რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ.№1

რეესტრის კოდი#1571
მოსწავლე1327
მასწავლებელი87
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნანა ხუფაცარია
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
30/10/2023
ავტორიზაციის დასრულება
30/10/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ.№1

სექტორი
ქართული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
100
თავისუფალი ადგილი
19
სსსმ ლიმიტი
10
სსსმ თავისუფალი ადგილი
7
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

სკოლის მისია ზოგადი და პროფესიული განათლების საფუძველზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს, პროგრესულად მოაზროვნე თაობის აღზრდას, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა უწყვეტ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას და წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“. ხედვა: 2030 წლისათვის სსიპ--აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება დასაქმებული ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე, ამ მიზნისათვის სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ევროპული ენების, STEM საგნების, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამების“, ფორმალური და არაფორმალური განათლების განვითარება. სკოლა, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: თანასწორუფლებიანობა: გულისხმობს საკოლო საზოგადოების ყველა წევრისათვის შესაძლებლობების თანაბრად ხელმისაწვდომობას. სკოლის საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები. ეს უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით. სამართლიანობა: გულისხმობს შედეგების, შეფასების შესაბამისობას სწავლასა და შრომასთან. ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. ღიაობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. სანდოობა: სანდოობა ნიშნავს, რომ შეფასების შედეგები არის განმეორებადი. ამ უკანასკნელს კი უზრუნველყოფს მკაფიო შეკითხვები, ინსტრუქციები, ერთგვაროვანი გარემო და ზუსტად შერჩეული გასაზომი კრიტერიუმები . შეფასება შეიძლება იყოს ობიექტური, მაგრამ არ იყოს სანდო. მიმღებლობა: -უპირობო დადებითი განწყობა/ სერვისების ხელმისაწვდომობა. გუნდურობა: ჩვენს სკოლაში აღიარებული და გაზიარებული ფენომენია გუნდურობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ჩვენს სკოლის სასწავლო გარემო ხელს უწყობს განათლების გუნდური მუშაობისათვის დამახასიათებელი უნარჩვევების ჩამოყალიბებას. ყველა ზემოთ დასახელებული ღირებულება საბოლოო ჯამში აყალიბებს პასუხისმგებლიან მოქალაქეს, პასუხისმგებლიანობა კი არის ადამიანის ფსიქოლოგიურ-ნებლობითი პიროვნული თვისება. იგი არის უნარი და გააზრება იმისა, რომ ადამიანმა აგოს პასუხი საკუთარ მოქმედებაზე და ამ მოქმედების შედეგად დამდგარ შედეგზე. სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს, რომ ამ ღირებულებების გარეშე წარმოუდგენელია წარმატება. იგი საფუძველია ზოგადად კეთილგანწყობისა, რაც ასე მნიშვნელოვანია სოციუმში ინტეგრაციისათვის. პირადი, გუნდური, სოციალური, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულება, სწორედ სკოლის კედლებში იწყებს ჩამოყალიბებას. გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: ✓ ჩვენთის უნიშვნელოვანესია ფიზიკურად და ფსიქო-ემოციურად დაცული გარემო; ✓ ჩვენთვის უპირველესია ბავშვის სიყვარული; ✓ ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; ✓ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; ✓ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; ✓ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; ✓ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიღწევების აღიარება და აზრის პატივისცემა; ✓ ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; ✓ ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს; ✓ ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; ✓ ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; ✓ ჩვენ ვართ პროცესებზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.

დოკუმენტები

2024-25 წ.სასკოლო სასწავლო გეგმა.docx01/05/2025 14:21:35 · 0.23 MB
სტრატეგიული გეგმა, შეცვლილი.docx01/05/2025 14:21:35 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

2-312 თანამდებობ. ინსტ.pdf04/07/2024 17:13:57 · 0.43 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

