თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, დაბა ზაჰესი, თავისუფლების №22
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 18
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 6
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, თავისუფლების ქუჩა №22
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სკოლის მისიაა, შექმნას გარემო, სადაც მოსწავლე იღებს ზოგად და პროფესიულ განათლებას ფორმალური და არაფორმალური სწავლების ინტეგრირებული გზით. სკოლა უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნას და სოციალური უნარების განვითარებას, რაც მოსწავლეს აძლევს შრომის ბაზარზე თვითრეალიზაციისა და აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ხედვა 2030 წლისთვის სკოლა იქნება მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც არაფორმალური და ფორმალური სწავლება ეფექტურად უზრუნველყოფს მოსწავლის შემოქმედებით, პროფესიულ და პიროვნულ გზას. პროექტებზე დაფუძნებული სწავლა, კლუბური საქმიანობა და პროფესიული მიმართულებები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, რეალურ ცხოვრებაში ადაპტირებას და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას. ღირებულებები მოსწავლეზე ორიენტირებულობა და ინდივიდუალური განვითარება; აქტიური ჩართულობა და ინიციატივების ხელშეწყობა; შემოქმედებითობა და თვითგამოხატვის თავისუფლება; დემოკრატიულობა და თანასწორობა; კრიტიკული აზროვნება; პასუხიმგებლობა და თანამშრომლობა.
ზსდ სსიპ ქალაქ თბილისის N208 საჯარო სკოლაის სტრუქტურა შედგება სკოლის დირექციის, ადმინისტრაციის, მასწავლებელების, ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალის, ინკლუზიური განათლების ხარდამწერი სპეციალისტების და კოლეგიური სტრუქტურული ერთეულებისგან (სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭოს, მოსწავლეთა თვითმართველობა, დიციპლინური კომიტეტი, საგნობრივი კათედრა, სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი მრჩეველთა საბჭო). სკოლის პერსონალისთვის ფუნქციების გაცნობა ხორციელდება ხელშეკრულების პირობების გაცნობით ხელმოწერით.ბგარდა ამისა, სკოლამ თანამშრომლების ფუნქციები დეტალურად გაწერია დოკუმენტში - თანამდებობრივი ინსტრუქციები, რომელიც გაეცნო სკოლის თითოეულ თანამშრომელს.
სკოლას აქვს 2023-2030 წლის სტრატეგიული გეგმა, რომელიც მოიცავს განვითარების 7 წელს. სტრატეგიული დაგეგმის მეთოდოლგიით სკოლამ განსაზღვრა, რომ სტრატეგიული გეგმა შემუშავდება ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ, რაც უზრუნველყოფს მის ციკლურობას. საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა განხორციელდეს სტრატეგიული მიზნების, ამოცანების, პრიორიტეტებისა და აქტივობების გადახედვა და აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდება სტრატეგიული გეგმის ცვლილება. სტრატეგიული მიზნების ფორმულირებისას პირველ რიგში მხედველობაში იქნა მიღებული სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები, შესაბამისად სკოლამ შეიმუშავა სკოლის გეგმა, რომელიც გამომდინარეობს ორგანიზაციის მისიდაან, და აზუსტებს მას კონკრეტული სტრატეგული მიზნებით, ამოცანებითა და განხორციელების პერიოდით. ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა კითხავარების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი მომავალი პრიორიტეტები.
სკოლამ 2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმაზე დაყრდნობით შეიმუშავა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, სტრატეგიული მიზნების, ამოცანების, აქტივობების შესრულების ვადების, პასუხისმგებელი პირების/სტრუქტურული ერთეულების, შესრულების ინდიკატორებისა და რესურსების შესახებ. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.
