რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ფოთი · ფოთი, აკაკის ქ. №44

რეესტრის კოდი#1452
მოსწავლე794
მასწავლებელი60
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ბაქარი ერაგია
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
24/10/2023
ავტორიზაციის დასრულება
24/10/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ფოთი, აკაკის ქ. №44

სექტორი
ქართული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
75
თავისუფალი ადგილი
26
სსსმ ლიმიტი
8
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის NN1 საჯარო სკოლის მისიაა სკოლაში ისეთი ჯანსაღი, მრავალფეროვანი კულტურის, თანამშრომლობითი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომ შესაძლებელი გახდეს მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული, კონკურენტუნარიანი, წარმატებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური ღირებულებების შესაქმნელად. ხედვა: -დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობიერებაში; -ხელი შევუწყოთ მათ ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშაონ დასწავლის უნარ-ჩვევები, განუვითაროთ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რათა დამოუკიდებლად თუ სხვებთან ერთად შეძლონ ცოდნის შეძენა და გაღრმავება. ჩამოყალიბდნენ გლობალურად მოაზროვნე , მაღალი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის მქონე ადამიანებად , რომლებიც შექმნიან უფრო უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროს. ღირებულებები: გუნდური მუშაობა, პროფესიონალიზმი, ინოვაციურობა, ღიაობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა.

სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

1. სკოლის სტრუქტურის სქემა 2. სამეურვეო საბჭო 3. დირექცია 4. დირექტორი 5. დირექტორის მოადგილე 6. ბუღალტერი 7. დისციპლინური კომიტეტი 8. პედაგოგიური საბჭო 9. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 10. საგნობრივი კათედრები 11. მოსწავლეთა თვითმმართველობა 12. უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო 13. საშტატო ნუსხა ადმინისტრაცია 14. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 15. საქმისმწარმოებელი 16. ბიბლიოთეკარი 17. ინფო-მენეჯერი 18. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი 19. სკოლის ექიმი 20. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მასწავლებელი 21. სამუშაოს აღწერილობის დოკუმენტი 22. მშობელთა სათათბირო 23. ენისა და მეტყველების თერაპევტი სკოლის სტრუქტურის სქემა ორგანიზაციული სტრუქტურა არის საქმიანობის დაგეგმვისა და პასუხისმგებლობის განაწილების ეფექტური საშუა-ლება, სადაც ორგანიზაციის თითოეულმა წარმომადგენელმა იცის საკუთარი საქმიანობა და განსაზღვრულია მისი როლი. სწორად დაგეგმილი ორგანიზაციული სტრუქტურა, ხელს უწყობს ურთიერთობებს, ადგენს პოზიციებს, ფორმალური ანგარიშვალდებულების ხაზებს კონკრეტულ თანამდებობებს, პოზიციებსა თუ სტრუქტურულ ერთეულებს შორის, რაც აორგანიზებს პერსონალის შრომის პროცესს. სამეურვეო საბჭო სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და მასწავლებლების მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 12 წარმომადგენლისგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისა და სამინისტროს მიერ წარდგენილი 1 წევრისგან. (იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან). მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის შემთხვევაში, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას სამინისტროსთან თანხმობით შესაძლებელია შეიცვალოს წევრთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლები უნდა წარმოადგენდნენ, სკოლაში არსებულ თითოეული სწავლების საფეხურს. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით. სამინისტროს უფლება აქვს, სამეურვეო საბჭოში წარგზავნოს წარმომადგენელი, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს. სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენლები სამეურვეო საბჭოდან. სამეურვეო საბჭოს არჩევის წესს ადგენს სამინისტრო. სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეთა მშობლების თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით. სამეურვეო საბჭოს ირჩევენ 3 წელს ვადით სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. სამეურვეო საბჭოს ფუნქციებია სკოლის დირექტორის არჩევა, , რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა . სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე, აკონტროლებს სკოლის ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვა, უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს, ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს, უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს სკოლის დირექტორს, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება, უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თ

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა (1).pdf11/07/2024 20:14:54 · 0.38 MB
სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf11/07/2024 20:14:54 · 0.47 MB
სტრატეგიული განვით. 7 წლიანი გეგმა.pdf18/03/2026 09:54:04 · 0.35 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის შედეგი.docx18/03/2026 09:54:05 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა- 2023-2024-წ..doc10/01/2024 11:40:53 · 0.26 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf11/07/2024 20:15:35 · 0.37 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.pdf18/03/2026 09:55:07 · 0.44 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის შედეგე 2024-2025.pdf27/03/2026 07:30:50 · 0.16 MB
2026წ. 20.06 ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის შედეგი.pdf10/07/2026 08:50:35 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

შესრულების ანგარიში

2023-2024 სასწავლო წლის სკოლის განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავებულია 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის, სკოლის მისიისა და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები 1. სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 2024წელი IX X XI XII I II III IV V VI შესრულების ინდიკატორები რესურსები 1.1 სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება დირექტორი, დირექტორის მოადგილე; სტრუქტურული ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო პედაგოგიუ რი საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი არსებული რესურსი დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; შესაბამისი არსებული რესურსი 1.2 სკოლის შინაგანაწესში ცვლილების შეტანა დირექტორი, სამეურვეო საბჭო სკოლის შინაგანაწესი არსებული რესურსი 1.3 სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება/ცვლილების შეტანა დირექტორი, სამეურვეო საბჭო, ბუღალტერი სამეურვეო საბჭოს ოქმი; ბიუჯეტის პროექტი არსებული რესურსი 1.4 სკოლის 2023 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავება/დამტკიცება დირექტორი, ბუღალტერი შესყიდვების გეგმა არსებული რესურსი 1.5 მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დირექტორი შრომითი ხელშეკრულებები არსებული რესურსი 1.6. სკოლასა და მშობელს შორის ხელშეკრულებების გაფორმება დირექტორი, კლასის დამრიგებლები ხელშეკრულებები არსებული რესურსები 1.7. სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი სამეურვეო საბჭო პედაგოგიური საბჭო შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები არსებული რესურსები 2. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI შესრულების ინდიკატორები რესურსები 2.1 სასწავლო პროგრამების (კურიკულუმების) შემუშავება მასწავლებლები კურიკულუმი საგნობრივი კათედრის ოქმები არსებული რესურსი 2.2 ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე ჯგუფის სამუშაო გეგმა და მასალები, დირექტორის მოადგილის პორტფოლიო არსებული რესურსი 2.3 საგნობრივი კათედრების სხდომების ჩატარება და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი საკითხების განხილვა საგნობრივი კათედრები კათედრის სხდომის ოქმები არსებული რესურსი 2.4 კათედრების მიერ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი კათედრები კათედრის სხდომის ოქმები არსებული რესურსი 2.5 სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება და დამრიგებლის საათის ჩატარება დირექტორის მოადგილე, დამრიგებელი სადამრიგებლო პროგრამები დამრიგებლის პორტფოლიო არსებული რესურსი 2.6 სასწავლო პროცესის მონიტორინგის განხორციელება. დირექტორი, დირექტორის მოადგილე დირექტროის მოადგილის პრეზენტაციები, პორტფოლიო არსებული რესურსი 2.7 მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა, თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება დირექტორის მოადგილე, მასწავლებლები, დამრიგებლები დირექტორის მოადგილის ანგარიში არსებული რესურსი 2.8 ოლიმპიადებში მონაწილეობა, სხვადასხვა საგნებში მოსწავლეთა მომზადება ოლიმპიადებისთვის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, კათედრები, შესაბამისი საგნის პედაგოგები მასწავლებლის პორტფოლიო, კათედრის სხდომის ოქმები არსებული რესურსი 2.9 შესაბამისი სასწავლო აქტივობების დაგეგმვა (პროექტები, პრეზენტაციები, კონკურსები, ოლიმპიადები, მიზნობრივი ექსკურსიები და ა.შ.) ორგანიზება დირექტორი, დირექტორის მოადგილე; დამრიგებლები, კათედრები, მასწავლებლები სასწავლო პროექტები ,პრეზენტაციებიმასწავლებლის პორტფოლიო არსებული რესურსი 2.10 სკოლის მიერ მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების შეთავაზება დირექტორი, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი არსებული რესურსი 2.11. დიფერენცირებული სწავლება დირექტორის მოადგილე მასწავლებლები საგნობრივი კურიკულუმები ინდივიდუალური გეგმები არსებული რესურსები 2.12 დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა დირექტორი დირექტორის მოადგილე მასწავლებლები საკონსულტაციო გრაფიკი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზი და ანგარიში არსებული რესურსები 2.13 დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი დირექტორის მოადგილე ჩატარებული დიაგნოსტიკური წერების ანალიზი არსებული რესურსები 2.14. სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების მონიტორინგი დირექტორი დირექტორის მოადგილე მონიტორინგის ანგარიში, პრეზენტაცია არსებული რესურსები 2.15. სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება; მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორი დირექტორის მოადგილე კითხვარების ანალიზი არსებული რესურსი 2.16. სწა

პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი ,,დემოსი"

დოკუმენტები

სამოქალაქო განათლების კლუბის წესდება.docx10/01/2024 12:23:53 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

სსიპ თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლის შინაგანაწესი

დოკუმენტები

მოსწავლეთა ჩარიცხვის საფეხურის დაძლევის მობილობის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.docx10/01/2024 12:03:17 · 0.08 MB
შინაგანაწესი.pdf11/07/2024 20:25:32 · 0.44 MB
სკოლის შინაგანაწესი.pdf18/03/2026 10:01:16 · 0.33 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

N1 საჯარო სკოლის შენობა წარმოადგენს XIX საუკუნის ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ ძეგლს. სკოლიდ ისტორია იწყება 1869 წლიდან. 1886 წელს ორწლიანი სასწავლებელი გადაკეთდა სამეგრელოს ოთხწლიან საქალაქო სასწავლებლად. ხოლო 1887 წელს ექვსწლიან სასწავლებლად. 1892 წლის 15 დეკემბერს შენობა ხანძარმა გაანადგურა. ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით სასწავლებლისათვის 1902-1904 წწ. აშენდაორსართულიანი ქვის შენობა. 1922-1924 წლებში სასწავლებელმა მრავალჯერ იცვალა სახე: ექვსკლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა ფოთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად, შემდეგ ცხრაკლასიან საშუალოსკოლად. 1928-29 წელს კი პედაგოგიურ განხრიანათწლედად. 1944 წ. ფოთის სანიმუშო საშუალო სკოლა გადაკეთდა ქალთა პირველ საშუალო სკოლად. ხოლო 1954 წლიდან სკოლაში დაიწყო ვაჟებისა და გოგონების ერთად სწავლება. ამ დროიდან სკოლას ეწოდა ქ. ფოთის პირველი საშუალო სკოლა. 2005 წლამდე N1 საშუალო სკოლა აკადემიკოსს თეოფანე დავითაიას სახელობის იყო. 2008 წელს განხორციელდა სკოლის სრული რეაბილიტაცია.

ფინანსები1 დამატებითი მასალა

მოკლე ინფორმაცია თანამდებობის ტიპი თანამდებობა საშტატო ერთეული დირექცია დირექტორი 1 დირექცია დირექტორის მოადგილე 1 დირექცია ბუღალტერი 1 ადმინისტრაცია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 1 ადმინისტრაცია საქმისმწარმოებელი 1 ადმინისტრაცია საინფორმაციო მენეჯერი 1 ადმინისტრაცია ბიბლიოთეკარი 1 მასწავლებელი მასწავლებელი 54 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი სკოლის ექიმი 1 ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტი სპეციალური განათლების საჭიროების მქონე ასისტენტი 2 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი დარაჯი 3 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი დამლაგებელი 6 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი ცეცხლფარეში 1 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი ლაბორანტი 1 ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტი ენისა და მეტყველების თერაპევტი 1

დოკუმენტები

2024 წლის ბიუჯეტის პროგნოზი.xlsx10/01/2024 12:44:19 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე