სენაკი, სოფ. ეკი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 22
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · სენაკი · სენაკი, სოფელი ეკი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სკოლის მისიაა მოზარდის კულტურული,სოციალური და პიროვნული ზრდისათვის ჰარმონიული და ეფექტური გარემოს შექმნა.ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება.თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნის ფორმირება.მოზარდთა სულიერი განვითარება,სამოქალაქო სამართლებრივი აღზრდა,დემოკრატიული ტრადიციების ჩამოყალიბება.გარემომცველი სამყაროს ქვეყნის,ოჯახის სიყვარულისა და ერთგულების გაღვივება. სკოლის ხედვა ჩვენი სკოლა 2030 წლისთვის შედეგების მიხედვით უნდა იყოს მუნიციპალიტეტში საუკეთესო სკოლათა რიგში მოსწავლეთა აკადემიური, ემოციური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით. სკოლის ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: √ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; √ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; √ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა. ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; √ჩვენ ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; √ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; √ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; √ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; √ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; მიზნები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებისა და სამუშაო გარემოს ორგანიზება; სწავლა/სწავლების ხარისხის გაზრდა; ინკლუზიური განათლების ხელისშეწყობა; მოსწავლეების მობილურობის შემცირება და კონტინგენტის გაზრდა; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელისშეწყობა; თემის ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.
ეკის საჯარო სკოლის სტრუქტურა შედგება : დირექცია; ადმინისტრაცია; სამეურვეო საბჭოს; დისციპინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭოსგან; მოსწავლეთა თვითმართვლობა. დირექციას წარმოადგენს სკოლის დირექტორი და ბუღალტერი. ადმინისტრაცია არის წამოდგენილი საშტატო და არასაშტატო პირებით; ა) არასაშტატოში შემავალი რგოლები არიან: დამლაგებელი;უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; ექთანი;მუშა;სპეც.მასწავლებლის ასისტენტი;დარაჯი. ბ) საშტატოში წარმოდგენილი არიან: საქმის მწარმოებელი და ბიბლიოთეკარი.
სკოლის არსებული მდგომარეობა სკოლის ადგილმდებარეობა სსიპ სენაკის მუნიციპელიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ეკი, საადამიო, საცხვიტაო, შრომისკარი). მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, მდინარე ცივის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა სანაპიროზე, ჩხოროწყუ–სენაკის საავტომობილო გზაზე. სკოლის ინსტიტუციური მონაცემები ამჟამად სკოლაში სწავლობს 33 მოსწავლე და დასაქმებულია 15 პედაგოგი. სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობაა - 11 , ორმა მასწავლებელმა ჩააბარა წამყვანი მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდა და ელოდება სტატუსის ამაღლებას. სკოლას აქვს ერთი შენობა,რომელიც ორ სართულიანია და შეიცავს 16 საკლასო ოთახს. სკოლაში მუშაობს ეკო კლუბი. სკოლის სამართლებრივი მდგომარეობა სკოლა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ) და აქვს საჯარო სკოლის სტატუსი. სკოლის ფუნქციონირება განსაზღვრულია საქართველოს კანონით „ ზოგადი განათლების შესახებ “ და სკოლის წესდებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ.
ეკის საჯარო სკოლას აქვს განვითარების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა რომელიც, მოიცავს შემგედ საკითხებს: 1. სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება; 2.სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება; 3. სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება; 4. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია; 5. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა; 6. სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით; 7. უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა; 8. მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში; 9. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; 10. სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება;
მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის სასკოლო რეგულაციები გამჭვირვალეა და გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებასთნ.ამისათვის სკოლის შინაგანაწესი ყველასთვისაა ხელმისაწვდომი და გამოკრულია თავლსაჩინო ადგილას.ასევე უმრავლეს საკლასო ოთახში განთავსებულია მოსწავლეთა ქცევის კოდექსი. აგრეთვე სასწავლო წლის დასაწყისში კლასის დამრიგებლები აწვდიან ინფორმაციას მშობლებსა და მოსწავლეებს არსებული რეგულაციების შესახებ.
