გიორგი ვატაევის N5
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 41
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 8
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ფოთი · ქალაქი ფოთი, გიორგი ვატაევის ქუჩა, N5
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის №5 საჯარო სკოლის მისია სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლა ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ზრუნავს შექმნას ჯანსაღი, მრავალფეროვანი კულტურის, თანამშრომლობითი და უსაფრთხო გარემო, სადაც აღიზრდებიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, გლობალურად, კრიტიკულად მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, ინიციატივიანი, წიგნიერი, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი, კონკურენტუნარიანი, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი, ტოლერანტი, აქტიური თაობები, რომლებიც გახდებიან სახელმწიფოს სრულუფლებიანი მოქალაქეები და საკუთარ მიღწევებს გამოიყენებენ ახალი მატერიალური, ინტელექტუალური ღირებულებების შესაქმნელად და სამყაროს უკეთესობისაკენ შესაცვლელად. ხედვა 2031 წლისათვის ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლა იქნება საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც საზოგადოებას გაუწევს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურებას ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით, აღზრდის ეროვნული თვითშეგნებისა და ევროპული ღირებულებების მქონე მოქალაქეებს, ხელს შეუწყობს ბავშვის ინტელექტუალური, სოციალური, კულტურული პოტენციალის გამოვლენას. ასევე, უზრუნველყოფს ესგ-თი დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, დაეხმარება მოსწავლეებს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარების გამომუშავებასა და ინდივიდუალური შესაძლებლობების რეალიზებაში. ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი 1) პროფესიონალიზმი - სკოლა მუდმივად ხელს შეუწყობს პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას; 2) გუნდურობა - სკოლაში გადაწყვეტილებები მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით, მათი კომპეტენციის ფარგლებში; 3) ეთიკა და სამართლიანობა - სკოლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს და ეთიკურ ნორმებს; 4) ინოვაცია - სკოლა უზრუნველყოფს გამოცდილების საფუზველზე სიახლეების, დადებითი ცვლილებების, ახალი სასწავლო მეთოდების მუდმივ დანერგვას ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნისთვის; 5) საჯაროობა და გამჭვირვალობა - სკოლის საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ხედვები და ღირებულებები, მარეგულირებელი დოკუმენტები საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ღიაა და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული მხარისთვის; 6) სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმი - სკოლა ქმნის მზრუნველ გარემოს, რისთვისაც გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მხარდაჭერისა და პასუხისმგებლობის პოზიციიდან; 7) ადამიანის უფლებების დაცვა - სკოლა უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების, განვითარების თანაბარ შესაძლებლობას, ნებისმიერი დისკრიმინაციის აკრძალვას!
სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურის სქემა (დანართი N1) 2. სამეურვეო საბჭო 3. დირექცია 4. დირექტორი 5. დირექტორის მოადგილე 6. ბუღალტერი 7. დისციპლინური კომიტეტი 8. პედაგოგიური საბჭო 9. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 10. საგნობრივი კათედრები 11. მოსწავლეთა თვითმმართველობა 12. უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო 13. საშტატო ნუსხა ადმინისტრაცია 14. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 15. საქმისმწარმოებელი 16. ბიბლიოთეკარი 17. საინფორმაციო მენეჯერი 18. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი 19. სკოლის ექიმი 20. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მასწავლებელი 21. სამუშაოს აღწერილობის დოკუმენტი 22. ფსიქოლოგი. მუხლი N1 სამეურვეო საბჭო სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და მასწავლებლების მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 12 წარმომადგენლისგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისა და სამინისტროს მიერ წარდგენილი 1 წევრისგან. (იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან). მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის შემთხვევაში, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას სამინისტროსთან თანხმობით შესაძლებელია შეიცვალოს წევრთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლები უნდა წარმოადგენდნენ, სკოლაში არსებულ თითოეული სწავლების საფეხურს. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით. სამინისტროს უფლება აქვს, სამეურვეო საბჭოში წარგზავნოს წარმომადგენელი, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს. სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენლები სამეურვეო საბჭოდან. სამეურვეო საბჭოს არჩევის წესს ადგენს სამინისტრო. სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეთა მშობლების თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით. სამეურვეო საბჭოს ირჩევენ 3 წელს ვადით სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. სამეურვეო საბჭოს ფუნქციებია სკოლის დირექტორის არჩევა, , რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა . სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე, აკონტროლებს სკოლის ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვა, უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს, ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს, უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელიგამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს სკოლის დირექტორს, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება, უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა მიმოიხილავს სკოლის ხედვას სკოლის მართვის დემოკრატიული სტრუქტურის, მასწავლებელთა პროფესიული ზრდის, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სფეროებში, სკოლის დანიშნულებას, ძირითად ფუნქციებსა და უმნიშვნელოვანეს მიზნებს 2024-2031 წლებისათვის. ერთი მხრივ , სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს სკოლის დოკუმენტს , რომელიც ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ მუშაობას საერთო მიზნების მისაღწევად. მეორე მხრივ, სკოლის თანამშრომლები განიხილავენ სტრატეგიული გეგმის დოკუმენტს, როგორც შესაძლებლობას , გაუზიარონ საკუთარი ხედვა ყველა დაინტერესებულ მხარეს ( მშობელი, მასწავლებელი, მოსწავლე) და ამით ხელი შეუწყონ სკოლის საქმიანობის შეფასებასა და შემდგომ სრულყოფას. მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, მიზნების მიღწევის გზები. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა მოხდება პერიოდულად. სტრატეგიული გეგმა შედგება შემდეგი ინფორმაციისგან: • სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია; • მისია; • ხედვა; • ღირებულებები; • სტრატეგიული მიზნები, ამოცანები • სტრატეგიული გეგმის შესრულების კალენდარი. სტრატეგიული განვითარების მეთოდოლოგია სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში სკოლის ძირითადი სამოქმედო პრინციპებია: • კოლეგიალობა და გუნდური მუშაობა • სამართლიანობა და თანასწორობა • შემოქმედებითობა და გამოხატვის თავისუფლება • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა სკოლის განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი. იგი უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან საჭირო ინფორმაციის შეგროვებაზე და სხვა. სტრატეგიული გეგმა ეფუძნება უწყვეტი განვითარების ციკლს: მიზნის განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება.
2024-2025 სასწავლო წლის სკოლის განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავებულია 2024 – 2031 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის, სკოლის მისიისა და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები
სსიპ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის ფოტო- მასალა