რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის №7 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ფოთი · ფოთი, ჭყონდიდელის ქ. №33

რეესტრის კოდი#1458
მოსწავლე323
მასწავლებელი32
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნინო მორგოშია
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
20/11/2024
ავტორიზაციის დასრულება
20/11/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ფოთი, ჭყონდიდელის ქ. №33

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
30
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის №7 საჯარო სკოლის მისიაა: დაამკვიდროს მოსწავლეზე/პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, განუვითაროს მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის მოახლოვებას მორგებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და პერსონალის პროფესიულ განვითარებას. ფორმალური და არაფორმალური განათლებით დანერგოს სიახლეები იმ ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებისთვის, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეს/სტუდენტს სრულად გამოავლინოს საკუთარი თავისი პოტენციალი.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

მუხლი 1.ზოგადი დებულებები 1. სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) მიერ დასაქმებულ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი აღნიშნული დოკუმენტი 2. სკოლა ვალდებულია გააცნოს „სკოლაში დასაქმებულ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ‘’ თავის დასაქმებულს. მუხლი 2. დირექტორის მოადგილის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სკოლის დირექტორის მოადგილე (შემდგომში დირექტორის მოადგილე) შეიძლება იყოს მაგისტრის (მაგისტრთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც დასტურდება კანონის შესაბამისად გაცემული დოკუმენტით. 2. დირექტორის მოადგილედ მუშაობის დაწყებამდე უნდა ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება . 3. უნდა იცოდეს ეროვნული სასწავლო გეგმა. 4. უნდა იცნობდეს ძირითად კანონებს და კანონქვემდებარე აქტებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს მუშაობის პროცესში. 5. ჰქონდეს მუდმივი მზაობა ახალი ცოდნის მისაღებად. მუხლი 3. ბუღალტრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სკოლის ბუღალტერი (შემდგომში ბუღალტერი) შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი საბუღალტრო ან საფინანსო ეკონომიკური მიმართულებითა, რომელიც დასტურდება კანონის შესაბამისად გაცემული დოკუმენტით. 2. უნდა ჰქონდეს მზაობა აუცილებელი ბუღალტრული საქმიანობის შესასრულებლად. 3. ბუღალტრისათვის სავალდებულოა მინიმალური უნარები სამი მიმართულებით: ა) ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები; ბ) ორგანიზაციული და საქმიანი ცოდნა; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა; 4. ჰქონდეს მუდმივი მზაობა ახალი ცოდნის მისაღებად. მუხლი 4. მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. სკოლაში დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი; დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ვ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 2. სკოლაში საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს: ა) სრული ზოგადი განათლება; ბ) შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ანდა სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. 3. მოწვეულ მასწავლებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; 4. შემცვლელ მასწავლებელს უნდა გააჩნდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და უნდა აკმაყოფილებდეს მოწვეული მასწავლებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 5. სკოლაში სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული; ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.pdf01/08/2024 10:13:37 · 1.45 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის №7 საჯარო სკოლა გრძელვადიანი (რამდენწლიანია) სტრატეგიული განვითარების გეგმა ეფუძნება სკოლის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს. იგი განსაზღვრავს გზებს, როგორ მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს რეალურად არსებულ მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას. სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის №7 საჯარო სკოლას აქვს არსებობის 60 წლის ისტორია. საიუბილეო 55 წლისთავთან დაკავშირებით მას მიენიჭა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის სკოლა, როგორც სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის №7 საჯარო სკოლა ახორციელებს თავის საქმიანობას სამივე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ესგ-ს შესაბამისად, მას აქვს სსიპ - ყველა ატრიბუტიკა: მრგვალი ბეჭედი, დამოუკიდებელი ანგარიში, სახაზინო კოდი და კანონმდებლობა განსაზღვრული კომპეტენციით განკარგავს სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემულ ქონებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. სკსოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. სკოლის 2024-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა შედგენილია SVOT ანალიზზე დაყრდნობით და იგი მოიცავს შემდეგ პუნქტებს: 1. მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული ზრდა 2. სკოლაში სწავლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. 3. მოსწავლეთა სწავლა-სწავლების უწყვეტი ზრდა ინოვაციური მეთოდების დანერგვით ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში. 4. წახალისების მეთოდების დანერგვა სკოლის მდგრადი განვითარებისთვის. 5.სკოლის მომსახურებების გაუმჯობესება; 6. სკოლაში ხარისხის სისტემის დანერგვა/განვითარება; 7. სკოლის ორგანიზაციული განვითარება. 8.არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. 9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა/განხორციელება

