რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლა

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი · ამბროლაური · ამბროლაური, სოფელი ჭყვიში

რეესტრის კოდი#1534
მოსწავლე32
მასწავლებელი18
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მაკა ჯინჭარაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
31/10/2024
ავტორიზაციის დასრულება
31/10/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ამბროლაური, სოფელი ჭყვიში

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
25
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

მისია სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის მისიაა: თანასწორობის პრინციპების დაცვით ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენას და რეალიზებას ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით.აღზარდოს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისი საგნობრივი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი,უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული,გლობალურად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერების და ეროვნული ღირებულებების მქონე პიროვნება,რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. ხედვა 2031 წლისთვის სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლა რეგიონის მასშტაბით დაიკავებს ღირსეულ ადგილს ზოგადსაგანმანთლებლო სისტემაში,იქნება მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული,რადგან სკოლაში იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო, წამახალისებელი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო,სადაც მოსწავლეები შეიძენენ იმ საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ ჩამოუყალიბებს ტოლერანტულ, დემოკრატიულ ღირებულებებს და დაეხმარება თვითრეალიზაციაში. ღირებულებები: გამჭირვალობა o სკოლის საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. მიუკერძოებლობა/ობიექტურობა o სკოლა უზრუნველვყოფს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ესგ–ს და ფაქტობრივ გარემოებებს. თანამშრომლობა/გუნდურობა o სკოლა გამოთქვამს სრულ ღიაობას და მზაობას დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. ერთობლივად და კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ გუნდურად პრობლემების გადაჭრაზე. განვითარება და ინოვაციურობა o სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

დოკუმენტები

სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია.pdf08/07/2024 16:49:27 · 3.66 MB
მისია,ხედვა,ღირებულებები.pdf17/10/2025 16:01:23 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას (დირექტორი,ბუღალტერი.) საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას,დისციპლინურ კომიტეტს.მრჩეველთა საბჭოს,პედაგოგიურ საბჭოს,კათედრები-1. სახელმწიფო ენისა და უცხოური ენების,2.მათემატიკა-ტექნოლოგია,საბუნებისმეტყველო 3. საზოგადოებრივი მეცნიერებების, სპოტი და ესთეტიკა.4.დაწყებითი კლასები . ტექნიკური პერსონალი-1 დარაჯი, 2 დამლაგებელი, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე უფლებამოსილი პირი,სკოლის ექთანი

დოკუმენტები

ჭყვიში–სკოლის სტრუქტურა.docx27/10/2025 17:15:49 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

2024-2031წწ-სტრატეგიული გეგმა.pdf05/07/2024 23:36:49 · 3.56 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

2023-2024სასწ.წლის სამოქმედო გეგმა.pdf10/06/2024 17:55:09 · 5.38 MB
2024-2025წწ ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf05/07/2024 23:37:48 · 3.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

2024–2025წწ–ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.docx27/10/2025 17:19:17 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები6 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

დანართი–ადაპტაციის და ტრანზიციის წესი.pdf10/04/2024 16:16:03 · 2.89 MB
ადამიანების და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმი.pdf05/07/2024 23:39:11 · 1.97 MB
მოსწავლის ინიციატივების მხარდაჭერის დოკუმენტი.pdf08/07/2024 09:17:19 · 1.57 MB
მოსწავლის ჩარიცხვა–ამორიცხვა,მობილობის და სტატუსის შეჩერება–აღდგენის წესი.pdf08/07/2024 09:17:20 · 7.72 MB
სასკოლო კურიკულუმი 2024–2025წ.pdf27/10/2025 17:34:15 · 0.6 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები4 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

დანართი-განცხადების და საჩივრის განხილვის წესი.pdf10/04/2024 16:02:12 · 3.47 MB
დანართიN-4-ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა-2023წ.pdf24/04/2024 17:05:02 · 5.73 MB
მოსწავლის,პერსონალის,მშობლის კანონიერი უფლებების დაცვის მექანიზმები.pdf08/07/2024 09:19:09 · 3.06 MB
შინაგანაწესი.pdf08/07/2024 16:56:20 · 11.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდა 2020-2021 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. უზრუნველყოფილია ახალი ავეჯით განათლების სამინისტროდან, შენობაში საკლასო ოთახების გარდა გათვლილია სივრცე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანამედროვე ლაბორატორიისთვის (აღჭურვილობა ამ ეტაპზე არ არის), კომპიუტერული ლაბორატორიისთვის, ბიბლიოთეკისთვის , რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით. სკოლას აქვს სანიტარ-ჰიგიენური ნორმების დაცვით აღჭურვილი 12 სველი წერტილი,მათ შორის ადაპტირებულიც. მატერიალურ-ტექნიკური რესურსები ამ ეტაპზე სრულად საკმარისია სწავლა-სწავლებისთვის. სკოლას გააჩნია ნაწილობრივ განახლებული მხატვრული წიგნადი ფონდი და გრიფირებული სახელმძღვანელოების ფონდი, რომელიც განთავსებულია ბიბლიოთეკის საცავში. სკოლის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს სრულად პასუხობს, ანუ დაცულია და შექმნილია ინკლუზიური გარემო ინფრასტრუკტურის კუთხით, კერძოდ, ადაპტირებული საპირფარეშო, პანდუსი,შეზღუდული მხედველობის მქონეთათვის გათვალისწინებულია ე.წ. ,, ბილიკი" , ფოიეში არის ფართო გადაადგილების სივრცეები, ამ ეტაპზე სკოლას არ ჰყავს შშმ პირი. სკოლას აქვს გარე სპორტული მოედანი. სკოლის ეზო საჭიროებს ინფრასტრუქტურულ მოწყობას და რეკრეაციული სივრცის მოწესრიგებას. სკოლა ყველანაირად ზრუნავს, რომ მოსწავლეებს ჰქონდეს ინფრასტრუქტურულად გამართული და სრულად აღჭურვილი სოციო-კულტურული სივრცეები.

ფინანსები2 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი.pdf08/07/2024 16:35:24 · 1.09 MB
შესსყიდვების წესი და ფორმა.pdf08/07/2024 18:28:40 · 1.88 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე