ფოთი, ნელი არზიანის ქ. №10
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 18
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ფოთი · ფოთი, ნელი არზიანის ქუჩა № 10
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ- ქალაქ ფოთის N8 საჯარო სკოლის მისიაა განათლების ხარისხის ამაღლება და მუდმივი განახლება. სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობით მოსწავლეთა პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და დამოუკიდებელი, კრიტიკული, ლოგიკური აზროვნების განვითარება. თითოეული მოსწავლისათვის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი განათლების მიცემა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება, რათა ხელი შეუწყოს მომავალი საგანმანათლებლო და შრომითი საქმიანობის არჩევანის გაკეთებაში. ამასთანავე, ჩამოუყალიბოს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება. სკოლის ხედვა სსიპ-ქალაქ ფოთის N8 საჯარო საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა, 2032 წლამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გახდეს წარმატებული და კონკურენტუნარიანი, მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდოს მინიმუმ 50%-ით, იყოს რამოდენიმე პარალელური კლასი და დაინერგოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად ზრუნავდეს ყოველმხრივ განვითარებული, თავისუფალი, კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობებისა და გამოვლენილი ინიციატივების მაქსიმალური ხელშეწყობა, მისცეს სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის და თვითრეალიზაციის შესაძლებლობები. აღუძრას ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების სურვილი. დასახული მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი, ვთვლით, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები შეძლებენ საკუთარი ცოდნის, თვისებების და უნარების დახმარებით დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში. სკოლის ღირებულებები: მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება შემდეგ პრიორიტეტებზე. • პროფესიონალიზმი • ურთიერთანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა • უწყვეტი განვითარება • ემპათიის უნარი • ტოლერანტობა • შემოქმედებითობა • პატრიოტიზმი • ნებელობა • ჯანსაღი ცხოვრების წესი • მოქალაქეობა. სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვა.
სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა: სამეურვეო საბჭო, დირექცია, სკოლის პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, საგნობრივი კათედრები, დისციპლინარული კომიტეტი. მრჩეველთა საბჭო: კონსტრუქციული თანამშრომლობა. კომუნიკაციის აუცილებლობა. ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ჩართვა. დირექციის საქმიანობის სისტემატური კონტროლი . ფინანსური რესურსების მოპოვებისა და ხარჯვის მონიტორინგი. უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ერთობლივი ზრუნვა . სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდაზე ერთობლივი ზრუნვა. ერთობლივი დაგეგმვა და ზრუნვა სკოლის განვითარებაზე. პედაგოგიური საბჭო: კომუნიკაცია და ჯანასაღი ურთიერთობა. საგნობრივ კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა. სახელმძღვანელოების არჩევასა და სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენაში აქტიური მონაწილეობა. მასწავლებელთა კვალიფიკაციის აუცილებლობის გამოვლენა. მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა.სკოლისგარეშე აქტივობებში მონაწილეობა. პროგრამებსა და პროექტებში ჩართულობის ზრდა. მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა.წახალისებისა და დაჯილდოების კრიტერიუმებზე მუშაობა. გაწეული სამუშაოების მონიტორინგი და ანგარიშგება. მოსწავლეთა თვითმმართველობა: თანამშრომლობა და კომუნიკაცია. ინტერესებისა და მათი უფლებების დაცვა. სკოლაში არსებული კლუბების აქტიური მუშაობის ხელშეწყობა და ახალი კლუბების შექმნა. სკოლაში მიმდინარე ღონისძიებებისა და პროექტების დეგეგმვასა და განხო რციელებაში მონაწილეობა . მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. დირექტორის მოადგილე: სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მართვა; სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების კოორდინირება. სადამრიგებლო პროგრამის განხორციელების ხელმძღვანელობა. კათედრების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა. სწავლა-სწავლების ხელშემწყობი მექანიზმების სრულყოფა; პედაგოგთა პროფესიულ ზრდის ხელშეწყობა. საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში მოსწავლეთა