ფოთი, აღმაშენებლის ქ. №18
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 22
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ფოთი · ფოთი, აღმაშენებლის ქ. №16
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებისა და ტექნიკური საგნების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა უახლოესი ათწლეულების განმავლობაში სსიპ ქალაქ ფოთის N15 საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ შრომის ბაზარზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა.
2025 წლის აგვისტოში დასრულდა სკოლის სრული რეაბილიტაცია. სკოლა სრულიად ადაპტირებულია , აქვს განახლებული სპორტული და სააქტო დარბაზი. აღჭურვილი ლაბორატორიები- ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორიებით. ფუნქციონირებს ცენტრალური წყალმომარაგების, საკანალიზაციო და გათბობის სისტემები. სკოლას გააჩნია სრულად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი, სსსმ მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სივრცე ანუ რესურს ოთახი; ბუფეტი, სპორტული დარბაზი. კაბინეტები აღჭურვილია ჭკვიანი დაფებითა და პროექტორებით; სკოლის ეზო შემოსაზღვრულია ღობით, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით; სამივე სართულზე განთავსებულია ხანძარ საწინააღმდეგო აღჭურვილობა; სკოლაში ფუნქციონირებს ცეკვის წრე და გახანგრძლივებული, მოსამზადებელი ჯგუფი.
მოკლე ინფორმაცია თანამდებობის ტიპი თანამდებობა საშტატო ერთეული დირექცია დირექტორი 1 დირექცია დირექტორის მოადგილე 1 დირექცია ბუღალტერი 1 ადმინისტრაცია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 1 ადმინისტრაცია საქმისმწარმოებელი 1 ადმინისტრაცია საინფორმაციო მენეჯერი 1 ადმინისტრაცია ბიბლიოთეკარი 1 მასწავლებელი მასწავლებელი 38 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი სკოლის ექიმი 1 ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტი სპეციალური განათლების საჭიროების მქონე ასისტენტი 1 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი დარაჯი 3 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი დამლაგებელი 5 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი ცეცხლფარეში 1