ქ. ზუგდიდი, პიერ კობახიძის ქუჩა 95
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 29
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ქ. ზუგდიდი, პიერ კობახიძის ქუჩა N95
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია კონკურენტუნარიანი, კეთილმეგობრული, სწავლა/სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებული, მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა, ხარისხზე ორიენტირებული გუნდური და თანამშრომლობითი მუშაობის გაძლიერების ხელშეწყობის გზით. კვლევისა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული STEAM სწავლების გაძლიერება, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, კოლაბორაციის, მოქალაქეობის, ხასიათის ნებელობის უნარების განვითარების ხელშეწყობის გზით. სკოლის ხედვა სსიპ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის ხედვაა, 2030 წლისათვის იყოს მდგრადი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე, წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სსიპ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა წარმართავს პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესს. მოზარდებისათვის ქმნის გარემოს, სადაც ისინი განავითარებენ პოზიტიურ უნარ-ჩვევებს, შეძლებენ მიღებული ცოდნის წარმატებით გადატანასა და გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ადაპტაციას, თავისუფალ აზროვნებას, თვითდამკვიდრებას საზოგადოებაში. სსიპ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა პროგრესული ფსიქო-პედაგოგიური მიდგომებითა და განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩამოყალიბებას მაღალგანვითარებულ, მიზანმიმართულ პიროვნებებად. სსიპ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა ათწლიან პერსპექტივაში შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაიმყარებს ლიდერის პოზიციას საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სკოლის მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს: ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებებს უფასო წრეებისა და კლუბების სახით: წრეები: ინგლისური ენის წრე ,ჩვენ ვსაუბრობთ ინგლისურად“- პირველი და მე-9 კლასები; სამოქალაქო განათლების კლუბი ,,მომავლის მოქალაქენი“; ისტორიის კლუბი ,,კლიო“; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კლუბი ,,eco-კლუბი“; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კლუბი ,,STEM -ტექნოლოგია“; ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი ,,ჩემი წიგნი“; სპორტული კლუბი ,,ფეხმარდი“; მუსიკალური კლუბი ,,მხიარული ნოტები“; პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კლუბი ,,მომავლის არჩევანი“;
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლაში დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია თანამშრომლების, მოსწავლეების/მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილებების გასაჩივრების, ასევე საჩივრების განხილვის წესი.