მესტია, სოფ. ლენჯერი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 10
- თავისუფალი ადგილი
- 7
- სსსმ ლიმიტი
- 1
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
სამეგრელო-ზემო სვანეთი · მესტია · მესტია, სოფელი ლენჯერი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია-გავხდებით ერთერთი საუკეთესო სკოლა, რასაც მივაღწევთ სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებით, ახალი იდეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით სასწავლო პროცესში. განუვითარებთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი ინტერესების განსაზღვრის და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევებს, რომ იყოს კომუნიკაბელური და მრავალმხრივი ინტელექტის მქონე. ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, განსხვავებული აზრის მიღების და პატივისცემის უნარი. იყოს ტოლერანტი და კანონმორჩილი მოქალაქე. დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. ხედვა-ვიქნებით ორიენტირებული მუდმივ განვითარებაზე თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად. სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ღირებულებები -1. თანამშრომლობითი კულტურის განვითარება 2. პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი სტრატეგილი გეგმა შ ე ს ა ვ ა ლ ი სსიპ სოფელ ლენჯერის N-2 საჯარო სკოლის 2023-2030 სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზანია, განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი 7 წლის განმავლობაში 2023-2024 სასწავლო წლიდან. მოცემული სტრატეგიული დოკუმენტის საშუალებით სკოლა დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს : სკოლის მისიას , ხედვას და ღირებულებებს მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს შეუწყობს: სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას. მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს. სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT)შესწავლის საფუძველზე, მისიისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, შეფასდა საჭიროებები, რომლის შედეგებზე დაყრდნობით, განისაზღვრა შვიდწლიანი სტრატეგია, შემუშავდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმაც. სკოლის მისიაა მოზარდს მისცეს საჭირო ცოდნა უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში, განუვითაროს ისეთი კომპეტენციები, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოსდამცველი , წიგნიერი , კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას. სკოლის ხედვა განათლება უნდა მოხდეს ინკლუზიურ გარემოში, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობებით და ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს რელიგიური და კულტურული განსხვავებების დაფასება. ჩვენი სკოლა ცდილობს იყოს ადგილობრივი საზოგადოების ცენტრში პოზიტიური და ეფექტური კავშირებით ფართო და გლობალურ თემებთან. სკოლის ძირითადი მიზნებია : ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარებას, რათა შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება თანამედროვე სამყაროში უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება; მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება; სკოლის ღირებულებები ანგარიშვალდებულება - ჩვენ ვაგებთ პასუხს საკუთარ ქმედებებზე; დაფასება - ჩვენ ვაფასებთ ერთმანეთს, მშობლებს და მასწავლებელს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენთვის. თანაგრძნობა - ჩვენ ვართ სკოლა, სადაც იზრდება ბავშვები, რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთზე, არიან ემპათიურები და სურთ იმოქმედონ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. თანამშრომლობა - ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, ვიზიარებთ ერთმანეთის წარმატებას. სიმამაცე - ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც თამამად ხვდება გამოწვევებს და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს სწავლისა და ცხოვრების რთულ მომენტებში. კრიტიკული აზროვნება - ჩვენ ვითვალისწინებთ და ხელს ვუწყობთ კრიტიკულად აზროვნებას მსოფლიოს პრობლემებზე. ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ და იყვნენ ანალიტიკოსები. ერთმანეთის წახალისება - ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის წახალისება დაგვეხმარება ერთმანეთის ნდობის ამაღლებაში. წახალისებით, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ გამოწვევებზე და მივაღწიოთ წარმატებას გუნდურად. მეგობრობა - როგორც სასკოლო საზოგადოება, ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს მეგობრებად ჩვენს სასწავლო მოგზაურობაში. მეგობრები ერთმანეთს პატივისცემითა და სიკეთით ეპყრობიან ყოველ ჯერზე მიზანზე ორიენტირებული - ჩვენ ვართ მიზანზე ორიენტირებული სკოლა. ჩვენ საკუთარ თავს ვუყენებთ მიზნებს, რომლებიც რთული, მაგრამ მიღწევადია. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. ინკლუზია - ყველამოსწავლე მისასალმებელია ჩვენს კლასებში და აღინიშნება მათი უნიკალურობა. ვისწავლოთ - სკოლა ადგილი სადაც ვიღებთ ცოდნა. ჩვენ ყოველ დღე მზად ვართ მოვუსმინოთ, ვიფიქროთ, ვივარჯიშოთ და ვიმოქმედოთ ჩვენი ახალი ცოდნის შესაბამისად.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი სტრატეგიული გეგმა შ ე ს ა ვ ა ლ ი სსიპ სოფელ ლენჯერის N-2 საჯარო სკოლის 2023-2030 სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზანია, განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი 7 წლის განმავლობაში 2023-2024 სასწავლო წლიდან. მოცემული სტრატეგიული დოკუმენტის საშუალებით სკოლა დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს : სკოლის მისიას , ხედვას და ღირებულებებს მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს შეუწყობს: სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას. მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს. სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT)შესწავლის საფუძველზე, მისიისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, შეფასდა საჭიროებები, რომლის შედეგებზე დაყრდნობით, განისაზღვრა შვიდწლიანი სტრატეგია, შემუშავდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმაც. სკოლის მისიაა მოზარდს მისცეს საჭირო ცოდნა უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში, განუვითაროს ისეთი კომპეტენციები, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოსდამცველი , წიგნიერი , კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას. სკოლის ხედვა განათლება უნდა მოხდეს ინკლუზიურ გარემოში, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობებით და ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს რელიგიური და კულტურული განსხვავებების დაფასება. ჩვენი სკოლა ცდილობს იყოს ადგილობრივი საზოგადოების ცენტრში პოზიტიური და ეფექტური კავშირებით ფართო და გლობალურ თემებთან. სკოლის ძირითადი მიზნებია : ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარებას, რათა შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება თანამედროვე სამყაროში უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება; მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება; სკოლის ღირებულებები ანგარიშვალდებულება - ჩვენ ვაგებთ პასუხს საკუთარ ქმედებებზე; დაფასება - ჩვენ ვაფასებთ ერთმანეთს, მშობლებს და მასწავლებელს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენთვის. თანაგრძნობა - ჩვენ ვართ სკოლა, სადაც იზრდება ბავშვები, რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთზე, არიან ემპათიურები და სურთ იმოქმედონ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. თანამშრომლობა - ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, ვიზიარებთ ერთმანეთის წარმატებას. სიმამაცე - ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც თამამად ხვდება გამოწვევებს და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს სწავლისა და ცხოვრების რთულ მომენტებში. კრიტიკული აზროვნება - ჩვენ ვითვალისწინებთ და ხელს ვუწყობთ კრიტიკულად აზროვნებას მსოფლიოს პრობლემებზე. ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ და იყვნენ ანალიტიკოსები. ერთმანეთის წახალისება - ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის წახალისება დაგვეხმარება ერთმანეთის ნდობის ამაღლებაში. წახალისებით, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ გამოწვევებზე და მივაღწიოთ წარმატებას გუნდურად. მეგობრობა - როგორც სასკოლო საზოგადოება, ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს მეგობრებად ჩვენს სასწავლო მოგზაურობაში. მეგობრები ერთმანეთს პატივისცემითა და სიკეთით ეპყრობიან ყოველ ჯერზე მიზანზე ორიენტირებული - ჩვენ ვართ მიზანზე ორიენტირებული სკოლა. ჩვენ საკუთარ თავს ვუყენებთ მიზნებს, რომლებიც რთული, მაგრამ მიღწევადია. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. ინკლუზია - ყველამოსწავლე მისასალმებელია ჩვენს კლასებში და აღინიშნება მათი უნიკალურობა. ვისწავლოთ - სკოლა ადგილი სადაც ვიღებთ ცოდნა. ჩვენ ყოველ დღე მზად ვართ მოვუსმინოთ, ვიფიქროთ, ვივარჯიშოთ და ვიმოქმედოთ ჩვენი ახალი ცოდნის შესაბამისად.
სსიპ სოფელ ლენჯერის N-2 საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა სსიპ სოფელ ლენჯერის N-2 საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა. სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას. ახალი პროგრამების შემუშავება, კურიკულუმების (მატრიცების/შემაჯამებ ელ-კომპლექსური დავალებების/) წლიური პროგრამების შემუშავება/განხორციელებას. სადამრიგებლო პროგრამების ეფექტურად შესრულების ხელშეწყობა. სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა (პრეზენტაციები, კონკურსები, ოლიმპიადები, მიზნობრივი ექსკურსიები და სხვა); სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა, მოსწავლეთა მომზადება ოლიმპიადებისთვის; საჭიროების შემთხვევაში დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწა, გაუმჯობესება და მონიტორინგი; მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლის მიერ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო მომსახურებების შეთავაზება; სასწავლო პროცესის მონიტორინგი და მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება; მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა გამოკითხვა, მისი ანალიზი და ანალიზის შედეგების გათვალისწინება, თანმდევი ღონისძიებების განხორციელება მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული საგნობრივი ტრენინგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილეობის ხელშეწყობა ზოგადი განათლების რეფორმის (ახალი სკოლის მოდელის) ფარგლებში მიმდინარე სასწავლო წელს საგნობრივ შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობა შიდა სასკოლო ტრენინგების ორგანიზება კურიკულუმისა და კომპლექსური დავალებების შექმნა/წარმოების თაობაზე (საჭიროების შემთხვევაში) ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის მიერ გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლებისათვის უკუკავშირის გაზიარება. საუკეთესი პრაქტიკის ერთმანეთისათვის გაზიარება. კოლეგიური ორგანოების აქტიური მუშაობა საგნობრივი კათედრების მიერ შესაბამისი მიმართულებით სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა საკითხების განხილვა. კათედრების მიერ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი (2023-2024 სასწავლო წლის დეკემბერი, ივნისი.) კათედრები თანამედროვე მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება. მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ მათთვის საინტერესო საკითხების, პროექტების, ღონისძიებების ინიცირება . მოსწავლეთა თვითმართველობის მუშაობის ხელშეწყობა და იდეების განხორციელებაში დახმარების გაწევა. მრჩეველთა საბჭოსა და დიციპლინური კომიტეტის მუშაობის ხელშეწყობა. პედაგოგიური საბჭოს და სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირების ხელშეწყობა. ახალი სასწავლო წლისათვის დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება. სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება/ცვლილების შეტანა. მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1.1. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფი არის სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი, რომელიც მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობის, არსებული სირთულეების იდენტიფიცირების მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებსა და აქტივობებს. 1.2. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საკუთარ ფუქციებს და ვალდებულებებს ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად და მის ფარგლებში; 1.3 მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფი მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაციას და მუშაობს სკოლასთან შეთანხმებით, რათა ხელი შეუწყოს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაზრდას; მუხლი 2. მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფის ფუნქციები 2.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 2.2. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 2.3. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 2.4. მოსწავლისათვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით დახმარება; 2.5. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; 2.6. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშეწყობა; 2.7. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 2.8. მოსწავლის სასკოლო ცხორვებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 2.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 2.10. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საქმნიანობას ახორციელებს სკოლის სხვა სტუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით. მუხლი 3. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფის წევრები 3.1. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფის წევრებს კომპეტენციიდან გამომდინარე არჩევს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი ბრძანებით. 3.2. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფში აუცილებლად უნდა შედიოდნენ: ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი; ექთანი; საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;
მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N-2 საჯარო სკოლის ეზოს ფართობია 4649 კვ.მ. შენობა - 580 კვ.მ. არის ორსართულიანი, ქვით აგებული მდგრადი ნაგებობა. ეზოში აშენებულია დამხმარე ნაგებობა საწვავი შეშა- ბრიკეტების დასაწყობებისათვის. სკოლაში არის შიდა სპორტული დარბაზი, ასევე გარე სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სამედიცინო კაბინეტისთვის განკუთვნილი ოთახი, კომპიუტერული ლაბორატორია, ქიმია-ბიოლოგიის კაბინეტი. სკოლაში მუშაობს 12 კვალიფიციური პედაგოგი. 1 სპეცმასწავლებელი, 1 სპეცმასწავლებლის ასისტენტი. 2024 წლის იანვრიდან სკოლას ეყოლება ექთანი.
სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N-2 საჯარო სკოლა ფინანსდება ვაუჩერული დაფინანსებით, რომელიც განსაზღვრულია სკოლის საჭიროებებისათვის. ძირითადი ფინანსური რესურსი იხარჯება სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე, სასწავლო რესურსებისა და სან.ჰიგიენური მასალების შესყიდვაზე, ასევე მიმდინარე, საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სკოლის სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია სკოლის საჭიროებების შესაბამისი შესყიდვების გეგმის მიხედვით. შემუშავებულია საპროგნოზო ბიუჯეტი.