მარტვილი, სოფელი წაჩხურა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 24
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · მარტვილი · მარტვილი, სოფელი წაჩხურა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია • სიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საუკეთესო განათლებას მზრუნველ და აკადემიური გამოწვევებით აღსავსე გსარემოში, აძლევს შესაძლებლობას, მიაღწიონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და გახდნენ ქმედითუნარიანი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალური მოქალაქეები, ქვეყნის ინეტერესების, ტრადიციების და ღირებულებების მატარებელი პიროვნება, ასევე შევუქმნათ ინკლუზიური, მრავალფეროვანი, ინოვაციური და უსაფრთხო სასწავლო გარემო; სკოლის ხედვა • სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანმშრომელს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით … მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდულური გზა. ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალული. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. სკოლის ღირებულებები: ჩვენი, ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება, ეყრდნობა იმ ძირეულ ფასეულობებს, რომლებიც შერწყმულია სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლის ყველა აკადემიურ თუ კლასგარეშე ღონისძიებასთან. ჩვენთვის პრიორიტეტულია ის ოთხი ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც ჩვენი საქმიანობის საფუძველია, კერძოდ: • ინოვაციის გზით სვლა; • სწრაფვა სრულყოფილებისკენ; • განვითარება სწავლის საშუალებით; • გლობალური მოქალაქეობა; • ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და ღირებულების დამცველი პიროვნების ჩამოყალიბება. ამ ძირეული ღირებულებებით ჩვენ წავახალისებთ დამოუკიდებლად სწავლას და მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ, გაითავისონ პასუხისმგებლობა. ჩვენთან სკოლაში სწავლობენ მრავალფეროვანი კულტურის დაფასებას მისი მიღებითა და ტოლერანტობით. ეს მოსწავლეებს ეხმარებათ გახდნენ მსოფლიო მოქალაქეები.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, სამეთვალყურეო საბჭოს, ხარისხის მართვის გუნდი, სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს.
"ბულინგისაგან თავისუფალი საზოგადოება"კლუბი
პერსონალის, მოსწავლის ქცევის წესები, აპელაციის მექანიზმები
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლა აშენდა 2021 წელს.სკოლას კეთილმოწყობილია,აქვს ლაბორატორია, გარე მოედანი.