ამბროლაური, სოფელი ნიკორწმინდა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 24
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი · ამბროლაური · ამბროლაური, სოფელი ნიკორწმინდა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენა და მომავალი თაობისთვის 21-ე საუკუნის საჭირო კომპეტენციების განვითარებისთვის ხარისხიანი ფორმალური და არაფორმალური განათლებითა და ესთეტიკური აღზრდის გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეების აღზრდა. ხედვა სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისი კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით, მოსწავლეების აქტივობებისა და ინიციატივების მაქსიმალური ხელშეწყობით, შესაძლებლობების თვითრეალიზაციით, შემოქმედებითი და სპორტული აქტივობების ხელშეწყობით, მათთვის სტიმულის მიცემით. სკოლა შექმნის სათანადო პირობებს, რათა მოსწავლეებმა არ შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა და შემეცნება. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ შრომის ბაზარზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები: 1. პროფესიონალიზმი; 2. ურთიერთანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა; 3. უწყვეტი განვითარება; 4. ემპათიის უნარი; 5. ტოლერანტობა; 6. შემოქმედებითობა; 7. პატრიოტიზმი; 8. ფინანსური წიგნიერება; 9. ჯანსაღი ცხოვრების წესი; 10. მოქალაქეობა; 11. დემოკრატია.
სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის სტრუქტურა სკოლა: დირექცია, პედსაბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, სამეურვეო საბჭო, ადმინისტრაცია, დისციპლოინური კომიტეტი; დირექცია: დირექტორი, ბუღალტერი; პედსაბჭო: კათედრები: 1. დაწყებითი კლასები; 2. ქართული, XIX-XX სს. დას.ლიტ., ფოლკლორი და მითოლოგია, უცხო ნები, ესთეთიკური საგნები; 3. საბუნებისმეტყველო საგნბი, ისტ, მათემატიკა; 4. საზოგადოებრივი მეცნიერებები; მოსწავლეთა თვითმმართველობა: 1. სამოქალაქო კლუბი; 2. აგრო კლუბი; 3. სამოქალაქო კლუბი; 4. აგრო კლუბი; ადმინისტრაცია: საშტატო: 1. საქმისმწარმოებელი; 2. ბიბლიოთეკარი; არასაშტატო: 1. დამლაგებელი; 2. დარაჯი; 3.ექთანი;
შინაგანაწესი სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლა 2024-2025 სასწავლო წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის (შემდგომში ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი., გარდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, გარდა მასწავლებლისა, რომლის შესვენების დროც განისაზღვრება გაკვეთილებს შორის შესვენების დროის შესაბამისად. ასევე, დარაჯის შესვენების დრო განისაზღვრება ცვლიანობის გრაფიკის შესაბამისად. 4. დასაქმებული, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აღნიშნული ითვლება
წარმოგიდგენთ სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. მოგახსენებთ რომ 2024 წლის დასაწყისში სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის ანგარიშზე ირიცხებოდა ნაშთის სახით 26944.49 ლარი შემოსულია ვაუჩერული დაფინანსების სახით ბანკიდან 6 დეკემბრის ჩათვლით 381434,28 ლარი. ხოლო ბანკიდან სარგებლობის ჩარიცხვა 2505,90 ლარი. სულ 383940,18 ლარი. გრანტის სახით მივიღეთ 5000 ლარი .(აქედან 1200-პროექტის ავტორი. 800-ფიზიკის მასწავლებელი. 350-ბუღალტერი. 2000-კომპიუტერიNB. 399-ტრანსპორტირება.249,50-საკანცელარიო ნივთები. 1,50-ბანკის საკომისიო.) შეცდომით სკოლის ანგარიშიდან გადავრიცხე მასწავლებლის 800 ლარი და საკანცელარიო 249,50 ლარი. მაშინვე უკან დავაბრუნე გრანტის ანგარიშიდან სკოლის ანგარიშზე 800ლარი და 249,50 ლარი სულ -1049,50 ლარი. ამიტომ სკოლის ანგარიშზე ასახულია შემოსავალშიც და გასავალშის 1049,50 ლარი. 2024 წლის 6 დეკემბრიდან სკოლა გადავიდა სახელმწიფო ხაზინის სისტემაზე. ხაზინაზე გადასვლისას ნაშთი შეადგენდა 24267,55 ლარს. ხაზინაში შემოსავალი 2024 წლის 6 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 39096,33 ლარს. .აქედან ხელფასებში დახარჯულია 347541 ლარი, (თანამდებობრივ სარგოში-238811. დანამატში-108730) პრემიებში 18288,40 ლარი , სულ ხელფასებში დახარჯულია 365829,40 ლარი. შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაში 14400 ლარი. მივლინებებში გადახდილია 1200 ლარი, ოფისის ხარჯებში 18350.80 ლარი, კომუნალურებში 22210.98 ლარი, სკოლის ხარჯებიდან საპენსიო დაზღვევის 2% -5702.30 ლარი სხვა დანარჩენ ხარჯებში გადახდილია 2716.60 ლარი. საქონელსა და მომსახურეობაში დახარჯულია 64580.68 ლარი, ხოლო .სულ ხარჯებში დახარჯულია 430410.08 ლარი. ძირითადი საშუალებების სახით, სკოლის შენობის ღირებულება შეადგენდა 49498.06 ლარს, ხოლო მანქანა-დანადგარების ღირებულება-7657 ლარს. წიგნების ღირებულება იყო 21043 სულ ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენდა 78198 ლარს. 2024 წელს უსასყიდლოდ მივიღეთ 897.50 ლარის ღირებულების პორტატული კომპიუტერი. გრანტით შევიძინეთ ლეპტოპი 2000 ლარის ღირებულების. წლის ცვეთა შეადგენს 3882,71 ლარს. აქედან გამომდინარე შენობის ღირებულება დაგვრჩა 48530,98 ლარი, ხოლო მანქანა-დანადგარების 7321,60 ლარს. წიგნების ღირებულება 22923 ლარი. სულ ძირითადი საშუალებების ღირებულებაა 78819.58 ლარი. წლის ბოლოს ბანკში სკოლის ანგარიშზე დარჩენილია 18521,42 ლარი .სულ წმინდა ღირებულება შეადგენს 97297 ლარს. ასევე შევიძინეთ ხარჯებიდან წიგნები 896 ლარის ძირითადების სახით და მცირეფასიანი ნივთები 2841.18 ლარის ღირებულების, სასკოლო სახელმძღვანელოები 1028 ლ. და რვეულები 501 ლ. ღირებულების. სამედიცინო კაბინეტის მოსაწყობად ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მივიღეთ 1789 ლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა. წლის დასაწყისში გვქონდა მცირეფასიანები 82601 ლარის ღირებულების, ხოლო წლის ბოლოს 87231 ლარის ღირებულების. ასევე სკოლის ბალანსზე ირიცხებოდა ამორტიზირებული ძირითადი საშუალებები 27999 ლარის ღირებულების და 2024 წლის ბოლოსაც არის 27999 ლარის ღირებულების. მატერიალური მარაგების სახით გვქონდა 18240 ლ. ღირებულების. მიღებული გვაქვს პირველკლასელი ერთი მოსწავლისთვის განკუთვნილი კომპიუტერი 894.50 ლარის ღირებულების.