილობა და ადაპტაცია; • სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები; სკოლაში ფუნქციონირებს: 1. მედიაწიგნიერების კლუბი: 2. მათემატიკის წრე. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმულნი კლუბურ მუშაობაში, რაც მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს კვლევის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის არგუმენტირებული მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების უნარებს.