ონი, სოფელი გლოლა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 60
- თავისუფალი ადგილი
- 58
- სსსმ ლიმიტი
- 6
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 6
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი · ონი · ონი, სოფელი გლოლა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ-ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს წიგნიერი, შემოქმედი, კრიტიკულად მოაზროვნე, კომუნიკაბელური, ტოლერანტი, წარმატებული, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თავისუფალი მოქალაქეები; მისცეს მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რითაც ხელს შეუწყობს სოციუმში მათ ადაპტირებას; შექმნას შესაბამისი გარემო კომუნიკაციის ახალი ინფორმაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად ათვისების უნარის განვითარებისათვის; მოსწავლეებში დანერგოს სახელობო განათლება და პროფესიული განვითარების მიმართულებით მისცეს ალტერნატიული არჩევანი. ხედვა 1. სკოლა თემში არის კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრი; 2. სკოლაში არის წამახალისებელი და უსაფრთხო გარემო; 3. სკოლის კურსდამთავრებული ყველა მოსწავლე მაქსიმალურად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს და შეძენილ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში; 4. სკოლის მიზანია მოსწავლეებს ჰქონდეთ თანამედროვე განათლების მიღების და მასწავლებლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. სკოლაში მოსწავლეები მოდიოდნენ სიხარულით, სწავლობდნენ ხალისით, სკოლას ამთავრებდნენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და მაღალი სააზროვნო უნარებით. იზიარებდნენ და პატივს სცემდნენ ეროვნულ და მსოფლიო ღირებულებებს. შეძლონ საკუთარი ცოდნისა და ქცევის მართვა, პროფესიული არჩევანის გაკეთება; 5. მასწავლებლები საქმიანობდნენ ენთუზიაზმით, მშობლებთან ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები; 6. ყოველწლიურად იზრდებოდეს ლიდერ მასწავლებელთა რიცხვი. ღირებულებები • პროფესიონალიზმი- საქმის სიყვარული და ერთგულება, მუდმივად ზრუნვა პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე; • გუნდურობა - განვითარების სწრაფი ტემპისა და ამ გზით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის უზრუნველსაყოფად, სასკოლო საზოგადოებაში გუნდურობის პრინციპის დამკვიდრება და წახალისება; • სიახლეების მიმღებლობა- თანამედროვე მიდგომების დანერგვა სასწავლო პროცესში, ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა; • პასუხისმგებლიანობა – სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის მიერ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გათავისება და ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა;
ინფორმაცია სკოლის შესახებ სსიპ-ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლა მდებარეობს სოფელ გლოლაში. იგი აშენდა 1926 წელს. სკოლა ნაწილობრივ რეაბილიტირებულია, 2020-2021: 2021-2022 წლებში ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკოლას აქვს ნაწილობრივ ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის(მხილოდ სველი წერტილებით). სკოლა არის ორსართულიანი და გათვლილია 200 მოსწავლეზე. აქვს მოწესრიგებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა შეძლებისდაგვარად. სკოლაში დასაქმებულია 19 თანამშრომელი, აქედან 14 პედაგოგი (11 უფროსი და 3 უსტატუსო). ამჟამად ირიცხება 20 მოსწავლე.
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

სკოლას აქვს შემუშავებული ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
სკოლას აქვს შემუშავებული ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
1. სკოლა ანხორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს: ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას; ბ) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას; 2. სკოლაში პროცესების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმები ხორციელდება სკოლის მი ერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც გამოიყენება სკოლის მიერ შეთავაზ ებული სერვისების პერიოდული და სისტემური შეფასებისა და მუდმივი განვითარებისთვის. სკოლაში ხორციელდება პროცესებზე დაფუძნებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.
სკოლას შემუშავებული აქვს შინაგანაწესი
სკოლა არის ორ სართულიანი, სკოლაში არის გარესველი წერტილები ადაპტირებული ტუალეტებით, გარე სპორტული მოედანი, სამედიცინო კაბინეტი, კომპიუტერების კაბინეტი, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახები, სამასწავლებელო, დირექტორის კაბინეტი.