ჩართულობა. სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა. სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართულობა; საქმის მწარმოებელი: საქმის წარმოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. სასკოლო დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეგისტრაცია; მოსწავლეთა მოძრაობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; სკოლის არქივის დაცვა და მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლის გაცემა; ელექტრონულ სისტემაში (eFlow.emis.ge eschool.emis.ge) მუშაობის უზრუნველყოფა; სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად თანამშრომელთა/მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოგზავნილი დავალებების შესრულებაში/ელექტრონულად ინფორმაციის შეგროვებაში/გადაგზავნაში დახმარება; სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად მისთვის თანამშრომელთა/მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვა. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი: სკოლის ქონების გაფრთხილება, უსაფრთხოების წესების დაცვა; სკოლის სამეურნეო საქმიანობის ხელმძღვანელობა. კონტროლის გაწევა სკოლის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის ორგანიზებას და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა გამართულ მდგომარეობაში ყოფნას. სკოლის ბიბლიოთეკარი: კომპეტენციის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკის მართვის უზრუნველყოფა. ბიბლიოთეკის გამართული მუშაობა; მუდმივ განახლებაზე ზრუნვა; ბიბლიოთეკის თანაბარი ხელმისაწვდომობა მოსწავლეთათვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის; ბიბლიოთეკაში არსებული სიახლეების შესახებ პერიოდული პრეზენტაციების გამართვა მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებული პირებისათვის; სკოლის ბუღალტერი; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება; ფინანსების რაციონალური განკარგვა. ფინანსური მდგომარეობის ანალიზი . დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიებაზე ზრუნვა (პროგრამებისა და პრექტებიდან მიღებული დაფინანსება/ გრანტები/ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა) . შემოსავლებისა და გასავლების სრული გამჭვირვალეობა . ფინანსური რესურსების ხარჯვის მონიტორინგი. დარაჯი: სკოლის ქონების გაფრთხილება, უსაფრთხოების წესების დაცვა; სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დაცვა; დამლაგებელი: სისუფთავის დაცვა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას როგორც დერეფანში, ასევე ოთახებში, კაბინეტებსა და სველ წერტილებში; საჭიროების შემთხვევებში, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. სხვადასხვა ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების დაცვა.
სსიპ ქალაქ ფოთის N8 საჯარო სკოლა მდებარეობს ქ. ფოთში, მისამართზე: ნელი არზიანის ქ. N10 (ყოფილი სევასტოპოლის ქუჩა) სკოლაში სწავლობს 233 მოსწავლე, 24 მასწავლებელია, სულ 35 თანამშრომელი მუშაობს სკოლაში. სკოლის შენობა აშენდა 1963 წელს , ჯერ იყო რუსულ-ქართული სექტორი 2005 წლამდე, ხოლო 2005 წლიდან-მხოლოდ ქართული სექტორი; 2025 წელს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, ამჟამად სკოლა გარემონტებულია ევროსტანდარტების დონეზე და ყველა პირობა არსებობს მაღალი დონის განათლების მისაღებად.
მოსწავლეთა მხარდაჭერის სერვისები საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლის ნდობაზე დაფუძნებული, პოზიტიური ურთიერთობაა. სკოლის მოსწავლეები ძირითადად გამოირჩევიან კარგი პიროვნული თვისებებით, უყვართ ერთმანეთი, პატივს სცემენ უფროსებს- მშობლებს, მასწავლებლებს. მოსწავლეები ფლობენ განსხვავებულ უნარ-ჩვევებს, შემოქმედებით უნარს, ანალიტიკურ აზროვნებას, ტრანსფერის უნარს. აქვთ თვითგამოხატვის საშუალება, არ ეშინიათ შეცდომების დაშვებისა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის. სკოლაში წამახალისებელი გარემოა, თავისუფალი დრო გამოყენებულია მაქსიმალურად. რაც აღრმავებს მოსწავლეთა ცოდნას საყოფაცხოვრებო რეალობასთან კავშირის პოვნაში და ცოდნის გამოყენებში ეხმარება. დირექციის სათანადო მხარდაჭერა აქვს სკოლაში არაფორმალურ განათლებას. განათლების ფორმალური და არაფორმალური ინსტრუმენტების ერთობლიობას. სკოლა ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამებში. კონკურსებში, ოლიმპიადებში, კონფერენციებში, გამოფენებსა და პროექტებში. ეწყობა საგნების მიხედვით სხვადასხვა საინტერესო და გონებრივი საქმიანობის აქტივობები. დებატები, დისკუსიები, პრეზენტაციები, კულტურული, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, ინტელექტუალური, სპორტული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, შემეცნებითი