ცაგერის რაიონში / ლასურიაში
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 24
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი · ცაგერი · ცაგერი, სოფელი ლასურიაში
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის ფილოსოფია მისია: სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის მისიაა, ხარისხიან აკადემიურ განათლებასთან ერთად მოსწავლეებს შესთავაზოს ხალხური რეწვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, დაეხმაროს მათ საკუთარი ინტერესებისა და ძლიერი მხარეების პოვნასა და კარიერული გზის სწორად შერჩევაში. ხედვა: 2030-2031 წლისთვის ჩვენი სკოლა არის ლიდერი მუნიციპალიტეტში აკადემიური და პროფესიული განათლების მიმართულებით, სადაც თითოეული მოსწავლე იღებს მაღალი ხარისხის განათლებას, ივითარებს მეწარმეობით უნარ-ჩვევებს , წარმატებით საქმდება ან ქმნის საკუთარი ბიზნესს და ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას. ღირებულებები: სკოლა, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭვირვალობა; • მიუკერძოებლობა; • თანამშრომლობა; • ობიექტურობა; • ადამიანის უფლებების დაცვა.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს: პედაგოგიურ საბჭო( სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, ისტ-მათემატიკა-საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, უცხო ენების კათედრა, სპორტი- ესთეტიკური აღზრდის კათედრა, დაწყებითების კათედრა); სამეურვეო საბჭო(დისციპლინური კომიტეტი); სკოლის დირექცია(დირექტორი, ბუღალტერი); ადმინისტრაცია(საქმისმწარმოებელი, ექთანი, ტექნიკური პერსონალი); მოსწავლეთა თვითმმართველობა(სამოქალაქო კლუბი, ეკო კლუბი, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი); მრჩეველთა საბჭო.
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს ხარისხიან აკადემიურ განათლებასთან ერთად მოსწავლეებს შესთავაზოს ხალხური რეწვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, დაეხმაროს მათ საკუთარი ინტერესებისა და ძლიერი მხარეების პოვნასა და კარიერული გზის სწორად შერჩევაში. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან , საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია, მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2024-2031 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლა ზრუნავს თითოეულ მოსწავლეში განავითაროს არსებული ნიჭი. სკოლის საქმიანობა აგებულია მოსწავლეების საჭიროებასა და მოთხოვნილებაზე, რათა მათ შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა თავისუფალი დრო მიზანმიმართულად გამოიყენონ. სკოლა ჩართულია ,,USAID - სამოქალაქო განათლების პროგრამაში,“ რომლის ფარგლებში მოსწავლეების მიერ თემის საჭიროებებზე მორგებული არაერთი პროექტი განხორციელდა. სკოლაში მუშაობს შემდეგი კლუბები: • მკითხველთა კლუბი ; • სამოქალაქო განათლების კლუბი; • ეკო კლუბი; • ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი; • ინგლისური ენის მოყვარულთა კლუბი; • ფრენბურთელთა კლუბი. სკოლაში, ასევე, ფუნქციონირებს ხალხური რეწვის წრე, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან ხალხური რეწვის ისეთ ტრადიციულ დარგებს, როგორიცაა ქსოვა, ქარგვა, გობელენზე, თექაზე მუშაობა. სკოლა, მოსწავლეთა პროფესიული მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ბიზნესთან, მათ შორის, სოფელ ლასურიაშის რძის გადამამუშავებელ საწარმოსთან.