სკოლა მეტწილად უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სკოლის შენობა აშენებულია 1972 წელს , მაგრამ 2019 მოხდა სკოლის სახურავის გამოცვლა,2020 წელს რეაბილიტირდა საკლასო ოთახების უმეტესი ნაწილი. სკოლაში არის 7 ფინანსური კლასი. საკლასო ოთახები აღრურვილია საჭირო რაოდენობის სასკოლო ინვენტარით. სკოლას აქვს 1 პროექტორი, 5 ვარგისი კომპიუტერი 2 პრინტერი. სკოლაში არის კომპიუტერული ლაბორატორია, რომელიც ხელმისაწვდომია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. სკოლას აქვს სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდი შედგება ყველა საგნის სასწავლო წიგნის თითო ეგზემპლარისაგან , დამხმარე და მხატვრული ლიტერატურისაგან, ილუსტრირებული მასალებისაგან, ინგლისურენოვანი წიგნებისაგან. სკოლას აქვს რესურსოთახი, რომელიც აღჭურვილია შესაბამის რესურსებით.დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის; სკოლაში არის რესურსოთახი, მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისი სივრცეა დერეფნებში. ჩვენს სკოლაში ყველა მოსწავლისათვის თანაბრად ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო პროცესი, მათი საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. სკოლაში არის ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი სივრცეები. სკოლის პირველი სართული ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისათვის. სკოლის აქვს პანდუსი ,ადაპტირებული სველი წერტილი ,რესურს ოთახი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი რესურსებით.ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოება, რათა მოსწავლეების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს იყოს მორგებული სკოლის ინფრასსტრუქტურული გარემო.სკოლას სკოლას აქვს გრიფირებული სახელმძღვანელოების საჭირო რაოდენობა, რომელითაც სარგებლობენ მოსწავლეები. სკოლაში არის მატრიალური რესურსების საცავი, რომლითაც ნებიმიერ მასწავლებელს შეუძლია სარგებლობა. დამატებითი საგანმანათლებლო მათ შორის, ელექტრონული რესურსები; სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.
1. სკოლის ფინანსური რესურსის განკარგვა ხდება სამეურვეო საბჭოს მერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.ეკის საჯარო სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართული იყვენენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები,კერძოდ: საგნობრივი კათედრები, სპეც.მასწავლებელი,სამეურვეო საბჭოს წევრები. რამაც უზრუნველყო ყველას ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინება; ბიუჯეტის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ: 1. სავარაუდო შემოსავლები; 2. მომდევნო წლის პრიორიტეტები; 3. სავარაუდო ხარჯები; ბიუჯეტირების დაგეგმვის პროცესი დინამიკურია. შესაძლებელია, საჭიროებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა და გადამტკიცება; სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხებით ( ვაუჩერი, მასწავლებელთა სერტიფიცირების დანამატი, სსსმ მოსწავლეთა დაფინანსება და ასევე ბანკის სარგებლით.) მომდევნო წლის ბიუჯეტი იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს, კერძოდ 25-26 დეკემბერს. წლის განმავლობაში მომხდარი ფინანსური ცვლილებების მიხედვით ხდება ბიუჯეტის კორექტირება. 2023 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2022 წლის 26დეკემბერს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. ყოველი წლის დასაწყისში -15 იანვრამდე სკოლა საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს ფინანსური შედეგების ანგარიშგებას (წლიურ ბალანსს ) წლიური ანგარიშგების წარდგენამდე ხორციელდება -სკოლაში არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის ინვენტარიზაცია . ყოველი წლის ბოლოს დირექტორი გამოცემს ბრძანებას სკოლაში ინვენტარიზაციის ჩასატარებლად საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობის შესახებ, კომისიის მიერ ხდება ძირითადი და მცირეფასიანი ინვენტარის აღწერა ,რაც შემდგომ გადაეცემა ბუღალტერს , ბუღალტრის მიერ ძირითად საშუალებებს ერიცხებათ ცვეთა, მიღებული შედეგები აისახება წლიურ ბალანსში. ბიბლიოთეკის ინვენტარიზაცია დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს. 2. სკოლას აქვს ფინასური რესურსების მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის და ა.შ.) სისტემა. სკოლას აქვს ფინანსური რესურსის მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის და ა.შ) ეფექტიანი სისტემა. სკოლაში ყოველი თვის დასაწყისში სკოლის დირექციის მიერ ხორციელდება წინა თვის შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს ბიუჯეტის თანხების სწორ განკარგვას. სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურეობის შესყიდვა , რაც ხორციელდება სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებული შესყიდვის წესისა და წლიური გეგმის საფუძველზე. შესყიდვის გეგმის დამტკიცება ხდება წინა წლის ნოემბრის თვეში კერძოდ 20 ნოემბრამდე. დამტკიცებული გეგმა იტვირთება შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ePLAN-მოდულში. ცვლილების შეტანის შემთხვევაში ხდება გეგმის კორექტირება, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი. საქონლის შესყიდვას აქვს წინასწარი პროცედურები, რასაც იცავს სკოლა. ვახორციელებთ ბაზრის კვლევას (ინვოისებით)შესყიდვის წესის შესაბამისად. ვდებთ ხელშეკრულებას შემსყიდველ ორგანიზაციასთან, ორივე მხრიდან ელექტრონულად დამოწმებული ხელმოწერით, შესყიდვის განხორციელების შემდეგ ვაფორმებთ მიღება ჩაბარების აქტს , და ამ ყველაფერს ვტვირთავთ შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში CMR- 37 მოდულში. სკოლის ბუღალტერთან ინახება შესყიდული მასალის დოკუმენტები (მიღება- ჩაბარებები, ანგარიშფაქტურები ან ზედნადებები. )