რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ ფოთის №11 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ფოთი · ფოთი, შავი ზღვის ქ. №6

რეესტრის კოდი#1453
მოსწავლე438
მასწავლებელი39
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
სოფიო ჭაჭია
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
13/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
13/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ფოთი, შავი ზღვის ქ. №6

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
26
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
4
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

• სსიპ ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის მისიაა უზრუნველყოს მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა აღზრდისა და სწავლების მაღალი ხარისხი. პოზიტიური, მამოტივირებელი, ინოვაციური და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნით, სადაც მოსწავლე/პროფესიული სტუდენტი მიაღწევს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ისწავლის განსხვავებული აზრისა და კულტურის პატივისცემას. • განახორციელოს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამები,რითაც სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის უწყვეტ პროფესიულ განათლებას და წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. მოსწავლეებისათვის/პროფესიული სტუდენტებისათვის ისეთი წინაპირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი განვითარების გზის სწორად არჩევაში. ხედვა:  სკოლაში საჭირო რესურსებით აღჭურვილი, პოზიტიური, მამოტივირებებლი, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალურად უსაფრთხო გარემოს დამკვიდრება  სკოლა ხელს შეუწყობს მოსწავლეს/პროფესიულ სტუდენტს გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ. გააცნობიეროს საკუთარი უფლება - მოვალეობები ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.  სკოლა დაეხმარება მოსწავლეს/ პროფესიულ სტუდენტს საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მ.შ. პროფესიული პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღებაში, რათა შეძლოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის და დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.  ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებით პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა.  სკოლა ხელს შეუწყობს მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. ღირებულებები: სასკოლო საზოგადოება აღიარებს და პატივს სცემს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და სკოლისთვის პრიორიტეტულად გამოყოფს შემდეგ პოსტულატებს:  უსაფრთხოება: სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს.  პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა: სკოლის ყველა სუბიექტი – მოსწავლე, პროფესიული სტუდენტი, მასწავლებელი, პროფესიული ფგანათლების მასწავლებელი,მშობელი – იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე.  სამართლიანობა: სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  პატრიოტიზმი: სკოლა აღიარებს ქვეყნის მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების დაცვას, ეროვნული ღირებულებების, კულტურის, ტრადიციების პატივისცემას და შენარჩუნებას.  ტოლერანტობა: სკოლა აღიარებს თანასწორუფლებიანობას ადამიანის უფლებათა დეკლარაციის საფუძველზე.  ურთიერთპატივისცემა: სკოლა აღიარებს ეთიკის კოდექსს და საქმიანობას წარმართავს სასკოლო საზოგადოების ურთიერთპატივისცემის პრინციპით.

დოკუმენტები

N11 სკოლის მისია, ხედვა, ღირებულებები.pdf23/06/2025 14:28:47 · 0.09 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა3 დამატებითი მასალა

სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლის სტრუქტურა მოიცავს: პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს; სკოლის დირექციას -- დირექტორსა და დირექტორის მოადგილეს; ბუღალტერს; მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს თავისი ტექნიკური პერსონალით; ბიბლიოთეკარს;საინფორმაციო მენეჯერს, სპეციალურ მასწავლებელს; სსსმ მოსწავლის ასისტენტს; ფსიქოლოგს; ენისა და მეტყველების სპეციალისტს, სკოლის ექიმს; სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.

დოკუმენტები

სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლის სტრუქტურა.pdf26/09/2023 22:04:33 · 0.21 MB
Scan სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლის სტრუქტურა.pdf26/09/2023 22:15:10 · 10.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf21/09/2023 20:26:17 · 3.23 MB
სტრატეგიული გეგმა(ცვლილება).pdf23/06/2025 14:31:40 · 0.11 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სასკოლო სასწავლო გეგმის დანართი: საგაკვეთილო ცხრილი 2023-2024 I სემესტრი

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf21/09/2023 20:25:40 · 4.01 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა.pdf21/09/2023 20:25:41 · 12.88 MB
გაკვეთილების განრიგი.pdf28/09/2023 21:51:51 · 0.14 MB
ინდ. გეგმის ნიმუში.pdf28/09/2023 21:51:51 · 3.49 MB
შეფასების რუბრიკების ნიმუშები.pdf28/09/2023 21:51:52 · 4.52 MB
სახელმძღვანელოთა ნუსხა. 2023-2024 ს.წ..pdf28/09/2023 21:51:53 · 3.63 MB
სსათობრივი ბადე.pdf28/09/2023 21:51:53 · 0.66 MB
ცხრილი 2023- 2024 წ. 1 სემესტრი.pdf28/09/2023 21:51:53 · 3.69 MB
ერთ წლიანი სამოქმედო გეგმა2(ცვლილება).pdf23/06/2025 14:32:13 · 0.14 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები4 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ ფოთის N 11 საჯარო სკოლა ახორციელებს სწავლებას დაწყებით( 1-6 კლასი), საბაზო (7-9 კლასი) და საშუალო( 10- 12 კლასი) საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით. ცხრა კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ენიჭება საბაზო საფეხურის განათლების კვალიფიკაცია. მე-12 კლასის დასრულების შემდეგ კი საშუალო საფეხურის განათლების კვალიფიკაცია. სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები. კერძოდ: სკოლის თვითმართველობის მიერ ორგანიზებული: 1. ეკოკლუბი "ავანგარდი" (ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2020წლის ფინალისტი); 2. რა? სად? როდის? კლუბი (ხელმძღვანელი ინგა წურწუმია). სკოლა ჩართულია: 1. USAID - ის საბაზისო განათლების პროგრამაში ქართულისა და მათემატიკის მიმართულებით 2020 წლიდან დღემდე; 2. English book education და macmillan education - ის პროგრამა MAX მათემატიკა საერთაშორისო კურიკულუმით Vა და VIბ კლასებში.

დოკუმენტები

ინტელექტუალური კლუბის დებულება.docx09/11/2023 14:47:31 · 0.02 MB
ეკოკლუბი ავანგარდი.docx09/11/2023 14:47:32 · 0.02 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი (2).pdf20/11/2023 15:40:34 · 0.23 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები4 დამატებითი მასალა

სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლის შინაგანაწესი მოსწავლის, პერსონალის, მშობლისკანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა

დოკუმენტები

სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლის შინაგანაწესი.pdf26/09/2023 22:49:06 · 0.27 MB
სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლა - კანონიერი უფლების დაცვა.pdf26/09/2023 23:17:49 · 0.44 MB
შინაგანაწესი 2025წელი.pdf27/06/2025 13:38:25 · 0.29 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლა მდებარეობს ქ. ფოთი, შავი ზღვის ქ. N6. სკოლაში ამჟამად 21 ფინანსურ კლასში სწავლობს 458 მოსწავლე, მათგან 6 სსსმ მოსწავლე. დასაქმებულია 52 თანამშრომელი. მათ შორის 37 პედაგოგი. სკოლა სამსართულიანია და მისი ძველი კორპუსი აშენდა 1969 წელს, ხოლო 1985 წელს სკოლას მიაშენეს ახალი კორპუსი. ამ 52 წლის განმავლობაში სკოლას არასოდეს ჩატარებია სრული რეაბილიტაცია. თუმცა, უნდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც სკოლას ჩაუტარდა 2013-2017 წლების განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ. 2013 წელს სკოლის მეორე და მესამე სართულზე მოეწყო შიდა სველი წერტილები. 2014 წელს შეიცვალა სკოლის სახურავი: სკოლის ძირითადი შენობა დაიხურა პროფნასტილით, ხოლო სპორტდარბაზი ბრტყელი დახურვით. შეიცვალა სკოლის შესასვლელი ყველა კარი. მოეწყო გარე და შიდა პანდუსი. 2016- 2017 წლებში სკოლაში მოეწყო გათბობის სისტემა და აშენდა ახალი საქვაბე. სკოლა უზრუნველყოფილ იქნა ბუნებრივი აირით. 2021 წლის ზაფხულში სკოლაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, შეიცვალა ელექტროგაყვანილობის სისტემა, სკოლის ხელოვნური განათებისთვის შეიცვალა სანათები და რაც მთავარია ამ სამუშაოების ფარგლებში სკოლის დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, მოსწავლეთა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, მოიხსნა მოძველებული, დაზიანებული ე.წ. პლასტიკატის ჭერი. სკოლის შენობის პირველ სართულზე არის რესურს ოთახი, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი, გარე სპორტული მოედანი. სკოლა არ არის სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის, თუმცა სკოლაში არის გარე და შიდა პანდუსი. მეორე სართულზე მდებარეობს ბიბლიოთეკა, ადმონისტრაციის დირექციის და სამასწავლებლოს ოთახები. მესამე სართულზე განთავსებულია კომპიუტერული ლაბორატორია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. სკოლაში ფუნქციონირებს კლასკაბინეტური სისტემა.

ფინანსები2 დამატებითი მასალა

სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლის ფინანსები

დოკუმენტები

სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლის ბიუჯეტი 2023 - 2024.pdf26/09/2023 22:36:21 · 0.84 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე