თბილისი, ვაკე-საბურთალო, თბილისი, იმედაშვილის ქ. №4
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 4
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
თბილისი · ვაკე-საბურთალო · ქ. თბილისი, იოსებ იმედაშვილის ქუჩა N4
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სწავლების ინოვაციური მიდგომებითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, 21-ე საუკუნის პასუხისმგებლიანი და მედიაწიგნიერი მოქალაქის აღზრდა, რომელიც გამოავლენს მუდმივ მზაობას ნებიემიერი გამოწვევისა და ცვლილებისათვის. სკოლის ხედვა სკოლა, სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერით, მოიპოვებს აღიარებას და თემში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა. მოსწავლეზე ორიენტირებულ, ინკლუზიურ გარემოში, ყველა შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას, განუვითარდებათ 21-ე საუკუნისათვის სასიცოცხლო უნარ-ჩვევები: • სასიცოცხლო და კარიერული; • საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური; • სწავლისა და გამომგონებლობის. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნება მოსწავლის საჭიროებაზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც კვალიფიციური და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლების მხარდაჭერით, ისინი შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და წარმატების მიღწევას კონკურენტუნარიან გარემოში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ღირებულებები პატივისცემა და აღიარება - ყველას უფლებების გათვალისწინება და ღირსებების დაცვა. ღიაობა და გამჭვირვალობა = ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საქმიანობის საჯაროობა. თანასწორობა - სასკოლო თემის თითოეული წევრისათვის მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. გუნდურობა - მიზნებისა და სტრატეგიების შეთანხმებულად განსაზღვრა, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება. პასუხისმგებლობა - სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის მზაობა, გააცნობიეროს თავისი უფლება-მოვალეობები და საკუთარი როლი გუნდის ეფექტურად მუშაობაში. სიახლეებისაკენ სწრაფვა - სკოლის თითოეული რგოლის საქმიანობის სისტემატური შეფასება, განვითარების ინოვაციური გზების ძიება.
სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლის სტრუქტურული სქემა
სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლის გრძელვადიანი (7 წლიანი) სტრატეგიული განვითარების გეგმა
სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლის 2024-2025 სასწ. წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლაში მოქმედი წრეები 1. გახანგრძლივებული სწავლების წრე 2. ჯიუ ჯიცუს წრე 3. ფეხბურთის წრე 4. ქართული ცეკვის წრე 5. სიმღერის წრე
სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლის შინაგანაწესი სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი და სკოლის ჩარჩო რეგულაციის დოკუმენტი მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმების შესახებ სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლას დამტკიცებული აქვს მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმი და განსაზღვრული ჰყვას მოსწავლეთა უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელი პირი
სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია 2024 წლის 09 დეკემბრის სამეურვეო საბჭოს N8 სხდომაზე სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ. ანგარიში სასწავლო პროცესისა და ფინანსური ანგარიშის შესახებ.