თბილისი, ვაკე-საბურთალო, წყნეთი, გრიშაშვილის ქ1
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 100
- თავისუფალი ადგილი
- 42
- სსსმ ლიმიტი
- 11
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 11
თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, გრიშაშვილის ქ1
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ ქალაქ თბილისის #137 სკოლის მისიაა, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სკოლაში შექმნას სწავლა-სწავლების ისეთი პირობები, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა სკოლის დამთავრებისას ჰქონდეს არა მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ცოდნა, უნარები და ღირებულებები, არამედ იყოს ეროვნულ-დემოკრატიული, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის უნარების მქონე, კრიტიკულად მოაზროვნე, პიროვნება. სკოლის ხედვა 2030 წლისთვის სკოლაში განხორციელებულ ძირითად საგანმანათლებლო საქმიანობის 70% პროცენტში გამოყენებული იქნება მუდმივად განახლებადი ინფორმაციული ტექნოლოგიები და სკოლაში იქნება პირობები, რომელიც შესაძლებლობას შექმნის მოსწავლეთა ესგ-ს მიღწევის დონის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდეს არანაკლებ 70%-ს. სკოლის ღირებულებები: განცხადებული მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით სკოლა იხელმძღვანელებს პრინციპებითა და მიდგომებით, რომლის შემუშავებაში ჩართული იყო სასკოლო საზოგადოება. სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • სიყვარული • სამართლიანობა • ურთიერთპატივისცემა • თანადგომა • პასუხისმგებლობა • ერთგულება • პატრიოტიზმი