მარტვილი, ქვედა ნაგვაზაო
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 22
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · მარტვილი · მარტვილი, სოფელი ქვედა ნაგვაზიო
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა სკოლის მისია ხარისხიანი განათლებით მაღალი ღირებულებების მქონე ახალგაზრდების აღზრდა სკოლის ხედვა თითოეული მოსწავლე ხარისხიანი განათლებით აღჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება და რეალიზება ცხოვრების განმავლობაში. სკოლის ღირებულებები 1. უსაფრთხოება და დაცულობა 2. განათლების მაღალი ხარისხი 3. პროფესიონალიზმი 4. გუნდური მუშაობა 5. სამართლიანობა სკოლის ძირითადი პრიორიტეტებია 1. განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა მოსწავლეს. 2. მოსწავლეების, მშობლების და პედაგოგების თანამშრომლობა 3. უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემო 4. თითოეული მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება 5. სკოლის ინსტიტუციური განვითარება 6. სკოლაში არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება 7. მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება 8. მუდმივი განვითარება და კარიერული ზრდა 9. ზრუნვა მოსწავლეთა კონტიგენტის გაზრდაზე 10. ორიენტაცია მაღალ შედეგებზე 11. საკლუბო და საწრეო მუშაობისათვის ხელის შეწყობა 12. მდგრადი განვითარების ხელშეწყობა 13. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
სკოლის სტრატეგიული გეგმა
სკოლის 1 წლიანი სამოქმედო გეგმა
მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი
სკოლის შინაგანაწესი.
სკოლა ახალი რეაბილიტირებულია, ინფრასტრუქტურა გამართულია. სკოლაში არის 12 საკლასო ოთახი და ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციის, საქმისმწარმოებლის, ბუღალტრის, დირექტორის, ექიმის, ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო სივრცე ლაბორატორიისთვის. საპირფარეშოების ორივე სართულზე (ადაპტირებული საპირფარეშო). მოწყობილია პანდუსი და ლიფტი, სპორტული დარბაზი, გასახდელები, მინი და სტანდარტული სპორტული მოედნები. მოწყობილია გაზზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემა.სკოლის წყლით მომარაგება ხდება ცენტარლური მაგისტრალიდან. ასევე ფუნქციონირებს არტეზიული ჭა. სასკოლო ავეჯი ძირითადად განახლებულია. ფუნქციონირებს სააქტო დარბაზი. სკოლა აღჭურვილია 30 ერთეული ვიდეოსათვალთავლო კამერით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით. სკოლაში არის ფართი კვების ობიექტისათვის.
სკოლის ბიუჯეტი