მარტვილი, სოფ. ლეცავე, ნინოწმინდის 2
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 20
- თავისუფალი ადგილი
- 17
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
სამეგრელო-ზემო სვანეთი · მარტვილი · მარტვილი, სოფელი სალხინო
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
წინამდებარე დოკუმენტი: განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ სტრატეგიული გეგმის პროექტი სკოლის მისია თანასწორობის პრინციპების დაცვით ხელი შეუწყოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებული, მოაზროვნე, მაძიებელი, შემომქმედი, შრომისმოყვარე მოქალაქის აღზრდას და სწავლების მაღალი დონის მიღწევას. სკოლის ხედვა სსიპ. მატვილის მუნიციპალიტეტის სოფ ლეცავეს საჯარო სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეთა ხარისხიანი, თანაბარი და უწყვეტ განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის მოქალაქისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. სკოლის ღირებულებები: სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის ღირებულებებია: • თანამშრომლობა; • გუნდურობა; • ღიაობა: • დემოკრატიული მართვა; • უწყვეტი განვითარება სკოლის მისიის, ღირებულებებისა და ხედვის განსახორციელებლად სასკოლო საზოგადოებამ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით: • წესრიგი და კეთილსინდისიერება • მიუკერძოებლობა • სამართლიანობა და გამჭვირვალობა • სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება • თემისა და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება • პედაგოგთა პროფესიული ზრდა და განვითარება • გუნდური მუშაობა
სსიპ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის სტრუქტურა
წინამდებარე დოკუმენტი: განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ სსიპ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2025-2032 სარჩევი: სკოლის მიზანი სტარატეგიული განვითარების გეგმა • სკოლის მისია • სკოლის ხედვა • სკოლის ღირებულებები • რესურსები სკოლის სტრატეგია • სტრატეგიული გრძელვადიანი მიზნები • სტრატეგიული გრძელვადიანი მიზნების განხორციელების სტრატეგია • SWOT ანალიზი სტრატეგიული მიზნებისათვის მისაღწევად საჭირო რესურსები • სასწავლო პროგრამები • მატერიალური რესურსი • ტექნიკური რესურსი • ფინანსური რესურსი • ადამიანური რესურსი • სკოლის ფინანსები მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმები • სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადები • შეფასების სქემები და კრიტერიუმები შესავალი: სტარატეგიული განვითარების გეგმა სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2025-2032 წწ) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. მოცემული სტრატეგიული გეგმით განისაზღვრება სკოლის განვითარების ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, ,,ზოგადი განათლების შესახებ კანონს’’, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, საჯარო სკოლის შესახებ წესდებას, სკოლის შინაგანაწესს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, ბავშვთა უფლებების კონვენციას და სხვა ნორმატიულ აქტებს. სკოლის მიმოხილვა სსიპ- მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლა ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ახორციელებს ესგ-ის დანერგვას და შესაბამის საქმიანობას. სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სკოლა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ესგ-ის შესაბამისად. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საბანკო ანგარიში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. სკოლის მისია თანასწორობის პრინციპების დაცვით ხელი შეუწყოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებული, მოაზროვნე, მაძიებელი, შემომქმედი, შრომისმოყვარე მოქალაქის აღზრდას და სწავლების მაღალი დონის მიღწევას. სკოლის ხედვა სსიპ. მატვილის მუნიციპალიტეტის სოფ ლეცავეს საჯარო სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეთა ხარისხიანი, თანაბარი და უწყვეტ განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის მოქალაქისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. სკოლის ღირებულებები: სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის ღირებულებებია: • თანამშრომლობა; • გუნდურობა; • ღიაობა: • დემოკრატიული მართვა; • უწყვეტი განვითარება სკოლის მისიის, ღირებულებებისა და ხედვის განსახორციელებლად სასკოლო საზოგადოებამ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით: • წესრიგი და კეთილსინდისიერება • მიუკერძოებლობა • სამართლიანობა და გამჭვირვალობა • სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება • თემისა და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება • პედაგოგთა პროფესიული ზრდა და განვითარება • გუნდური მუშაობა რესურსები სკოლის ტექნიკური ბაზა შესაძლებლობას იძლევა სწავლა/სწავლების ხარისხი იყოს მაღალ დონეზე. სკოლის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ არსებული რესურსების მიზან მიმართულ გამოყენებას. სკოლის განვითარების სტრატეგიები სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს 2025-2032 წლებში იმუშაოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგია1. სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლება და უწყვეტი განვითარება სტრატეგია 2. დემოკრატიული, სკოლის უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა სტრატეგია 3. სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება და სრულყოფა სტრატეგია 4. არაფორმალური და პროფესიული განვითარება სტრატეგია 5. ციფრული ტრანსფორმაცია სტრატეგია 6. მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება ტრატეგია1. სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლება და უწყვეტი განვითარება სტრატეგიული მიზანი N 1 სწავლა სწავლების ხარისხის ამაღლება და უწყვეტი განვითარება ამოცანა წლები შესრულების ინდიკატორი მტკიცე ბულება პასუხისმგ. შენიშვნა 2025 2036 2026 2037 2027 2038 2028 2039 2029 2030 2030 2031 2031 2032 1.1. სასწავლო პროცესის მონიტორინგი განხორციელებულია სასწავლო პროცესის მონიტორინგი მონიტორინგის დებულება. განხორციელებული მონიტორინგის ანალიზი მონიტორინგის ჯგუფი 1.2. მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა დადგენილია და გათვალისწინებულია მოსწავლეთა საჭიროებები მოსწავლეთა მიღწევი შდეგების ანალიზი საგნობრივი კათერები 1.3. კურიკულუმის შემუშავება, დანერგვა, მონიტორინგი, შეფასება მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება კურიკულუმით განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად კურიკულუმის შემუშავების მეთოდოლოგია. მონიტორინგისა და შეფასების ანალიზი საგნობრივი კათედრები. მონიტორინგის ჯგუფი 1.4. ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვა დანერგილის სწავლების ინოვაციური მეთოდები კათედრის გამგე, სტრატეგიული მიზანი N 2 დემოკრატიული, სკოლის უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა ამოცანა წლები შესრულების ინდიკატორი მტკიცე ბულება პასუხისმგ. შენიშვნა 2025 2026 2026 2027 2027 2028 2028 2029 2029 2030 2030 2031 2031 2032 2.1
შესავალი: სტარატეგიული განვითარების გეგმა სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2025-2032 წწ) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. მოცემული სტრატეგიული გეგმით განისაზღვრება სკოლის განვითარების ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, ,,ზოგადი განათლების შესახებ კანონს’’, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, საჯარო სკოლის შესახებ წესდებას, სკოლის შინაგანაწესს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, ბავშვთა უფლებების კონვენციას და სხვა ნორმატიულ აქტებს.
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის სამოქმედო გეგმა -- ამოცანა აქტივობა სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო პასუხისმგებელი პირი შემსრულებელი სხვა ჩართული მხარეები (გარდა დაწესებულებისა) რესურსები ინდიკატორი შეფასების შედეგი სტრატეგიული მიზანი N1 - სწავლა- სწავლების ხარისხის ამაღლება სასწავლო პროცესის მონიტორინგის განხორციელება. სასწავლო პროცესის მონიტორინგი დირექტორი მასწავლებელი ადამიანური რესურსი მონიტორინგის ანგარიში მონიტორინგის შეფასება დირექტორი მასწავლებელი ადამიანური რესურსი მონიტორინგის ანგარიში მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა მშობლებისა და მოსწავლეების გამოკითხვა. დირექტორი მასწავლებელი ადამიანური რესურსი კითხვარები თანამშრომლობა კათედრის წევრებს შორის დირექტორი მასწავლებელი ადამიანური რესურსი ოქმები, ფოტო მასალა კურიკულუმის შემუშავება/დანერგვა, მონიტორინგი და შეფასება ახალი კურიკულუმების დახვეწა დირექტორი მასწავლებელი ადამიანური რესურსი შემუშავებული კურიკულუმი კურიკულუმის განხორციელება/მონიტორინგი დირექტორი მასწავლებელი ადამიანური რესურსი მონიტორინგის ანგარიში ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა ჩართულობა სხვადასხვა ტრენინგებში, სემინარებში კონფერენციებში დირექტორი მასწავლებელი ადამიანური რესურსი ცნობები, სერტიფიკატები გაკვეთილების ჩატარება, ელ. რესურსების შექმნა პროექტების განცორციელება დირექტორი მასწავლებელი ადამიანური რესურსი გაკვეთილის გეგმა, ფოტო მასალა, შექმნილი ეს რესურსი, განხორციელებული პროექტის ანგარიში სტრატეგიული მიზანი N2 - უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა კანონმდებლობის ცვლილების შესასაბამისად შინაგანა წესში ცვლილების შეტანა/დამტკიცება. დირექტორი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ადამიანური რესურსი შინაგანაწესი მორიგეობის ცხრილის შედგენა. დირექტორი მასწავლებელი ადამიანური რესურსი მორიგეობის ცხრილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა შეთანხმებული საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა. დირექტორი შესაბამისი სამსახური ადამიანური რესურსი შეთანხმებული საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. დირექტორი სკოლის ექიმი დამლაგებლები,მეეზოვე ადამიანური რესურსი უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის განახლება. დირექტორი ბუღალტერი შესაბამისი სამსახური ადამიანური რესურსი დატუმბული ცეცხლმაქრები. სკოლის პერიმეტრის ვიდეოკამერებით კონტროლი დირექტორი ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი სტრატეგიული მიზანი N3 - მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; სკოლის ეზოს კეთილმოწყობა, სკოლის არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა სკოლის ეზოს გამწვანება დირექტორი ბუღალტერი, მასწავლებელი მოსწავლე, მშობელი ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი გამწვანებული სკოლის ეზო საკლასო ოთახების აღჭურვა კომპიუტერებით და პროექტორებით დირექტორი ბუღალტერი სამინისტრო, ორგანიზაცია ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი განახლებული ტექნიკა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება, საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების მოძიება/განახლება/ შევსება ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება. დირექტორი ბუღალტერი, ბიბლიოთეკარი ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი განახლებული წიგნადი ფონდი ელექტრონული რესურსებით გამდიდრება დირექტორი ბუღალტერი, მასწავლებელი ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი განახლებული ელექტრონული რესურსები ფინანსური მდგრადობა ბიუჯეტის დაგეგმვა და შეთანხმება სამეურვეო საბჭოსთან. დირექტორი ბუღალტერი, სამეურვეო საბჭო ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი დამტკიცებული ბიუჯეტი შესყიდვების გეგმის დამტკიცება, შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა და ბაზრის კვლევა. დირექტორი ბუღალტერი ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმაბაზრის კვლევა სტრატეგიული მიზანი N4 – არაფორმალური განათლების გაძლიერება არაფორმალური განათლების ხელშემწყობი აქტივობების დანერგვა-განხორციელება. კლუბური მუშაობის დანერგვა, პროექტების განხორციელება, კონფერენციების მოწყობა. დირექტორი დირექტორის მოადგილე მასწავლებელი ადამიანური რესურსი კლუბის წესდება, პროექტის გეგმა, პროექტის განხორციელების ანგარიში, სერტიფიკატი, ფოტო მასალა. გასვლითი ვიზიტები სხვადასხვა დაწესებულებებში. დირექტორი დირექტორის მოადგილე მასწავლებელი ადამიანური რესურსი ფოტო მასალა, ანგარიშები სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება და თანამშრომლობა დირექტორი დირექტორის მოადგილე მასწავლებელი ადამიანური რესურსი თანამშრომლობისა და პარტნოიორობის დამდასატურებელი დოკუმენტები შეხვედრების ჩატარება დირექტორი დირექტორის მოადგილე მასწავლებელი ადამიანური რესურსი შეხვედრის ოქმები, ფოტო მასალა სტრატეგიული მიზანი N5 - ციფრული ტრანსფორმაცია კომპიუტერული ტექნიკის მოზიდვა, შეძენა პროექტების გახორციელება კომპიუტერების შსაძენად დირექტორი დირექტორის მოადგილე მასწავლებელი ადამიანური რესურსი შეხვედრის ოქმები, ფოტო მასალა
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი სსიპ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას; გაზარდოს სამოქალაქო აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა; ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას; მისცეს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალება; აამაღლოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში; ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში: ა) მოსწავლეთა თვითმმართველობა თანამშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ათანხმებს მასთან; ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობა იცავს მოსწავლეთა ინტერესებს და მათ უფლებებს, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან შუამდგომლობს; გ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას; დ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ე) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ვ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწოლეობს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში; ზ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა საკითხებს; თ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს გამორჩეული მოსწავლეების აღიარებისა და წახალისების საკითხებს; ი) მოსწავლეთა თვითმმართველობა გეგმავს გამოფენებს დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, კედლის გაზეთის გამოცემებს და სხვ. კ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ერთ-ერთი ხელისშეწყობი მექანიზმია მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის გასავითარებლად. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პროცედურები: 1. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე განცხადებას წერს სკოლის დირექტორის სახელზე; 2. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს განცხადება შეაქვს სკოლის კანცელარიაში; 3. სკოლის საქმისმწარმოებელი eflow-ს საშუალებით ტვირთავს განცხადებას; 4. სკოლა განიხილავს მოსწავლეთა მიერ მიწოდებულ ინიციატივას; 5. ინიციატივის მხარდასაჭერად იღებს შესაბამის ზომებს.
სსიპ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ ლეცავეს საჯარო სკოლის თანამშრომლების მოსწავლეების /მშობლის კანონიერი წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილებების გასაჩივრების ასევე საჩივრების განხილვის წესი სარჩევი შესავალი 2 ხელმისაწვდომობა და საჯაროობა; 2 პრობლემის არაფორმალური მოგვარება; 3 საჩივრების განმხილველი ორგანო; 3 საჩივრის სუბიექტი; 4 საჩივრის წარდგენა ; 4 წარმომადგენლობის უფლება.; 5 შესავალი სსიპ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებას, გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. ამის მისაღწევად სკოლამ შეიმუშავა საჩივრების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი განხილვის ეფექტიანი მექანიზმი. საჩივრების ეფექტური სისტემა დაემყარა შემდეგ ძირითად პრინციპებს: წამოჭრილი პრობლემის არაფორმალური მოგვარების მხარდაჭერა; საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობა; საჩივრების პროცედურების სიმარტივე; გონივრული და მკაფიოდ განსაზღვრული დროის ფარგლები საჩივრის განხილვის/გამოძიებისა და გადაწყვეტისათვის; საჩივრით წამოჭრილი საკითხების სამართლიანი, სრული და მიუკერძოებელი განხილვა/გამოძიება და გადაწყვეტა. ხელმისაწვდომობა და საჯაროობა; სსიპ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლაში მოქმედი საჩივრების პროცედურები საჯარო და ფართოდ ხელმისაწვდომია. თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს თავისი უფლებების, სკოლაში არსებული საჩივრების სისტემისა და პროცედურების შესახებ. ინფორმაცია საჩივრების პროცედურების შესახებ გამოქვეყნებულია: • სკოლის ვებ-გვერდზე; • სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს აქვთ დროული რჩევის მიღების შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარების საშუალებების შესახებ. ამისათვის საჯარო სკოლა უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის შესაძლებლობას, გაიაროს კონსულტაცია სკოლის სადავო საკითხზე პასუხისმგებელი პირთან. ასეთი კონსულტაცია კონფიდენციალური ხასიათისაა და იგი არ ითვლება ფორმალური საქმისწარმოების დაწყების საფუძვლად. პრობლემის არაფორმალური მოგვარება; სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის საჩივრების განხილვის სისტემის არსებობა და მის საფუძველზე გარკვეული გამოძიების განხორციელება სკოლის მიერ მისი საგანმანათლებლო ფუნქციის შესრულებას ემსახურება. გარდა ამისა, სკოლის ეფექტური ფუნქციონირების ძირითადი პირობა სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობისა და ნდობის მაღალი ხარისხია. შესაბამისად, ფორმალური საჩივრის წარდგენამდე ყველა დაინტერესებული პირი ვალდებულია, წარმოქმნილი პრობლემა გადაჭრას არაფორმალურად, სადავო საკითხზე პასუხისმგებელი პირისადმი მიმართვის გზით. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევასთან, რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნით დევნასთან ან როდესაც ნებისმიერმა დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს პიროვნების კანონიერ ინტერესებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ წარადგინოს ფორმალური საჩივარი. საჩივრების განმხილველი ორგანო; სსიპ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის წესდების მიხედვით, საჩივრებს განიხილავს დირექტორი, დისციპლინური კომიტეტი, სამეურვეო საბჭო ან სააპელაციო კომიტეტი, რომელიც იქმნება სამეურვეო საბჭოს მიერ. დაუშვებელია, საქმის განხილვა/გამოძიებასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდეს: პირი, რომელსაც პირადი ინტერესი აქვს საქმის შედეგისადმი; პირი საჩივრით ინიცირებული საქმის წარმოების მხარეა; პირი საქმისწარმოების ერთ-ერთ მხარესთან, თანამდებობრივი ურთიერთობის გარდა, ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობაშია. ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში დირექტორი, სამეურვეო საბჭოს ან დისციპლინური, სააპელაციო კომიტეტის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. თუ ის არ განაცხადებს თვითაცილებას, მას აცილება შეიძლება მისცენ საქმისწარმოების მხარეებმა. განცხადება აცილების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება. სააპელაციო კომიტეტის აცილებული წევრის ჩანაცვლება უნდა მოხდეს სამეურვეო საბჭოს მიერ შერჩეული პირით, ხოლო დირექტორის ნაცვლად საჩივარს განიხილავს სამეურვეო საბჭო ან სააპელაციო კომიტეტი. საჩივრის სუბიექტი; ფორმალური საჩივრის წარდგენის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე გავლენას ახდენს სკოლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სხვა ქმედება, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ან მასწავლებლის ქმედება. საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს სადავო ქმედების განხორციელებიდან ან ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან 30 დღის ვადაში. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ 30-დღიანი ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, სკოლის ან სხვა საპატიო მიზეზით. სკოლის ადმინისტრაციის წევრს უფლება არ აქვს, წარადგინოს საჩივარი მის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით. საჩივრის წარდგენა ; კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში , რაც მისთვის ცნობი
სკოლა ახალი რეაბილიტირებულია, ინფრასტრუქტურა გამართულია. სკოლაში არის 12 საკლასო ოთახი და ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციის, საქმისმწარმოებლის, ბუღალტრის, დირექტორის, ექიმის, ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო სივრცე ლაბორატორიისთვის. საპირფარეშოები ორივე სართულზე. ორივე სართულზე (ადაპტირებული საპირფარეშო). მოწყობილია ლიფტი, შიდა სპორტული დარბაზი, მინი და სტანდარტული სპორტული მოედნები. მოწყობილია გაზზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემა. სკოლის წყლით მომარაგება ხდება ცენტარლური მაგისტრალიდან. სასკოლო ავეჯი ძირითადად განახლებულია. სკოლა აღჭურვილია 25 ერთეული ვიდეოსათვალთავლო კამერით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით.
ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდენთ სსიპ მარტვლის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის 2024 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან . 2024 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 11.053.98 ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 493.396 ლარით. დაზუსტების მიზნით, სკოლის ბიუჯეტში წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ განხორციელდა ცვლილება. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. საანგარიშო პერიოდში სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 144.885 ლარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების შესაბამისად, სსსმ მოსწავლეებისათვის გამოყოფილმა დამატებითმა დაფინანსებამ წლიურად შეადგინა 8400 ლარი. სპეცმასწავლებლისათვის გამოყოფილია 3210 ლარი.სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. საანგარიშო პერიოდში სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 144885 ლარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების შესაბამისად, სსსმ მოსწავლეებისათვის გამოყოფილმა დამატებითმა დაფინანსებამ წლიურად წლის იანვარში „მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისაშეადგინა 8400 ლარი. 2024 და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების შესაბამისად, მასწავლებლებს სტატუსის დანამატი გაეზარდათ 125 ლარის (ხელზე ასაღები 100 ლარი) ოდენობით. 2024 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2024 წლის 01 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, სახელფასო ხარჯი ჯამში შეადგენს 445.823 ლარს. კომუნალური ხარჯების დასაფარავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან 2024წელს სკოლამ მიიღო 14752 ლარი. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შემოსულმა თანხამ საანგარიშო პერიოდში ჯამურად შეადგინა 2 837 ლარი. სულ სკოლის შემოსავალმა საანგარიშო პერიოდში სეადგინა493 396 ლარი. გაცემული ხელფასის ოდენობამ შეადგინა 445.823. სხვა ხარჯები :პრემია-4398 ლარი,საპენსიო-5116 ლარი,ელ.ენერგია 7200 ლარი,გაზი-9360 ლარი,მივლინება-226 ლარი.