თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, ლ. კბილაშვილის ქ. N2ე
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 20
- თავისუფალი ადგილი
- 12
- სსსმ ლიმიტი
- 20
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 14
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, ლევან კბილაშვილის ქ. N2ე
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ - ქალაქ თბილისის N200 საჯარო სკოლის მისია, ხედვა და ღირებულება მისია: სსიპ - ქალაქ თბილისის N200 საჯარო სკოლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის უზრუნველყოფს უსაფრთხო, პოზიტიური და წამახალისებელი სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნას, რაც ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების შესაბამისი აკადემიური, კოგნიტური, სოციალური და ფუნქციური უნარ-ჩვევების შეძენას. ხედვა: სკოლა საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც ყველა მოსწავლე მთელი მათი მრავალფეროვნებით, ინდივიდუალური თავისებურებებითა და საჭიროებებით განიხილება არა როგორც ტვირთი და პრობლემა საზოგადოებისათვის, არამედ მისი განუყოფელი ნაწილი, რომლის თვითრეალიზაციაც აუცილებელია ამავე საზოგადოებისათვის. ღირებულება: სიყვარული, სამართლიანობის დაცვა, პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობა, ინოვაცია, ღიაობა, ურთიერთპატივისცემა, ემპათია.
სკოლის დირექცია; დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, დირექტორის მოადგილე სააღმზრდელო დარგში, ბუღალტერი. ადმინისტრაცია: საინფორმაციო მენეჯერი, საქმისმწარმოებელი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, ბიბლიოთეკარი მასწავლებელი; სპეციალური მასწავლებელი, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო. ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტები: ენისა და მეტყველების სპეციალისტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი. ფსიქოლოგი. ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი: აღმზრდელი, აღმზრდელის ასისტენტი, ექიმი, ექთანი, წრის ხელმძღვანელი, შრომის თერაპევტი, დრამთერაპევტი, ქცევის თერაპევტი, სოციალური თერაპევტი, დიასახლისი, მზარეული, ჭურჭლის მრცხავი, დამლაგებელი, მებაღე -მეეზოვე, სადღეღამისო დარაჯი, მუშა, ცეცხლფარეში.
სსიპ ქალაქ თბილისის N200 საჯარო სკოლა (რესურსკოლა) არის დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობას დაწყებით და საბაზო საფეხურზე. სკოლა უზრუნველყოფილია საგანმანთლებლო და სააღმზრდელო საქმიანობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსით და სრულიად უზრუნველყოფს სწავლის ინკლუზიურ გარემოს. სკოლაში ჩარიცხვა/მობილობა ხდება მშობლის განცხადებისა და განათლებისა და მეცნიერები მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის N16/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის“ საფუძველზე. დაწესებულება აღსაზრდელებს სთავაზობს სადღეღამისო პანსიონურ მომსახურებას სასწავლო დღეების განმავლობაში გახანგრძლივებული დღის ჯგუფების სახით, ხოლო თბილისის გარეთ, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები აღსაზრდელები ისარგებლებენ სადღეღამისო პანსიონური მომსახურებით მთელი წლის განმავლობაში გარდა სასკოლო არდადეგებისა. სკოლა-პანსიონი ემსახურება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებზე ზრუნვის ხარისხის ამაღლებას, გონებრივი, ფიზიკური და სოციალური უნარების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას. თითოეული მათგანისთვის შდგენილია ინდივიდუალური განვითარების გეგმა შემდეგი მიმართულებებით: 1. ფუნქციური უნარ-ჩვევების განვითარება; 2. სოციალიზაციისა და ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა; 3. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; 4. ესთეტიკა; 5. აკადემიური უნარების განვითარება. 6. პრე-პროფესიული უნარების განვითარება. აღსაზრდელები უზრუნველყოფილნი არიან მრავალფეროვანი დაბალანსებული კვების რაციონით, დღეში ხუთჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი არის სამკომპონენტიანი სადილი, საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით, ასაკისა და სქესის შესაბამისი სეზონური ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, პირველადი მოხმარების ნივთებით და საჭირო მედიკამენტებით, სწავლისა და განვითარებისათვის საჭირო თვალსაჩინოებებით, საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.
სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი დისციპლინური კომიტეტი
სსიპ ქალაქ თბილისის N200 საჯარო სკოლას აქვს 3 შენობა, 1) სასწავლო კორპუსი, 2) სააღმზრდელო კორპუსი (პანსიონი), 3)სასადილო. 1) სასწავლო კორპუსი არის ძველი რეაბილიტირებული, ადაპტირებული სველი წერტილებით. დამონტაჟებულია ლიფტი. 2) სააღმზრდელო კორპუსი -სრულად რეაბილიტირებული, ლიფტი. 3) სასადილო სრულად რეაბილიტირებული. 4) დამხმარე შენობა-ნაგებობები: სადარაჯო, გათბობის საქვაბე. გარე ინფრასტრუქტურა; სკოლის ეზო -რეაბილიტირებული, სტადიონი.