დოკუმენტები

სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია.pdf27/06/2025 14:17:35 · 0.38 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები21 დამატებითი მასალა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონტორინგის ჯგუფი 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს 1.2. მოსწავლეთა თვითმმართველობას 1.3.სკოლის დირექციას 1.4. კლასის დამრიგებელს 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებისმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის საფუძველზე

დოკუმენტები

მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი.pdf01/08/2024 18:19:38 · 0.06 MB
მოსწავლის გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმი.pdf01/08/2024 18:19:38 · 0.13 MB
სასკოლო რესურსით სარგებლობის წესი.pdf06/08/2024 18:24:23 · 4.57 MB
საზოგადოებასთან ერთიერთობის წესი.pdf06/08/2024 18:24:23 · 2.67 MB
მოსწავლის ჩარიცხვის მექანიზმები.pdf06/08/2024 18:24:24 · 8.83 MB
საკვალიფიკაციო მოთხოვნები.pdf06/08/2024 18:24:24 · 6.47 MB
უსაფრთხოების პოლიტიკა.pdf06/08/2024 18:24:24 · 37.43 MB
ადამიანური რესურსების მართვა.pdf06/08/2024 18:24:26 · 6.64 MB
სტრუქტურული ერთეულები, პირების ფუნქციები.pdf06/08/2024 18:24:26 · 47 MB
საქმისწარმოების წესი.pdf06/08/2024 18:24:28 · 10.55 MB
თანამდებობრივი ინისტრუქციები.pdf14/07/2025 14:23:14 · 0.35 MB
+პერსონალურ მონაცემთა დაცვა.pdf14/07/2025 14:23:14 · 0.14 MB
+ხარისხის-უზრუნველყოფის მექანიზმები+.pdf14/07/2025 14:23:14 · 0.1 MB
+შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია.pdf14/07/2025 14:23:15 · 0.16 MB
+კომპიუტერულ ლაბორატორიაში უსაფრთხოდ მუშაობის წესები.pdf14/07/2025 14:23:15 · 0.11 MB
+ინტეგრირებული მოდულების შეფასების წესი.pdf14/07/2025 14:23:15 · 0.14 MB
+დანართი 6-პროგრამების განხორციელების დებულება.pdf14/07/2025 14:23:15 · 0.74 MB
+ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი.pdf14/07/2025 14:23:15 · 0.24 MB
+მატერიალურის წესი.pdf14/07/2025 14:23:15 · 0.22 MB
+პროფესიული სტუდენტის ეთიკის კოდექსი.pdf14/07/2025 14:23:15 · 0.11 MB
პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერის მექანიზმები 2025.pdf14/07/2025 14:23:15 · 0.16 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

მუხლი 1. შესავალი წინამდებარე დოკუმენტით, სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის N7 საჯარო სკოლა (შემდგომში „სკოლა“) არეგულირებს სსსმ პირთათვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებას. მუხლი 2. სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების იდენტიფიცირებისა და სსსმ სტატუსის მოპოვების რეგულაცია 1.სწავლის დაწყებისთანავე (პირველ კლასში) სსსმ სტატუსის მიღების რეგულაცია; 1.1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უთითებს პირის სავარაუდო სპეციალურ საჭიროებაზე და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების მოთხოვნის მიზნით ავსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ სპეციალურ ფორმას. 1.2 სპეციალურ ფორმას, თანდართული დოკუმენტებით, სკოლა უგზავნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც მოავლენს მულტიდისციპლინურ გუნდა კანონით განსაზღვრულ ვადაში; 1.3. მულტიდისციპლინური გუნდი აფასებს მოსწავლეს იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭება/არმინიჭების შესახებ. 2. მოსწავლის სტატუსის მქონე პირებისათვის სსსმ სტატუსის მოპოვების რეგულაცია 2.1. იმ შემთხვევაში, თუ საგნის მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი მიიჩნევს, რომ მოსწავლეს, თანაკლასელებთან შედარებით, აქვს სირთულე სწავლაში და მისთვის საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება, ან/და სასწავლო გარემოს მოდიფიცირება, ან/და სასწავლო გარემოს ადაპტაცია, ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, ამის შესახებ მასწავლებელი/ დამრიგებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს. 2.2. სკოლა ვალდებულია მიმართოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს და ორგანიზებას უწევს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის, დამრიგებლის და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების შეხვედრას. 2.3. მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, სკოლა ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას და წარუდგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის გამოყოფის თაობაზე, რათა დრoულად მოხდეს სპეციალური საჭიროების დადგენა. 2.4. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი არ ეთანხმება მასწავლებლის/დამრიგებლის მოსაზრებას ბავშვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების საჭიროებას, ამის შესახებ მან უნდა განაცხადოს წერილობით. დირექციის/სპეციალური მასწავლებლის/კვალიფიციური პირის მიერ ჩატარდეს მასთან დამატებითი საუბრები, ვურჩიოთ შესაბამისი ლიტერატურა, რათა მოხდეს მშობლის დარწმუნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მუხლი 3. სსსმ სტატუსის მოხსნის რეგულაცია 1. სტატუსის მოხსნის ინიციატორი შეიძლება იყოს მასწავლებელი/მასწავლებლები, კლასის დამრიგებელი, სპეციალური მასწავლებელი, რომელიც დაასაბუთებს სსსმ მოსწავლის მნიშვნელოვან წარმატებებს სწავლის პროცესში 2. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციალური ფორმით მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის გამოყოფის შესახებ, რათა გამეორებით მოხდეს სსსმ მოსწავლის მიღწევის შეფასება. მუხლი 4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებისა და შესრულების რეგულაცია/მონიტორინგი 1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების მიზნით, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც იქმნება ისგ ჯგუფი, რომელიც ვალდებულია: 1.1. სწავლის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში შექმნას სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის, მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით , მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვით. 1.2. შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ 2-ჯერ და განიხილოს ინდივიდუალური გეგმის შესრულების საკითხი, მიღწევები და სირთულეები; 1.3. მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს მშობელთან და სისტემატურად განიხილოს მიღწევები და სირთულეები. 1.4. იზრუნოს სსსმ მოსწავლის აქტიურ ჩართულობაზე საგაკვეთილო და სასკოლო აქტივობებში. 1.5. საკუთარი შედეგები გაუზიარონ სასკოლო საზოგადოებას, მასთან ერთად დასახოს წინსვლის გეგმები და მექანიზმები 1.6. სკოლა ვალდებულია წელიწადში ორჯერ პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე მოისმინოს და შეაფასოს ისგ ჯგუფის მუშაობა. 1.7. სკოლა ვალდებულია შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც სასწავლო წლის ბოლოს შეაფასებს ისგ ჯგუფის შედეგებს და ინფორმაციას წარუდგენს დირექციას 1.8 სკოლის დირექტორი ვალდებულია, სასწავლო წლის ბოლოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა ისგ ჯგუფის მუშაობის შესახებ წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მუხლი 5. სკოლის ვალდებულებები 1. შენობა-ნაგებობის ფიზიკური გარემოს მოწყობის მიზნით, ითანამშრომლოს სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოსთან. 2. სკოლა, საკუთარი რესურსების ფარგლებში, პასუხისმგებელია სსსმ მოსწავლეებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე. 3. სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით, ითანამშრომლოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. დადგენილი წესით მიმართოს სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნით. 4. კანონით დადგენილი კონკურსის წესით შეარჩიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალური მასწავლებელი და/ ან სხვა მუშაკი, რომელიც აუცილებელია სსსმ მოსწავლის განვითარებისათვის. 5. მინიმუმ, 3 თვეში ერთხელ მოახდინოს სსსმ მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება მოსწავლის მიღწევების შესახებ. 6. კანონიერი წა

დოკუმენტები

გასაჩივრების დეტალური პროცედურები.pdf01/08/2024 18:14:51 · 7.7 MB
სსსმ პირთათვისსაგანმანათლებლო სერვისების მიწოდების რეგულაცია.pdf01/08/2024 18:14:54 · 4.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები2 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ბიუჯეტი.pdf01/08/2024 18:43:45 · 5.74 MB
ბიუჯეტი.pdf21/07/2025 13:31:01 · 2.15 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე