რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი რუხი, რუსთაველის ქ. №87

რეესტრის კოდი#1586
მოსწავლე623
მასწავლებელი55
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ედუარდ ციკოლია
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ზუგდიდი, სოფ. რუხი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
75
თავისუფალი ადგილი
50
სსსმ ლიმიტი
8
სსსმ თავისუფალი ადგილი
8

ზუგდიდი, ს. რუხი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
24
სსსმ ლიმიტი
2
სსსმ თავისუფალი ადგილი
2
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის მისიაა შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება სკოლაში სწავლის თანაბარი პირობები, და ერთნაირი მოლოდინი. თანამედროვე ტექნოლოგიების და სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით მიიღწევა თითოეული მოსწავლის განვითარება საკუთარი უნარების შესაბამისად. მოსწავლისათვის საჭირო ცოდნის მიწოდებით, გონებრივ - ფიზიკური მონაცმების განვითარების ხელშეწყობით აღვზრდით ისეთი მოქალაქეების რომლებიც იქნებიან ტოლერანტი, დამოუკიდებელნი, გადაწყვეტილების მიმღები, შემოქმედი, პატრიოტი, რეალიზებული და კანონმორჩლი მოქალაქეები, რომლებიც ყოველთვის დაიცავენ ქვეყნის და ოჯახის ინტერესებს. სკოლის მთავარი ღირებულება თანამშრომლობით კულტურაზე დამყარებული ინკლუზიური გარემოა. განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, ემპათია, გუნდურობა, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა, პასუხისმგებლობა.

დოკუმენტები

მისია, ხედვა, ღირებულებები.pdf17/04/2024 09:27:33 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლის) 2023-2024 წლის სტრატეგიული გეგმა ასახავს სკოლის სტრუქტურას, საქმიანობის გრძელვადიან ხედვას, მისიას, განმარტავს სკოლის მიზნებსა და ძირითად ამოცანებს. სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს სკოლის განვითარების უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც დეკლარილებული მიზნების მისაღწევად ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტურ მუშაობას და მთელი სასკოლო საზოგადოების სკოლის საქმიანობაში აქტიური ჩართულობის წახალისებას. ამავე დროს სკოლის თანამშრომლები სტრატეგიულ გეგმას განიხილავენ, როგორც შესაძლებლობას, ყველა დაინტერესებულ მხარეს გაუზიარონ თავიანთი ხედვა და ამით ხელი შეუწყონ სკოლის საქმიანობის შეფასებასა და სრულყოფას. სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილმა ჯგუფმა მუშაობის დაწყებისას ყურადღება გაამახვილა სკოლისა და სასკოლო საზოგადოების მდგომარეობაზე ხუთი ძირითადი ასპექტით: • მოსწავლეთა შედეგები; • მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომელთა პროფესიული განვითარება; • სკოლის მატერილურ ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის განვითარება; • სკოლასა და საზოგადოებას შორის კავშირი; • რესურსების მოზიდვა და მართვა; სკოლის 2023-2030 წლების სტრატეგიული გეგმა ასახავს სკოლის ხედვას და მისიას, მიმოიხილავს ძლიერ და სუსტ მხარეებს, აზუსტებს სტრატეგიულ მიზნებს და ამოცანებს. სკოლის სტრატეგიული გეგმა თანამშრომლობითი პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა, რომელშიც მეტ-ნაკლები აქტიურობით მთელი სასკოლო საზოგადოება იყო ჩაბმული. სამუშაო შეხვედრების შედეგად ჩამოყალიბდა : • სკოლის ხედვა და მისია; • სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და რისკების SWOT ანალიზი; • სტრატეგიული მიზნები; • ამოცანები; • მონიტორინგის და შეფასების სისტემა; სკოლის ხელმძღვანელობას, თანამშრომლებს, მშობლებს, დაინტერესებულ საზოგადოებას კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სტრატეგიული გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც გარკვეული პერიოდულობით (საჭიროებისამებრ)ყოველთვის დაექვემდებარება გადახედვას და მასში ცვლილებები შევა შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით.

დოკუმენტები

სკოლის სტრატეგიული გეგმა.pdf17/04/2024 09:37:21 · 0.1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე