რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ ზუგდიდის №12 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ქ. ზუგდიდი, 9 მაისის ქ. №12

რეესტრის კოდი#1574
მოსწავლე177
მასწავლებელი25
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ფატი შენგელია
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
10/12/2024
ავტორიზაციის დასრულება
10/12/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქ. ზუგდიდი, 9 მაისის 12

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
27
სსსმ ლიმიტი
6
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები3 დამატებითი მასალა

1. სკოლის მისია სსიპ ქალაქ ზუგდიდის N12 საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი; სკოლის მისიაა სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლებისა და არაფორმალური განათლების წარმატებულად შერწყმის ხარჯზე, აღვზარდოთ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი სამოქალაქო ცნობიერების მქონე თაობები, რომლებიც მუდმივ განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული. □ ხედვა სსიპ ქალაქ ზუგდიდის N 12 საჯარო სკოლა გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის ინტეგრაციას შრომით ბაზარზე, კონკურენტუნარიან გარემოში ადაპტაციას ფორმალური და არაფორმალური განათლების წარმატებულად შერწყმის ხარჯზე. ღირებულებები სამართლიანობა; თანასწორუფლებიანობა; ინოვაციურობა; ურთიერთპატივისცემა; გუნდურობა; პროფესიონალიზმი.

დოკუმენტები

მისიაა.ხედვა.docx25/08/2024 15:32:53 · 0.01 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026წწ..pdf12/12/2025 10:58:05 · 32.1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

მოკლე ინფორმაცია: 1. სამეურვეო საბჭო; 2. პედაგოგიური საბჭო; 3. მრჩეველთა საბჭო; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობა; 5. დისციპლინური კომიტეტი; 6. სკოლის დირექტორი; 7. დირექტორის მოადგილე; 8.ბუღალტერი; 9. ხარისხის მართვის და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი; 10. ადმინისტრაცია; 11. დირექციის დამხმარე პერსონალი (საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ექიმი). 12. ტეკნიკური პერსონალი ( მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, დარაჯი, დამლაგებელი, ცეცხლფარეში). 13. საგნობტივი კათედრები.

დოკუმენტები

სტრუქტურა.docx25/11/2024 15:27:45 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

2-98, სკოლის მისიის, ხედვის,ღირებულებების და სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ.pdf12/06/2024 11:53:02 · 4.68 MB
სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf18/10/2024 11:27:54 · 4.49 MB
სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი N13.pdf18/10/2024 11:27:54 · 1.08 MB
2-122. მისია, ხედვის, ღირებულებების და სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ.pdf18/10/2024 11:27:55 · 5.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სასკოლო სასწავლო გეგმა..docx12/03/2024 12:07:33 · 0.73 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა-2024-2025.pdf18/10/2024 11:28:46 · 2.51 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა -2024-2025 სასწ. წელი....pdf01/11/2024 16:19:03 · 1.87 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

1. სასკოლო კლუბები; 2. ქორეოგრაფიული წრე; 3. კარატეს წრე.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები4 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N12 საჯარო სკოლა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებას, გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. ამის მისაღწევად სკოლამ შეიმუშავა საჩივრების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი განხილვის ეფექტიანი მექანიზმი.

დოკუმენტები

შინაგანაწესი-2023...pdf04/12/2023 12:49:28 · 7.59 MB
გასაჩივრების, საჩივრების განხილვის წესი.pdf11/03/2024 13:29:19 · 1.29 MB
შინაგანაწესი-2024.pdf08/11/2024 12:37:50 · 13.63 MB
შინაგანაწესი_2025.pdf17/12/2025 11:28:24 · 14.15 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N12 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია და უზრუნველყოფილია თანამედროვე ინვენტარით, ბიბლიოთეკით, სამედიცინო კაბინეტით, რესურს ოთახით, სპორტული მოედნით, სპორტული დარბაზით, ქიმიის, ფიზიკა-ბიოლოგიისა და კომპიუტერული ლაბორატორიები, კომპიუტერული ლაბორატორია ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის . სკოლას აქვს 6 სველი წერტილი (6 ადაპტირებული საპირფარეშო), სადაც სრულად არის დაცული სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, შენობას აქვს პანდუსი, ღამის განათებები და ა.შ

ფინანსები2 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ ზუგდიდის №12 საჯარო სკოლის, 2023 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიში ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით და 2023 წლის ბიუჯეტის ცალკეული მუხლების შესაბამისად. სამეურვეო საბჭოს მიერ 2022 წლის 21 დეკემბერს დამტკიცდა სსიპ ქალაქ ზუგდიდის №12 საჯარო სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2023 წლის ბიუჯეტი შედგენილი იყო ჯამში 357 546 ლარზე. 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 8 633 ლარს. 2023 წლის 01 იანვრიდან 01 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 387 322,00 ლარი, საიდანაც 164 460 ლარი შეადგენს სკოლაში რიცხულ მოსწავლეებზე გათვლილ ვაუჩერულ დაფინანსებას, 173 153 ლარი - დანამატს სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის, 11 900 ლარი - სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სწავლების დაფინანსების თანხას, ხოლო 4 894 ლარი სკოლის ექიმის დაფინანსების თანხას. ასევე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან, სკოლამ მიიღო გარე სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის 29 452 ლარი, საიდანაც მიზნობრივად მოხდა 29 290 ლარის ათვისება, ხოლო აუთვისებელი თანხის ნაწილი - 161 ლარი დაუბრუნდა სახელმწიფო ხაზინას. სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 3 483 ლარი, მათ შორის: იჯარიდან მიღებულi შემოსავლები - 2181 ლარი, ბანკის სარგებელი - 1 282 ლარი. წლის განმავლობაში, 2023 წლის ბიუჯეტში საჭირო გახდა ცვლილების შეტანა ვაუჩერული დაფინანსების გაზრდისა და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო თანხის დაფინანსების გამო, როგორც შემოსავლით, ასევე ხარჯვით ნაწილში.

დოკუმენტები

ბიუჯეტის მართვა - N12 სკოლა ..docx25/08/2024 15:17:52 · 0.02 MB
ბიუჯეტი..pdf29/08/2024 14:52:43 · 1.21 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე