ზუგდიდი, სოფ. ოდიში
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 18
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი ოდიში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N2
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისიაა - უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნით ხელი შუწყოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენას და განვითარებას, რათა აღზარდოს თავისუფალი, პატრიოტი, კრიტიკული აზროვნების მქონე პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რომელსაც შესწევს უნარი წარმოაჩინოს და უწყვეტად განივითაროს საკუთარი შესაძლებლობები. სკოლის ხედვაა - იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებას, ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, სამოქალაქო ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას და ქმნის საფუძველს მოსწავლეთა წარმატებული ინტეგრაციისთვის განათლების შემდგომ საფეხურებზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ღირებულებები - თანასწორობა და ხელმისაწვდომობა - სკოლა უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისთვის თანაბარ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, მათი ინდივიდუალური საჭიროებების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ინკლუზიურობა და პატივისცემა - სკოლა აღიარებს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას და ქმნის გარემოს, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ტოლერანტობასა და თანამშრომლობას. პასუხისმგებლობა და სამოქალაქო ცნობიერება - სკოლა ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი, აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომელიც აცნობიერებს საკუთარ როლს საზოგადოებაში. განვითარებაზე ორიენტირებულობა - სკოლა ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და ცხოვრების განმავლობაში სწავლის უნარების განვითარებას. თანამშრომლობა - სკოლა თანამშრომლობს მშობლებთან, ადგილობრივ თემთან და პარტნიორებთან, რაც წარმოადგენს მოსწავლეთა სრულფასოვანი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.
მოკლე ინფორმაცია: 1. სამეურვეო საბჭო; 2. პედაგოგიური საბჭო; 3.მოსწავლეთა თვითმმართველობა; 4. დისციპლინური კომიტეტი; 5. სკოლის დირექტორი; 6. ბუღალტერი; 7. ხარისხის მართვის ჯგუფი; 8. ადმინისტრაცია; 9. მოადგილე; 10. კათედრა; 11. ტეკნიკური პერსონალი. 12. მრჩეველთა საბჭო.
სტრატეგიული გეგმა
წლიური სამოქმედო გეგმა
ინფორმაცია იხილეთ მიბმულ ფაილში
შინაგანაწესი
ინფორმაცია იხილეთ მიბმულ ფაილში
ბიუჯეტი