ექსკურსია-ლაშქრობები, ფილმების ჩვენება, კვლევები, ინტელექტუალური თამაშები, ტარდება, ტრენინგები, საგანმანათლებლო პროექტები, გაკვეთილები არაფორმალურ გარემოში. შეხვედრები ადგილობრივ ახალგაზრდულ ცენტრებთან, სადაც ისინი სიამოვნებით ერთვებიან და ავლენენ კომუნიკაციურ, თანამშრომლობით, შემოქმედებით უნარებს, ინდივიდუალურ თავისებურებებსა და ინტერესებს. სწავლობენ ლიდერობას, გუნდურობას. წახალისებულია ბავშვების ძალისხმევა. ყოველი აქტივობის ბოლოს ფასდება არასავალდებულო სასწავლო კურიკულუმის ცოდნა და შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებით ბავშვებში ცხოვრებისეულ ღირებულებებისა და უნარების განვითარება. მართლაცდა დიდია არაფორმალური განათლების სარგებელი. მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების, ინტერესებისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით შექმნილია კლუბები. კლუბური მუშაობის წარმატებებს ავლენენ სხვადასხვა მიმართულებით: სპორტკლუბი, მკითხველთა კლუბი, სამოქალაქო განათლების კლუბი, ხელოვანთა კლუბი. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები თანამშრომლობენ ქალაქის კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან, კინო-თეატრებთან. აწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს. ხდება მოსწავლეთა აქტიურ, გემოვნებიან და კარგ მკითხვლად ჩამოყალიბება და მათში საამისოდ საჭირო უნარ-ჩვევათა განვითარება. სსიპ ქალაქ ფოთის N8 საჯარო სკოლის არაერთმა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციებში, ასევე მონაწილეობა მიიღო სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიებებში, სკოლის თვითმმართველობა მასწავლებლებთან ერთად თითქმის ყველა კონკურსისა და ღონისძიების ავტორი და ორგანიზატორია. მათ მიერ შექმნილია სამოქალაქო განათლების კლუბი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ინტელექტუალურ სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში. შექმნილია ფრენბურთის, კალათბურთისა და ბადმიდტონის სექციები. თვითმმართველობა ზრუნავს მოსწავლეთა პრობლემებზე, საჭიროების შემთხვევაში ამზადებენ წინადადებებს სამეურვეო საბჭოსა და სკოლის ადმინისტრაციაში. იცავენ მოსწავლეთა ინტერესს და მათ უფლებებს. თვითმართველობა განიხილავს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა საკითხს, გამორჩეული მოსწავლეების აღიარებას და წახალისების საკითხს, თვითმმართველობა ერთ-ერთი ხელშემწყობი მექანიზმია მოსწავლეთა ჯანსაღი წესის დამკვიდრების. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სკოლის მართვაში.
ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რისი შესრულებისკენაც მივისწრაფვით, არის შევქმნათ სკოლაში უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი, ესთეტიკური და ეთიკური, სანიტარულ-ჰიგიენური, ტექნიკურად და ტექნოლოგიურად მდგრადი, კულტურულ-საგანმანათლებლო გარემო. ვიზრუნოთ უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის, სიახლის მუდმივი ძიების და ინოვაციით აღსავსე ხელსაყრელი აღმზრდელობით-საგანმანათლებლო გარემოს შექმნისთვის, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებას, სოციალურად ადაპტირებული პიროვნების აღზრდას. სკოლაში არსებობს უსაფრთხოების სისტემები, სრულად გათვალისწინებულია სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლის ტერიტორია შემოსაზღვრულია. უსაფრთხოების მაღალ დონეს განაპირობებს ვიდეოთვალები. დაცულია განათებულობის სტანდარტები. ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური. ადგილობრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებთან ერთად იგეგმება კომპლექსური ღონისძიებები სამკურნალო პროფილაქტიკური და ჰიგიენური მოთხოვნების გატარებისათვის. სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასკოლო ინფრასტრუქტურის სტანდარტებით. სკოლის ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია: • შენობის მდგომარეობა. • ტექნიკური აღჭურვილობის დონე. • ინფრასტრუქტურის სიმძლავრის პოტენციალი. სკოლა საშუალო სიმძლავრისაა. მუდმივად ვაწარმოებთ სკოლის მატერიალური-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას. სკოლის შენობა სრულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა რეაბილიტირებული და შესანიშნავ მდგომარეობაშია. შენობის ფართი გონივრულად გამოიყენება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისათვის. სკოლა აღიჭურვა სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით. რომელიც მოსწავლეს ეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების ხელშეწყობაში, შესწავლილი პროგრამის გაღრმავებაში, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სამუშაოების სინთეზში. ამჟამად მიმდინარეობს ზრუნვა საბუნებისმეტყველო საგნების, ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიების შესაბამისი ინვენტარით აღსაჭურვად. ამ ეტაპზე სკოლის შენობა და ეზო სრულადაა რეაბილიტირებული, გათვლილია 600 მოსწავლეზე, თუმცა ვინაიდან სკოლის შენობა აქამდე იყო ავარიულ მდგომარეობაში, მოსწავლეთა რაოდენობა დღევანდელი მონაცემებით არის მხოლოდ 233. გვაქვს ახალგარემონტებული სააქტო დარბაზი, ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედანი, სპორტული დარბაზი, კომპიუტერული ლაბორატორია, სასადილო და რესურსოთახი შესაბამისი ინვენტარით. სკოლაში გვყავს 11 სსმ მოსწავლე, სპეც.