მცხეთა, სოფელი ერედი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 22
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
მცხეთა-მთიანეთი · მცხეთა · მცხეთა, სოფელი ერედი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ერედის საჯარო სკოლის მისიაა- მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის, ორგანიზებული სასწავლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებით აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ინიციატივიანი, თავისუფალი მოქალაქე, რომელიც შეძლებს სათანადო ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში და საკუთარი წვლილის შეტანას ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა: მშობელთა მიერ შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში აქტიური ჩართულობით, მოსწავლეების ინიციატივების ხელშეწყობითა და წახალისებით, მათთვის მრავალფეროვანი აქტივობებისა და არაფორმალური განათლების შეთავაზებით, ასევე ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით,უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებებია: • პატივისცემა • პასუხისმგებლობა • თანამონაწილეობა • სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინება • გამჭვირვალობა • ანგარიშვალდებულება • ტოლერანტობა • ინოვაციურობა • დემოკრატიულობა