ცაგერი, სოფელი უსახელო
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 40
- თავისუფალი ადგილი
- 40
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი · ცაგერი · ცაგერი, სოფელი უსახელო
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
„ მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული განათლება წარმატებული მომავლის გარანტიაა“-ასეთი სახე აქვს სკოლის მისიას, რაც გულისხმობს სასწავლო პროცესის ისე წარმართვას, ყველა რესურსის ისეთ მობილიზებას, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეულ მოსწავლეზე, კონკრეტულ საჭიროებებსა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაზე, მოსწავლის ძლიერი მხარეების წარმოჩენაზე, პიროვნულ განვითარებასა და მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, პატრიოტიზმისა და ტოლერანტობის განვითარებაზე. სკოლის ხედვა და ღირებულებაა მიაღწიოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ შედეგებს. აღზარდოს საამაყო მოქალაქე, ზნეობრივი ღირებულებებით.''
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების, თავად სკოლის SWOT(სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების მისაღწევი აქტივობები, სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადის პარალელურად, მოცემულია შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს დასახული მიზნების წარმატებით ან წარუმატებლად განხორციელებას. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე.