ზუგდიდი, სოფ. დიდინეძი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 15
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი დიდინეძი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლის მისია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, კრიტიკულად მოაზროვნე, პატრიოტი თაობის აღზრდა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე თავისი უფლება-მოვალეობები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა უზრუნველყოს სწავლების მაღალი ხარისხი, იყოს მდგრადი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი , კომპეტენტური, ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული იდენტობის მოქალაქის აღზრდაზე, წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო , კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობითი კულტურის დანერგვა და პასუხისმგებლობის გაზიარებ: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ვიაზრებთ, რომ სასწავლო პროცესში აუცილებელი და მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გაზიარება. • ობიექტურობა და სამართლიანობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. ყველა ზემოთ დასახელებული მიმართულება საბოლოო ჯამში აყალიბებს პასუხისმგებლიან მოქალაქეს, რომელიც მზადაა აგოს პასუხი საკუთარ მოქმედებებზე და ამ მოქმედების შედეგად დამდგარ შედეგზე. სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს , რომ ამ ღირებულებების გარეშე წარმოუდგენელია წარმატება. იგი საფუძველია ზოგადად კეთილგანწყობისა, რაც ასე მნიშვნელოვანია სოციუმში ინტეგრაციისთვის. პირადი, გუნდური, სოციალური, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულება, სწორედ სკოლის კედლებში იწყებს ჩამოყალიბებას. გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპითა და მიდგომებით. ❖ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ფიზიკური და ფსიქო-ემოციურად დაცული გარემო. ❖ ჩვენთვის უპირველესია მოსწავლის / ბავშვის სიყვარული ❖ ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე. ❖ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი ❖ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა ❖ ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას ❖ ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას
სკოლის თანამდებობრივი სტრუქტურა შედგება სკოლის დირექციის, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის და მასწავლებლებისაგან. სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია სტრუქტურული ერთეულების დებულებები. სკოლაში დასაქმებულების უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები განისაზღვრება სკოლასა და დასაქმებულს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით და შინაგანაწესით.
სკოლას აქვს მისია, საკუთარი სტრატეგიული განვითარების ხედვა, რომელიც განსაზღვრავს სასკოლო საზოგადოების, თემის და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ მხარეთა პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინების მექანიზმებს. სკოლას შემუშავებული აქვს გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელშიც გამოკვეთილია პრიორიტეტული მიმართულება, სკოლის მისია და ხედვა. სკოლის განვითარების გეგმის შემუშავება ხდება სკოლის ყველა სტრუქტურული ერთეულებისა და სამეურვეო საბჭოს ჩართულობით.
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2020-2026 წწ.) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია (2020-2026 წწ.) წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, სადაც იდენტიფიცირებულია ყველა საკომუნიკაციო არხი შესაბამისი სეგმენტის მიხედვით. სკოლას მიაჩნია, რომ დაწესებულების თანმიმდევრული განვითარებისათვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მიდგომა და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.
სკოლს აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმა, ასევე დამტკიცებულია მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმები, მოსწავლეთა ტრანზიციისა და რემედიაციის წესები, მოქმედებს სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ფრიდამი", მკითხველთა კლუბი, წიგნის კლუბი, სტემ კლუბი.
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. სკოლას ასევე აქვს დამტკიცებული მოსწავლის ქცევის კოდექსი.
სკოლა საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. შენობა 1974 წელს აშენდა, გამოიცვალა მხოლოდ სახურავი და გარე კარ-ფანჯრები.
სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი.