ზუგდიდი, სოფელი კახათი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 17
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი კახათი, აღმაშენებლის ქუჩა №84
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სკოლის მისიაა უზრუნველყოს მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებები. აღზარდოს პიროვნება, რომელიც შეძლებს ქვეყნის სახელმწიფოებრივი მონაპოვრების დაცვას და მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას. სკოლის მიზანია მოსწავლე აღზარდოს აქტიური მოქალაქე, რომელსაც შეუძლია საკუთარი და სხვისი ღირსებისა და უფლებების დაცვა, კულტურული მრავალფეროვნების დაფასება, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება, მოქალაქეობრივი აზროვნება, შემწყნარებლური დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა ოჯახის და ქვეყნის წინაშე. ხედვა კახათის N1 საჯარო სკოლას აქვს განვითარების ამბიციური ხედვა. სკოლის საზოგადოების მიზანია სკოლა იქცეს კონკურენტულ საგანმანათლებლო ორგანიზაციად არა მარტო მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონის მასშტაბით. მიზნის მისაღწევად სკოლა განავითარებს განათლების ხარისხს როგორც ჰუმანიტარული, ასევე ტექნიკური მიმართულებით: შექმნის ლაბორატორიებს კვლევებისა და „კეთებით“ სწავლების განვითარების მისაღწევად, მაქსიმალურად გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო-ტექნიკურ საშუალებებს სწავლების პროცესში, სასკოლო ცხოვრებაში მხარდაჭერილი იქნება არაფორმალური განათლება. მოსწავლეებს შეექმნებათ ისეთი გარემო, რომელიც მიმართული იქნება მათში თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. თავისუფალი და კრიტიკული აზროვნება, საჭირო უნარების ჩამოყალიბება, შესაძლებლობების რეალიზების პირობები სკოლაში და სკოლის გარეთ, ეროვნული და კაცობრიობის ღირებულებების ზიარება და დაფასება იყო და იქნება კახათის N1 საჯარო სკოლის ხედვა. სკოლის ძირითადი ღირებულებები: 1. გუნდურობა და თანამშრომლობა; 2. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; 3. აღიარება და პატივისცემა; 4. პროფესიული განვითარება და დაფასება; 5. თანამონაწილეობა და საჯაროობა; 6. პატრიოტიზმი და ეროვნული ფასეულობების დაცვა; 7. უსაფრთხოება და უკომფლიქტო გარემო;
სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგიურ საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმათველობას, დისციპლინურ კომიტეტს
1) სასკოლო კლუბები 2) საგნობრივი წრეები 3) ქორეოგრაფიული წრე 4) ფორტეპიანოზე დაკვრის წრე 5) "ათინათთან" თანამშრომლობა და არაფორმალური განათლების განვითარება 6) საერთაშორისო პროექტი "სკოლა-მომავლის პარტნიორი" 7) დაწყებით საფეხურზე რემედიაციის აქტივობები
მოსწავლის ქცევის წესები 1. ეს წესი არეგულირებს სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ქცევის წესებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს 1.1 ქცევის წესები ხელს უწყობს სკოლაში უსაფრთხო გარემოს და ისეთი სასწავლო პირობების შექმნას, სადაც მოსწავლეები შეძლებენ მათთვის საჭირო ცოდნის მიღებას და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას 1.2 ქცევის წესების მიზანია თვითმართვის უნარების გამომუშავება, მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნა, ურთიერთპატივისცემაზე აგებული და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა 1.3 ქცევის წესებს იცავენ როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მოსწავლეები 2. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებლების და სკოლის სხვა თანამშრომლების მიმართ, არ აყენებს მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას 3. მოსწავლე ასრულებს სკოლის დირექციის, კლასის დამრიგებლის, საგნის მასწავლებლების და მანდატურების კანონიერ მოთხოვნებს 4. მოსწავლე სკოლაში ცხადდება საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაფერისი სამოსით და აქსესუარებით 5. მოსწავლე არ აგვიანებს გაკვეთილებზე და სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე 6. მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ნივთები, არ იყენებს მობილურ ტელეფონს და სხვა ტექნიკურ საშუალებებს არასასწავლო მიზნით 7. მოსწავლე საკუთარ აზრს და შეხედულებებს გამოხატავს სხვა პირთა ღირსებისა და უფლებების შელახვის გარეშე 8. მოსწავლე ხელს არ უშლის სხვა მოსწავლეებს და მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვაში 9. მოსწავლე უფრთხილდება სხვა პირთა და სკოლის ქონებას, არ აზიანებს მათ 10. მოსწავლე სკოლაში არ ატარებს თამბაქოს ნაწარმს, ყველანაირი სახის იარაღს, ასანთს და სანთებელას, ალკოჰოლურ საშუალებებს, ნარკოტიკულ საშუალებებს, ასაფეთქებელ და მომწამლავ ნივთიერებებს, აზარტული თამაშების საშუალებებს, უხამსობის ამსახველ ნივთებს, ძვირადღირებულ ნივთებს და დიდი ოდენობის ფულს 11. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 12. სასკოლო დროს მოსწავლე უნებართვოდ არ სტოვებს სკოლის ტერიტორიას