რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · მარტვილი · მარტვილი, სოფელი სერგიეთი

რეესტრის კოდი#1633
მოსწავლე110
მასწავლებელი22
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნატო გეგეჭკორი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

მარტვილი, სოფ. სერგიეთი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
15
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია „ჩვენი სკოლა იქნება საუკეთესო საჯარო სკოლა, რაც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებით, ახალი იდეების დანერგვითა და წარმატების მიღწევით იქნება შესაძლებელი. ამ მიზნის მისაღწევად შევქმნით შრომისა და სწავლის მაღალ მოტივაციას, მეგობრობის, თანამშრომლობის და პატივისცემის ატმოსფეროს“ ხ ე დ ვ ა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც ყველას თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა ექნება,რომელიც მას თვითრეალიზაციის გამოვლენას და აღიარებას მოუპოვებს. ღირებულებები  ნოვატორული სულისკვეთება  მრავლფეროვნება  აკადემიური თავისუფლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა  ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

strategiuli-gegma.pdf16/05/2024 12:59:55 · 1.63 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმებიტექსტური ინფორმაცია

მუხლი1. მოქმედების სფერო დანართი N1 1.წინამდებარე მექანიზმი არეგულირებს მარტვილის სოფ სერგიეთის საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა)სწავლა/სწავლების, სასწავლო გარემოსა და პროცესის ხარისხის მართვას და ადგენს ხარისხის უზრუნველყოფის და განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებს. 2.წინამდებარე დოკუმენტის შექმნის მიზანია სწავლების ხარისხის მონიტორინგი და მათი მუდმივი სრულყოფა, აკადემიური და მატერიალური პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და მატი განვითარებისათვის ხელშეწყობა. მუხლი2.ხარისხის უზრუნველყოფა 1.ხარისხის უზრუნველყოფა გულისხმობს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასთან, განხორციელებასთან და შემდგომ მის შეფასებასთან დაკავშირებული აქტივობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების ერთობლიობას. 2.ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭიროა პროგრამების, მიმდინარე სასწავლო პროცესის სისტემატური გადახედვა, კონტროლი რათა შენარჩუნებული იქნას ხარისხი და ეფექტურობა. 3. სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფისა და მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, სკოლა მუდმივად ახორციელებს სასწავლო პროგრამების განხორციელების შეფასების და შემდგომი გაუმჯობესების, ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის და სკოლის მატერიალური რესურსების გაუმჯობესებას. მუხლი3.შიდა და გარე შეფასება სკოლაში დანერგილია შეფასების ორი შეფასება: 1.შიდა ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც ეფუძვნება ციკლს დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარე.P-D-C-A დაგეგმე-გულისხმობს სკოლის საქმიანობის რომელი ასპექტი რა პერიოდულობით, რა თანმიმდევრობით და ვის მიერ უნდა განხორციელდეს. განახორციელე-გულისხმობს სკოლის საქმიანობის ხარისხის შეფასების განხორციელებას წინასწარ დაგეგმილი აქტივობებით. შეამოწმე-გულისხმობს განხორციელებული შემოწმების შედეგების ანალიზს. განავითარე-გულისხმობს სკოლის ადმინისტრაციის მიერ ნაკლოვანებების მიზეზების განსაზღვრას და მათი აღმოფხვრის მიზნით სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას. 2.გარე ხარისხის კონტროლის სისტემა: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში ავტორიზაციის გავლა. მუხლი4საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ხარისხი. 1.არსებული სასწავლო პროგრამები/სადამრიგებლო გეგმის მონიტორინგი, მისი გაუმჯობესების მიზნით, ეფუძნება სკოლის დირექციისა და მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას,/კათედრების/დამრიგებლის ანგარიშგებას და ამ ინფორმაციის გამოყენებას სასწავლო პროცესის შემდგომი გაუმჯობესებისათვის.. 2.სასწავლო პროგრამების შეფასების შემოწმდება: • სწავლის შედეგების პროგრამის მიზნებთან შესაბამისობა; • მოსწავლეთა მიღწევების შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების კანონმდებლობასთან შესაბამისობა; • მოსწავლეთა მიღწევების შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების კანონმდებლობასთან შეასაბამისობა; • რამდენად რაციონალურადაა შედგენილი საგაკვეთილო ცხრილი; • ადეკვატურად არის თუ არა შერჩეული სწავლების მეთოდები და ფორმატი; • თანხვედრაშია თუ არა სწავლის მიზნები, სასწავლო პროგრამების შინაარსი და მისი შედეგები; • შესაბამისობასია ტუ არა სასწავლო პროგრამის შინაარსი და მითითებული სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა; • როგორ ხდება და რამდენად გამჭვირვალეა მოსწავლეთა მიღწევების შეფასება და მითითებული სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა; • როგორ ხდება დარამდენად გამჭვირვალეა მოსწავლეთა მიღწევების შეფასება და სხვა მუხლი5. სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების დაგეგმვა 1.სასწავლო წლის დასრულებისთანავე განვლილი სასწავლო წლის შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, ხდება მომდევნო წლის სასკოლო სასწავლო გეგმისათვის მუშაობა; 2.სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე ,კათედრის ხელმძღვანელებთან ერთად,სკოლის მისიის შესაბამისად,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, „ზოგადი განათლების შესახებ“საქართველოს კანონის და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშავებენ სასკოლო სასწავლო გეგმის შემადგენელ ნაწილებს,რომელსაც გასახილველად წარუდგენენ სამეურვეო საბჭოს და დასამტკიცებლად პედაგოგიურ საბჭოს. 4.დირექტორის მოადგილე გასული სასწავლო წლის მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე,სკოლის დირექტორთან ერთად შეიმუშავებენ გაკვეთილების და შესვენებებების ხანგრძლივობას კლასების მიხედვით,მათი შესაძლებლობებისა და საჭიროების გათვალისწინებით,რომელსაც განსახილველად წარუდგენენ სამეურვეო საბჭოს და დასამტკიცებლად პედაგოგიურ საბჭოს. 5.დირექტორი და დირექტორის მოადგილე შეიმუშავებენ სასკოლო საათობრივი ბადის პროექტს.ეროვნული სასწავლო გეგმის მესამე მოდელის მიხედვით საათობრივი ბადის შემუშავების შემთხვევაში, სკოლამ დასაბუთება წარუდგიოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 6.კათედრების ხელმძღვანელები,განსაზღვრავენ საგანმანათლებლო რესურსებს კლასების შესაბამისად. მათ შორის, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს და დამხმარე ლიტერატურას. 7.საჭიროების შემთხვევაში სკოლის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტიტ განსაღვრული ისგ ჯგუი,ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, შეიმუშავებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის და წარუდგინეს მას პედაგოგიურ საბჭოს განსახილველად.ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება ახლად იდენტიფიცირებული მოსწავლის შემთხვევაში ხდება იდენტიფიცირებიდან 1თვის ვადაში.უკვე იდენტიფიცირებული მოსწავლის შემთხვევაში სწავლის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში. 8.სკოლა,მოსწავლეების ინ