ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყარი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 19
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი ჭითაწყარი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის მისიაა, შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნებების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან ერთად სკოლის მიზანია, განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს საჭირო ცოდნა, დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს მათ ოჯახის საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში, რითაც წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. სკოლის ხედვა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ტოლერანტი, თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების აღზრდა • სასკოლო საზოგადოებაში ურთიერთ პატივისცემისა და ზნეობრივი მხარდაჭერის პრინციპებით თანამშრომლობა • წარმატებულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობის ზრდა
სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს, დისციპლინურ კომიტეტს, სკოლის დირექციას, სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგიურ საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმათველობას, მრჩეველთა საბჭოს, მანდატურის სამსახურს.
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
სკოლის ბიუჯეტი, რომელიც მტკიცდდება სამეურვეო საბჭოს შეთანხმებით