სკოლის მისია, სკოლის როლს წარმოაჩენს სწორედ როგორც სოციო კულტურულ სივრცეს, ვინაიდან მთავარ პრიორიტეტად ხაზგასმულია არაფორმალური განათლების მიღება. არაფორმალური განათლება წარმოადგენს პიროვნული ზრდისა და სასკოლო თემის წევრებისთვის პოტენციური შესაძლებლობების განვითარების საშუალებას. არაფორმალური განათლება ორიენტირებულია მოსწავლეთა საჭიროების და ინერესების დაკმაყოფილებაზე. არაფორმალური განათლების შეთავაზება სასკოლო პროგრამის მიღმა განხორციელებული აქტივობების დაგეგმისა და ინიციატივათა მხარდაჭერის გზით ხორციელდება, აღნიშნული კი ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებას. თვითმართველობის ინიციატივით სკოლაში დანერგილია საკლუბო მუშაობა, სკოლაში ჩამოყალიბდა შემდეგი კლუბები: 1. სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ინოვატორი", 2. ,,ეკოკლუბი II-IV კლასი". 3. ,,რობოტექნიკის კლუბი", 4. ,,ბიოლოგიის მოყვარულთა კლუბი" , 5 ,,ეკოქიარი", 6. მწიგნობართა კლუბი ,,მკითხველი" 7. იგლისური ენის კლუბი 8. ,,მუსიკალური კლუბი ,,მელომანები", 9. ხელოვნების კლუბი ,,208". სასკოლო კურიკულუმი მორგებულია მოსწავლის ინტერესებზე, საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე, სასწავლო პროცესში გამოყენებული და მათ უნარებზე მორგებული დავალებები და აქტივობები, რომელიც გათვალისწინებულია კურიკულუმის შედგეენისას, ეს პროცესი ხელს შეუწყობს დიფერენცირებულ მიდგომებს და ადაპტირებულ კომპლექსურ დავალებებს. კურიკულუმში წარმოდგენილი აქტივობები მორგებულია ყველა მოსწავლის შესაძლებლობებზე, ასევე გათვალისწინებულია მათი მზაობა და ფსიქო ემოციური მდგომარეობა.
სკოლას აქვს შინაგანაწესი, რომელიც არაეგულირებს მოსწავლეთა კანონით გათვალისწინებულ უფლებების დაცვას. შენაგანაწესში გაწერილია მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა, პასუხისმგებელი სახეები და სახდელის დაკისრება. გამოცემულია დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, უკონტაქტო დათვალიერებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ, დამტკიცებულია პრსონალურ ინფორმაციათა დაცვის მარეგულირებელი წესი და გასაჩივრების მექანიზმები. შინაგანაწეისი შედგენის პროცესში ჩართულია სასკოლო საზოგადოება. შინაგანაწესი გამოკრულია სკოლის დაფაზე, შინაგანაწესის გაცნობა ხდება პედაგოგებზე პედაგოგიურ საბჭოზე. დამტკიცებულ შინაგაგანაწეს დამრიგებლები მოსწავლეებს კლასის საათზე ხოლო მშობლებს მშობლელთა კრებაზე აცნობენ.
სკოლას უსასყიდლო სარგებლობის უფლებით სახელმწიფოსგან გადაცემული აქვს 6443 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 4301,77 კვ. მ შენობა-ნაგებობა. სკოლა განთავისუფლებულია პირველ სართულზე და ასევე გააჩნია ნულოვანი სართული. სულ სკოლაში არის 27 სასკოლა ოთახი, რომლებიც აღჭურვილია სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარით: მერხებით, სკამებით, სასკოლო დაფით,მასწავლებლის მაგიდით. სკოლას აქვს 13 პროექტორი და საჭირობისამებრ იყენებენ საგაკვეთილო პროცესში, სკოლაში ასევე არის, კანცელარია, ბურალტერის, საინფორმაციო მენეჯერის, სამედიცინო კაბინეტი, დარაჯის ოთახი, სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, რესურს ოთახი, კათედრებისთვის განკუთვნილი ოთახი, სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი, კვების ბლოკი და შიდა ეზო. სკოლაში არსებული საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი სრულადაა ხელმისაწვდომი. სასკოლო საზოგადოება ინფორმირენულია კომპიუტერული და საბუნებისმეტყველების ლაბორატორიების სარგებლობის წესებით
წარმატების მისაღწევად სკოლა ცდილობს სკოლის ფინანსური რესურსი გამოიყენოს მაქსიმალურად ისე რომ ყველა მოსწავლისთვის თანაბრად იყოს განათლების მიღება ხელმისაწვდომი. ბიუჯეტის მომზადებისას სკოლა ითვალისწაინებს სავარაუდო შემოსავლებს, მომდევნო წლის პრიორიტეტებს, სავარაუდო ხარჯებს, წინა წლის გამოცდილებას და საბიუჯეტო კალენდარს. ბიუჯეტი იგეგმება შემდეგი პრინციპის დაცვით, დაგეგმის პროცესი მიმდინარეობს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმიდან, დაგეგმის პროცეში სკოლა შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ითვალისწინებს სკოლის წარმომადგენლების ინტერესებს, რადგან სკოლაში სტრატეგიული გეგმების ცვლილება მოხდა სკოლაში შეიქმნა საპროგნოზო ბიუჯეტიც. სკოლა აქვს ეკონომიური შემოსავლებიც, რომლებიც ხმარდება სკოლის საჭიროებბეს.