შესავალი სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქ.ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის 2023-2030 წლების სტარტეგიული გეგმის მიზანია, განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლებითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი შვიდი წლის განმავლობაში. წინამდებარე სტრატეგიული დოკუმენტის საშუალებით სკოლა უზიარებს დაინტერესებულ მხარეებს სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებებს, ასევე, მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას, დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას. სტრატგიული გეგმის შემუშავების მიზნით, სკოლის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სკოლის სტრუქტრული ერთეულებისა და თემის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ჯგუფმა შეაფასა მდგომარეობა და განსაზღვრა საჭიროებები (SWOT ) ანალიზის საფუძველზე. ამ პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლებიც მიზნად ისახავდა საჭიროებათა შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, სკოლის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამ პროცესში მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენდა ჩატარებული გამოკითხვები, როგორც სკოლის საერთო მდგომარეობის, ისე სკოლის საზოგადოების კმაყოფილების შესახებ. სკოლის, თემისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობით გადაიხედა სკოლის მისია და ხედვა. სტარტეგიული გეგმის შემუშავების პროცესში სამუშაო ჯგუფმა გაითვალისწინა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება. სკოლის სტარტეგიული გეგმის და 2023 წლის სამოქმედი გეგმის პროექტების დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობის მიზნით, ჩატარდა პირისპირ და ონლაინ შეხვედრები სასკოლო საზოგადოებასთან. ჩატარებული მუშაობა ნაყოფიერი გამოდგა, რაც აისახა სტრატეგიული განვითარების დოკუმენტში. ზოგადი მიმოხილვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკაკი წერეთლის საელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის სრული ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა. იგი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ნერგავს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ახორციელებს შესაბამის საქმიანობას. სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სსიპ აკაკი წერეთლის საელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დაფუძნდა.მანამდე აღნიშნული სკოლა არსებობდა , როგორც აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საშუალო სკოლა. დღეის მდგომარეობით აკაკი წერეთლის სახელობის ქ.ზუგდიდის N1 სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია (საფუძველი: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანება). სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა 2020-2022 წლებში. დღესდღეობით ჩვენს სკოლაში სწავლა-განათლება მიმდინარეობს სრულად რეაბილიტირებულ გარემოში, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა შესაბამისად. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონითა“ და სხვა სამართლებრივი აქტებით. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. სოციოკულტურულ ჭრილში არსებული ელემენტების ანალიზი სოციოკულტურული კონტექსტში არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ზრდასა და განვითარებაზე. მათ შორის მთავარია: ოჯახი მშობლები და და-ძმები, თუ ისინი ჰყავთ, ადამიანის პირველი გარემოა. ცნებები, ქცევა და წესჩვეულებები, რომლებიც ადრეულ ბავშვობაში შეიძინა, ქმნის პიროვნების საფუძველს. სკოლა საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ბავშვს ამზადებენ, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური სოციოკულტურული კონტექსტი, რომელშიც ინტელექტუალურ ცოდნას იძენს, ასევე ისწავლება მორალური და ეთიკური ფასეულობები და საზოგადოების ნორმების პატივისცემა.

დოკუმენტები

23-24 ანგარიში.pdf17/10/2024 15:26:58 · 3.12 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

23-24 ანგარიში.pdf04/07/2024 18:37:37 · 3.12 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა პროფესიული განათლების მიმართულებით ამოცანები/ აქტივობები გაწერილია 2024 წლის აგვისტომდე, პროფესიული განათლების მიმართულებით აქტივობები განახლდება ახალი სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

დოკუმენტები

ერთწლისნი სამოქმედო გეგმა, შეცვლილი.docx04/07/2024 17:22:50 · 0.14 MB
ერთწლისნი სამოქმედო გეგმა, შეცვლილი (1).docx01/05/2025 14:17:10 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები2 დამატებითი მასალა

