მარტვილი, სოფ. ინჩხური
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 13
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · მარტვილი · მარტვილი, სოფელი ინჩხური
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს სხდომა 2023-წელი 10 ოქტომბერი ოქმი N5 სსიპ იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის მისია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებული აქტიური მოქალაქის აღზრდა, რომელსაც გაცნობიერებული ექნება საკუთარი უფლება-მოვალეობები და ღირსეულ წვლილს შეიტანს საზოგადოების განვითარების პროცესში. სკოლა უზრუნველყოფს: სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევას, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას; ციფრული მოქალაქეობის განვითარებას; პატრიოტული, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. ამ მისიის განხორციელება ხელს შეუწყობს გავხდეთ კონკურენტუნარიანი სკოლა საგანმანათლებლო სივრცეში. დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს სხდომა 2023-წელი 10 ოქტომბერი ოქმი N5 სსიპ იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის სჯარო სკოლის ხედვა 2030 წლისთვის ჩვენი სკოლა იქნება საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვისა და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით მოსწავლეები გახდებიან განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, წიგნიერი და პროგრესული სიახლეთა მიმღები პიროვნებები. არაფორმალური განათლების განვითარებისა და მოსწავლეთა მხარდამჭერი ინიციატივების წახალისების შედეგად, მოსწავლეები გახდებიან პატრიოტული ღირებულებების, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი და გარემოსდაცვითი ცნობიერების მქონე მოქალაქეები. ჩვენი სკოლა მიაღწევს აღზარდოს მომავალი თაობა, რომელიც იქნება განათლებული, პასუხისმგებლობით გამორჩეული აქტიური მოქალაქეები, რომლებიც შეძლებენ მდგრადი, განვითარებული საზოგადოებისთვის საკუთარი წვლილის შეტანას. დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს სხდომა 2023-წელი 10 ოქტომბერი ოქმი N5 სსიპ იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის სჯარო სკოლის ღირებულებები ჩვენი სკოლა აღიარებს ღირებულებებს, რომელთა მიღება და გათავისება სასკოლო საზოგადოების მიერ ხელს შეუწყობს ისეთი პიროვნებების აღზრდას, რომელიც ღირსეულად გაართმევს თავს ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ჩვენი სკოლის ღირებულებებია: ორიენტაცია მუდმივ განვითარებაზე; ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სიახლეებზე მისაწვდომობის ხელშეწყობა; სამართლიანობა, თანასწორობა, პასუხისმგებლობა; მოსწავლეთა შორის თანასწორობისა და საერთო პასუხისმგებლობის წახალისება; მოსწავლეს ეძლევა საშუალება გაიაზროს საერთო პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. მოსწავლე აცნობიერებს გუნდური მუშაობისა და თანასწორობის პრინციპებსა და ურთიერთობების ფორმებს. პატრიოტიზმი და მრავალფეროვნება პატივისცემა ეროვნული და ეთნიკური მრავალფეროვნების მიმართ; მოსწავლეებში ეროვნული იდენტობისა და ქვეყნის სიყვარულის გაღრმავება; საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ცოდნის წახალისება; საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა. გარემოს დაცვა და ეკოლოგიური ცნობიერების განვითარება ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და მდგრადი მომავლის შექმნაში მონაწილეობა
სსიპ იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლას ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, "ზოგადი განათლების შესახებ" კანონს, საჯარო სკოლის წესდებას, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის შინაგანაწესს და სხვა სამართლებრივ აქტებს.
საიფორმაციო სერვისები სსიპ იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომია მოსწავლეებისა და პერსონალისათვის სკოლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სკოლაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისი წესი. სსიპ იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას; გაზარდოს სამოქალაქო აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა; ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას; მისცეს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალება; აამაღლოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში; ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. სსიპ იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში: ა) მოსწავლეთა თვითმმართველობა თანამშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ათანხმებს მასთან; ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობა იცავს მოსწავლეთა ინტერესებს და მათ უფლებებს, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან შუამდგომლობს; გ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას; დ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ე) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწოლეობს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში; ვ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა საკითხებს; ზ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს გამორჩეული მოსწავლეების აღიარებისა და წახალისების საკითხებს; თ) მოსწავლეთა თვითმმართველობა გეგმავს გამოფენებს დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, კედლის გაზეთის გამოცემებს და სხვ. ი) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ერთ-ერთი ხელშემწყობი მექანიზმია მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის გასავითარებლად. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პროცედურები: 1. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე განცხადებას წერს სკოლის დირექტორის სახელზე; 2. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს განცხადება შეაქვს სკოლის კანცელარიაში; 3. სკოლის საქმისმწარმოებელი eflow-ს საშუალებით ტვირთავს განცხადებას; 4. სკოლა განიხილავს მოსწავლეთა მიერ მიწოდებულ ინიციატივას; 5. ინიციატივის მხარდასაჭერად იღებს შესაბამის ზომებს. მოსწავლეთა მხარდაჭერა 1.მოსწავლეთა უფლებები და კანონიერი ინტერესები დაცულია 2.სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის,სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის გამჭირვალე და მკაფიო მექანიზმები 3.სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეტა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის მომსახურება 4.სსსმ მოსწავლეთა მომსახურება ხორციელდება მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.
1.სკოლის დირექტორის ქცევის წესები
ინფრასტრუქტურა სსიპ იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლა რეაბილიტირებულია 2019 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ., ინფრასტრუქტურა გამართულია. სკოლაში არის 12 საკლასო ოთახი, ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციის, საქმისმწარმოებლის,დირექტორის, ექთნის, ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო სივრცე ლაბორატორიისთვის, სამასწავლებლო. საპირფარეშოები ორივე სართულზე. პირველ სართულზე ადაპტირებული საპირფარეშო. მოწყობილია: პანდუსი, გაზზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემა. სკოლის წყლით მომარაგება ხდება ცენტარლური მაგისტრალიდან. სასკოლო ავეჯი ძირითადად განახლებულია. სკოლა აღჭურვილია 16 ერთეული ვიდეოსათვალთავლო კამერით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით.
ფინანსები დანართი 1