მასწავლებელი და ორი ასისტენტი. სკოლა უზრუნველყოფილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის უწყვეტი მიწოდებით, საკლასო და ადმინისტრაციულ ოთახებს, კაბინეტებს, სააქტო და სპორტულ დარბაზს, დერეფნებს აქვს ბუნებრივი და ელექტრო განათება. სამივე სართულზე დამონტაჟებულია გათბობის ცენტრალური სისტემა, განთავსებულია სველი წერტილები და სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე სწავლებისათვის საჭირო და აუცილებელი ტექნოლოგიით (კომპიუტერებით, ვიდეოკამერებით, ინტერნეტით, პროექტორით და სხვა) სრული დატვირთვით ფუნქციონირებს კომპიუტერული კაბინეტი. ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება გაკვეთილები და სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებები. საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია ნაწილობრივაა აღჭურვილი თვალსაჩინოებითა და ელექტრონული საშუალებებით, თუმცა ტარდება ზომები ახალრეაბილიტირებული კაბინეტების აღსაჭურვად, რაც საშუალებას მოგვცემს შესაძლებელი გახდეს პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება. სკოლაში არის ახლადგარემონტებული ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, კომპიუტერით, სასწავლო მეთოდური და სხვა დამხმარე მასალით. მიმდინარეობს წიგნადი ფონდის მუდმივი განახლება და ბიბლიოთეკის გაციფრულება. სკოლის ბიბლიოთეკარი მიმართავს ბიბლიოთეკის პოპულარიზაციას და მოზარდთა ინტერესის გაღვიძებას წიგნის მიმართ, ქმნის კომპიუტერულ კატალოგს და ბიბლიოთეკაში ნერგავს მუშაობის თანამედროვე მეთოდებს; დირექციის მიერ ხორციელდება ამ პროცესის მონიტორინგი, სასწავლო წლის ბოლოს კი მოხდება - შეფასება. სკოლაში ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი, აქვს ახლადრეაბილიტირებული შესაბამისი ინვენტარით და აუცილებელი მედიკამენტებით აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი. სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, პოზიტიური გარემო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას.
სკოლის საგანმანათლებლო მისიიდან და სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ერთ -ერთი აუცილებელი პირობაა ფინანსების სწორად, მიზნობრივად და ეფექტურად მართვა. სწორი ფინანსური მართვა კი განაპირობებს სკოლის წარმატებას და საშუალებას აძლევს მას, უკეთესად განახორციელოს საგანმანათლებლო ფუნქცია. სწორი ფინანსური მართვის შედეგად განისაზღვრება სკოლის სტრატეგიული პოლიტიკა, ჩამოყალიბდება მიზნებისა და განვითარების გეგმა. დასახული მიზნების მისაღწევად კი მოხდება რესურსების ოპტიმალური გამოყენება. სკოლისათვის სასიცოცხლოდ ასევე მნიშნელოვანია სახელმწიფო დაფინანსების ზემოთ დამატებითი არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსის მოძიება იმ ამოცანათა გადასაწყვეტად, რომელთა დაფინანსება არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ვაუჩერით. სკოლის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს როგორც სასკოლო საზოგადოება, ასევე ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. იგი გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და მიმართულებად განისაზღვროს სასწავლო პროცესისათვის სასურველი გარემოს შექმნა, სწავლება-სწავლის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა და სტრატეგიული გეგმის შესასრულებელი აქტივობების განსახორციელება. ფინანსების გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაში ჩართული ადამიანების მობილიზებასა და გაერთიანებას, ხელმძღვანელობის მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლებას და თანხების ეფექტურ გამოყენებას. სისტემატურად და გამჭვირვალედ ხდება ფინანსური სახსრების მიზანმიმართული ხარჯვა, გასავლების კონტროლი და მონიტორინგი. სკოლის ფინანსები მიმართულია სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. მომავალში ვაპირებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების თანამონაწილეობა სკოლის ბიუჯეტის მართვის პროცესში.