სსიპ ქ.ზუგდიდის#1. საჯარო სკოლასთან არსებული „ქიმიკოსთა სამეფო კლუბის“ წესდება დამტკიცებულია: სსიპ ქ. ზუგდიდის საჯარო სკოლის მიერ პედსაბჭოს ოქმი#10 (24 ოქტომბერი 2022 წელი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები 1.წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სასკოლო კლუბ „ქიმიკოსთა სამეფო კლუბის“ მუშაობისძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს. მუხლი 2. სამოქალაქო კლუბის მიზნები და ამოცანები „ქიმიკოსთა სამეფო კლუბის“ მთავარი მიზნებია: 1. ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში; 2. ქიმიის პოპულარიზაცია 3. მოზარდებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა; 4. მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება; 5. ახალგაზრდებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება 6. განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა მუხლი 3.კლუბის ფუნქციები და მოვალეობები ა) სკოლაში არსებულ სხვა სასკოლო კლუბებთან თანამშრომლობა ბ) სხვადასხვა სასკოლო აქტივობების ინიცირება და განხორციელება; გ) დებატების მოწყობა, სხადასხვა სასკოლო აქტუალურ პრობლემებზე დ) ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ე) მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან, მათთან ერთად სხვადასხვააქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ვ) კლუბის კურატორი მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ სხადასხვა ინტელექტუალურ კონკურსებში მონაწილეობა. მონაწილეობის წახალისება. მუხლი 4. კლუბის მოღვაწეობის პრინციპები „ქიმიკოსთა სამეფო კლუბის“ საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა)კანონიერებას ბ)ჰუმანიზმს გ)კეთილსინდისიერებას დ)სოციალურ სამართლიანობას ე)დამოუკიდებლობას ვ)კოლეგიალურობას მუხლი 5. კლუბის მუშაობის სფეროები .“მოხალისე ლაბორანტების ჯგუფი’; „პიარ ჯგუფი“; „პირველადი დახმარების ჯგუფი“, „დიზაინერების ჯგუფი“ მუხლი 6. …„ქიმიკოსთა სამეფო კლუბის“ წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე: ა) რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობისწარმართვის მიზნით. ბ) წევრობა არის ნებაყოფლობითი და ,,თავისუფალი აზროვნების კლუბის“ წევრიიმავდროულ ად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე კლუბის /სასკოლო წრის/ ან გაერთიანების წევრი. გ) კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს ანკეტა გაწევრიანების შესახებ დ) კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლებაგაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგიუხეშად არღვევს მას ზე დაკისრებულ მოვალეობებს. მუხლი 7. წევრთა უფლება-მოვალეობანი 1 კლუბის წევრს უფლება აქვს: ა) მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში; ბ) შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებსა დაღონისძიებებში; გ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან და წევრებისაგან კლუბისსაქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს; 2. კლუბის წევრი მოვალეა: ა) დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს; გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში. მუხლი 8. კლუბის ლიდერი ა) კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე; ბ) კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას; გ) კლუბის ლიდერის უფლება-მოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდებაშესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე მუხლი 9. კლუბის ლიდერის მოვალეობები ა) კურატორ მასწავლებელთან ერთად წარმართავს კლუბის საქმიანობას; ბ) ორგანიზებას უწევს სამუშაო შეხვედრებს; გ) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში; დ) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას; ე) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს; ვ) აკეთებს კლუბის მუშაობის SWOT- ანალიზს კლუბის წევრებთან ერთად ზ) ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვვში თავი II დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ მოცემული დებულება არეგულირებს …„ქიმიკოსთა სამეფო კლუბის“სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე. 1. კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუუმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერდაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას. 2. კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს სცემდეს კლუბისდებულებას, ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდემასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას. 3. კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებულისაქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია, საქმიანობისას მიღებულიინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურსაკუთრებას. 4. კლუბის სახელის ბოროტად გამოყენება,

დოკუმენტები

მეწარმეობის-კლუბის-წესდებa.docx04/10/2023 16:08:37 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

შინაგანაწესი 2024 წელი I თავი. ზოგადი დებულებები მუხლი 1. მოქმედების სფერო სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად და აწესრიგებს დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. 1. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა/პროფესიულ სტუდენტებზე და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. სკოლა უზრუნველყოფს შინაგანაწესის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისათვის. 4. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლეს/პროფესიულ სტუდენტებსა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილება - 5 კალენდარული დღის ვადაში. 5. სკოლა ახორციელებს საქმიანობას პროფესიული განათლების მიმართულებით და დოკუმენტის მე-10 თავში წარმოდგენილია ინფორმაცია იმის თაობაზე, წინამდებარე შინაგანაწესის რომელი მუხლები ვრცელდება პროფესიული განათლების მიმართულებაზე. ასევე, წარმოდგენილია ინფორმაცია პროფესიული განათლების მიმართულებით განსხვავებულად დარეგულირებული საკითხების თაობაზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 3. შინაგანაწესის მიზნები 1. შინაგანაწესის მიზნებია: ა) დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა; ბ) დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება; გ) შრომის დისციპლინის დაცვა; დ) თანამშრომელთა მიერ შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და კორპორატიული კულტურის დამკვიდრება; ე) დასაქმებულებისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ხელშემწყობი სამუშაო გარემოს, აგრეთვე, შრომის ჯანსაღი პირობების შექმნა; ვ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება. ზ) დაწესებულების გამართული და ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობა. მუხლი 4. შრომითი ურთიერთობის პრინციპები 1. სკოლაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო. 2. შრომითი ურთიერთობები ეფუძნება დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, კეთილსინდისიერებისა და კოლეგიალობის პრინციპებს. II თავი. უსაფრთხოება და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ნორმები მუხლი 5. შრომის პირობების დაცვა 1. სკოლა ვალდებულია შექმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის უსაფრთხოების დაცვის წესები, განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით. 2. სკოლა ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“. 3. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სკოლაში განთავსებულია: ა) სკოლის შიდა (ყველა დერეფანი, შესასვლელი (ფოიე) და კიბის უჯრედი) და გარე პერიმეტრის დათვალიერების მიზნით ვიდეოსათვალთვალო სისტემა ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი; გ) ევაკუაციის გეგმა, რომელიც გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილზე ყველა სართულზე. 4. დასაქმებულის, მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის მშობლისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. 5. დასაქმებული ვალდებულია: ა) გაუფრთხილდეს მასზე მინდობილ სკოლის ქონებას; ბ) მოწესრიგებული ჰქონდეს თავისი სამუშაო ადგილი.

დოკუმენტები

შინაგანაწესი -2023-2024.docx04/07/2024 17:32:29 · 0.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

1.სკოლის შენობის საერთო ფართი ( ყველა სართული საერთო ფართი)3434კვ./მ 2. ეზოს საერთო ფართი- 10115 კვ/მ 3. მოსწავლეთა რაოდენობა სექტორების მიხედვით-1392 4. ფინანსური კლასების რაოდენობა 53 (ორცვლაში)

ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) მოგახსენებთ, რომ 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განსაზღვრული იყო როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2023 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ცალკეული მუხლების შესაბამისად. სამეურვეო საბჭოს მიერ 2022 წლის ბოლოს დამტკიცდა 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 109515 ლარს. ჯამურად 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია 1431816 ლარით. 2023 წლის შემოსავლებმა შეადგინა 1468496 ლარი. სკოლის 2023 წლის 01 იანვრიდან 01 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა ვაუჩერულმა დაფინანსებამ ჯამში შეადგინა 702167 ლარი. სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის- 718635 ; სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სწავლების დაფინანსების თანხა შეადგენს 23100 სულ საბიუჯეტო შემოსავალი- 1443902 ; სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 24594 ლარი. მათ შორის საიჯარო ქირა 16810 ლარს. სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 7784 ლარს. ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა ძირითადად გაიხარჯა: დირექციის თანამდებობრივი სარგო 55136 ლარი; ტექ. პერსონალი 30250 ლარი; პედაგოგთა შრომის ანაზღაურება 432191 ლარი; პრემია 255 ლარი. დანამატი 113328ლარი; სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატი 716153 ლარი; შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 52449 ლარი . მივლინება 150 ლარი. საკანცელარიო საქონელი 2223 ლარი. ნორმატიული აქტები 63 ლარი. ოფისისათვის საჭირო საგნები 3414 ლარი; რეცხვის, ქიმწმენდის, სანიტარული საშუალებები 2443ლარი ; კავშირგაბმულობის ხარჯი 529; საფოსტო მომსახურების ხარჯი 255; ელექტროენერგია 14092 ლარი; წყლის ხარჯი 2811; ბუნებრივი გაზი 35389 ლარი; საკანალიზაციო მომსახურება 776 ლარი; შენობა -ნაგებობების დასუფთავების 1375 ლარი; ბანკის მომსახურების ხარჯი 193 ლარი; აუდიტორული მომსახურება 450; კულტურული-სპორტული საქონლის შეძენა 1735 ლარი; სხვა დანარჩენი ხარჯი 36652 ლარი; სოც. უზრუნველყოფა 10996 ლარი; ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები 147 ლარი; არაფინანსური აქტივები 650 ლარი. სულ ხარჯი: 1509111 ლარი სკოლას მიმდინარე ანგარიშზე ერიცხება ფულადი სახსრები ნაშთის სახით 2023 წლის 1 დეკემბრისათვის 68901 ლარი. 2023 წელს ფინანსური ოპერაციები განხორციელდა სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. სკოლის დირექციამ შემოსავლის მიღების კუთხით მნიშვნელოვანი და რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღო.