რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი ერგეტა

რეესტრის კოდი#1515
მოსწავლე123
მასწავლებელი23
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
აკაკი როგავა
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ზუგდიდი, სოფ.ერგეტა, დ.აღმაშენებლის ქ.#10

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
20
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მოკლე ინფორმაცია სკოლის მისია სკოლის მისიაა უზრუნველყოს მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებები. აღზარდოს პიროვნება, რომელიც შეძლებს ქვეყნის სახელმწიფოებრივი მონაპოვრების დაცვას და მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას. სკოლის მიზანია მოსწავლე აღზარდოს აქტიური მოქალაქე, რომელსაც შეუძლია საკუთარი და სხვისი ღირსებისა და უფლებების დაცვა, კულტურული მრავალფეროვნების დაფასება, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება, მოქალაქეობრივი აზროვნება, შემწყნარებლური დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა ოჯახის და ქვეყნის წინაშე. ხედვა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის საჯარო სკოლას აქვს განვითარების ამბიციური ხედვა. სკოლის საზოგადოების მიზანია სკოლა იქცეს კონკურენტულ საგანმანათლებლო ორგანიზაციად არა მარტო მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონის მასშტაბით. მიზნის მისაღწევად სკოლა განავითარებს განათლების ხარისხს როგორც ჰუმანიტარული, ასევე ტექნიკური მიმართულებით: შექმნის ლაბორატორიებს კვლევებისა და „კეთებით“ სწავლების განვითარების მისაღწევად, მაქსიმალურად გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო-ტექნიკურ საშუალებებს სწავლების პროცესში, სასკოლო ცხოვრებაში მხარდაჭერილი იქნება არაფორმალური განათლება. მოსწავლეებს შეექმნებათ ისეთი გარემო, რომელიც მიმართული იქნება მათში თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. თავისუფალი და კრიტიკული აზროვნება, საჭირო უნარების ჩამოყალიბება, შესაძლებლობების რეალიზების პირობები სკოლაში და სკოლის გარეთ, ეროვნული და კაცობრიობის ღირებულებების ზიარება და დაფასება იყო და იქნება სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის საჯარო სკოლის ხედვა. სკოლის ძირითადი ღირებულებები: 1. გუნდურობა და თანამშრომლობა; 2. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; 3. აღიარება და პატივისცემა; 4. პროფესიული განვითარება და დაფასება; 5. თანამონაწილეობა და საჯაროობა; 6. პატრიოტიზმი და ეროვნული ფასეულობების დაცვა; 7. უსაფრთხოება და უკომფლიქტო გარემო;

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.docx22/04/2024 09:27:34 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf22/04/2024 09:31:07 · 0.26 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე