რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი ტყაია

რეესტრის კოდი#1593
მოსწავლე84
მასწავლებელი22
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ხათუნა ბობოხია
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ზუგდიდი, სოფ. ტყაია

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
20
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

მომავლის ხედვა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიის საჯარო სკოლა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე ვალდებულია ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც მისცემს საფუძვლიან განათლებას .სკოლა აღზრდის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ თავისუფალ პიროვნებას, რომელიც შეიტანს თავის წვლილს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ და სოციალურ -ეკონომიკურ განვითარებაში. მისია იზრუნოს განათლების ხარისხის მუდმივ ამაღლებაზე, „მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის უზრუნველყოფით შექმნას უსაფრთხო, კომფორტული და კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს აკადემიური განათლება, სადაც წახალისებული იქნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების პროცესში თანამშრომლობა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება, რაც უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, დამოუკიდებლად, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებას. ახალგაზრდებს შეუქმნას ყველა პირობა, რათა მომზადებულნი შეხვდენ ცხოვრების მოთხოვნებს, ჩამოყალიბდნენ კანონმორჩილ და ტოლერანტ ადამიანებად. სკოლის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პოლიტიკა ეფუძნება თანამედროვე პროგრესული პედაგოგიკის მიდგომებს. ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით მოზარდები ეცნობიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს, უვითარდებათ სოციალური უნარ-ჩვევები. მისიის მიზნების მისაღწევად სკოლა მოქმედებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ნორმების დაცვით და სასწავლო პროცესში იყენებს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიებს. ჩვენ პრიორიტეტს წარმოადგენს მოსწავლე და მისი განვითარების ხელშეწყობა. მეტად მნიშვნელოვანია იგი ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, რომელიც თავისუფლად შეძლებს სოციალური როლების შესრულებას, აღიარებს კანონის უზენაესობას და ხალხთა თანასწორობას, კარგად დაეუფლება საინფორმაციო ტექნოლოგიებს და პატივს მიაგებს საკუთარი ქვეყნის წარსულსა და მის ტრადიციებს. გაითავისებს თანამედროვე მსოფლიოს ღირებულებებს, შეძლებს თვითეფექტურობისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა მისიის მისაღწევად სკოლა ❖ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს; ❖ზრუნავს სკოლის ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ განვითარებასა და კომპიუტერიზაციაზე; ❖ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას; ❖ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე; ❖სასწავლო პროცესში ნერგავს ქვეყნის ფარგლებში დამკვიდრებულ პრაქტიკას; ❖მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს; ❖ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში; ❖მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე; ❖ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, განვითარებასა და აღჭურვაზე; ❖ხელს უწყობს სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას; ❖უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნას.

დოკუმენტები

მისია. ხედვა.docx04/04/2024 15:11:15 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სტრუქტურა.docx04/04/2024 15:29:13 · 0.26 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ტყაიის სკოლის ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა.docx04/04/2024 16:09:24 · 0.31 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიის საჯარო სკოლა

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა -2023--2024 სასწავლო წელი - კოპირება.docx04/04/2024 15:34:07 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა