რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · მარტვილი · მარტვილი, სოფელი ლედგებე

რეესტრის კოდი#1616
მოსწავლე66
მასწავლებელი20
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
თამილა შულაია
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
04/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
04/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

მარტვილი, სოფ. ლედგებე

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
48
სსსმ ლიმიტი
6
სსსმ თავისუფალი ადგილი
6
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მისია, ხედვა, ღირებულებები 2024წ. ლედგებე მისია სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საუკეთესო განათლებას მზრუნველ და აკადემიური გამოწვევებით აღსავსე გარემოში, აძლევს შესაძლებლობას, მიაღწიონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და გახდნენ ქმედითუნარიანი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალური მოქალაქეები, ქვეყნის ინეტერესების, ტრადიციების და ღირებულებების მატარებელი პიროვნება, ასევე შევუქმნათ ინკლუზიური, მრავალფეროვანი, ინოვაციური და უსაფრთხო სასწავლო გარემო; ხედვა სკოლა 2030 წლისთვის იქნება ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც საგანმანათლებლო პროცესი ეფუძნება თანამედროვე სტანდარტებს, უზრუნველყოფს ისეთ გარემოს შექმნას, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის შესაძლებლობის, პოტენციალის განვითარებაზე. ღირებულებები • კეთილსინდისიერება; • მიუკერძოებლობა; • მიღწევების აღიარება და პატივისცემა • გუნდურობა; • ინოვაციური მიდგომებისადმი მუდმივი სწრაფვა

დოკუმენტები

მისია(გასწორებული).docx03/12/2025 10:17:12 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სკოლის პერსონალის ფუნქცია-ვალდბულებები.doc03/12/2025 10:18:12 · 0.38 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

11.01.2024 შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა(კორექტირებული).docx03/12/2025 10:18:43 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

2025-26 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.doc03/12/2025 10:19:08 · 0.38 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

-სტრატეგიული გეგმა-ნიმუში ახალი.docx16/11/2023 10:25:06 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სტრ. განვითარებისა და სამოქმედო გეგმის მონიტ. და შეფას. მეთოდოლოგია.docx03/12/2025 10:20:14 · 0.18 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

მოსწავლის, მშობლის, პერსონალის უფლებების დაცვის დაგარანტიების დაცვის მექანიზმები.docx03/12/2025 10:20:47 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა2 დამატებითი მასალა

თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. მოქმედების სფერო 1. სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის თანამდებობრივი ინსტრუქციები შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის, სკოლის შინაგანაწესისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 2. თანამდებობრივი ინსტრუქციები განსაზღვრავს სკოლაში დასაქმებული პირების უფლება–მოვალეობებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; 3. თანამდებობრივი ინსტრუქციები ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე და სავალდებულოა შესასრულებლად; 4. თანამდებობრივი ინსტრუქციები წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს. მუხლი 2. სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა შედგება სკოლის სტრუქტურული ერთეულებისაგან, კოლეგიური სამუშაო ჯგუფებისაგან (კომისიები/საბჭოები) და თანამდებობრივი პოზიციებისაგან. მუხლი 3. სტრუქტურული ერთეულები 1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: 1.1. დირექცია; 1.2. პედაგოგიური საბჭო; 1.3. სამეურვეო საბჭო; 1.4. მოსწავლეთა თვითმმართველობა; 1.5. დისციპლინური კომიტეტი. 2. სკოლის კოლეგიური სამუშაო ჯგუფების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება დირექტორის მიერ დამტკიცებული დებულებებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 4. კოლეგიური სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის რეგულირება 1. . სკოლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება და საქმიანობა რეგულირდება ,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანების, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების’’ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 3. მოსწავლეთა თვითმმართველობის უფლებამოსილება განისაზღვრება და საქმიანობა რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების’’, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ დამტკიცებული დებულების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად; 4. დისციპლინური კომიტეტის უფლებამოსილება განისაზღვრება და საქმიანობა რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების’’, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N167/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად; 5. სკოლის დირექციის წევრების და პედაგოგიურ საბჭოში შემავალი მასწავლებლების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება მათთან შრომითი ხელშეკრულებებითა და წინამდებარე ინსტრუქციებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5. სკოლაში არსებული თანამდებობრივი პოზიციები 1. სკოლაში არსებული თანამდებობრივი პოზიციები განსაზღვრულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული და დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად. 2. სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ნებისმიერი პირი ვალდებულია: 2.1. თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს იხელმძღვანელოს შრომითი ხელშეკრულებით, სკოლის შინაგანაწესით და თანამდებობრივი ინსტრუქციით, შეასრულოს წინამდებარე დოკუმენტაციით მასზე დაკისრებული ფუნქციები და იყოს პასუხისმგებელი განსაზღვრული ფუნქციების დადგენილი წესით შესრულებაზე; 2.2. იზრუნოს სკოლის განვითარებაზე; 2.3. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას და დაიცვას უსაფრთხოების წესები; 2.4. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი; 2.5. თავის საქმიანობა წარმართოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებების შესაბამისად; 2.6. დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას; 2.7. დაესწროს სკოლის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს, გარდა საპატიო შემთხვევის არსებობისა; 3. საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამშრომლების გარდა, სკოლის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებით სკოლაში შესაძლებელია შტატგარეშე თანამშრომლად დასაქმდეს პირი დირექტორის გადაწყვეტილებით, რომლის პოზიცია, შესასრულებელი სამუშაო, შრომის ანაზღაურება და სხვა პირობები განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. თავი II. სკოლის დირექცია მუხლი 6. დირექცია სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორისა და ბუღალტრისაგან. მუხლი 7 . სკოლის დირექტორი 1. სკოლის დირექტორი: 1.1. არის სკოლის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს სკოლაში, მართავს სკოლას და ხელს უწყობს სკოლის უწყვეტ განვითარებას ყველა მოსწავლისათვის სწავლებისა და სწავლის მაღალი ხარისხისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზ

დოკუმენტები

უსაფრთხოების-პოლიტიკა ლედგებე ახ.ვ.(ფიზიკ.უსაფ.მექანიზმი აქაა ჩაშენებული).docx03/12/2025 10:23:25 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები2 დამატებითი მასალა

5. ფინანსური მართვა: ➢ სამეურვეო საბჭოზე დამტკიცებული მონაწილეობითი ბიუჯეტი; ➢ პროფიციტული ბიუჯეტი; ➢ კომუნალური გადასახადების ეფექტური ხარჯვა; 6. რესურსების მოზიდვა ➢ საგრანტო კონკურსებში მიღებული დაფინანსების გამოცდილება. 5. ფინანსური მართვა: ➢ სასწავლო რესურსებსა და თვალსაჩინოებებზე გაწეული მცირე ხარჯები; ➢ მოსწავლეთა წახალისებაზე გაწეული მცირე ხარჯები; ➢ პედაგოგთა გადამზადებისათვის გაწეული მინიმალური ხარჯები. ➢ 6. რესურსების მოზიდვა ➢ ბოლო წლებში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი.

დოკუმენტები

2026 წლის გეგმა -- ს. ლედგებეს საჯარო სკოლა_.xls03/12/2025 10:57:39 · 0.01 MB
შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ.pdf03/12/2025 10:57:39 · 0.21 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე